Georgian Wings -ის დაგეგმილი პირველი რეისი, რომელიც თბილისი – ბათუმის საჰაერო ხაზზე, დღეს დილით უნდა განხორციელებულიყო, ტექნიკური ხარვეზის გამო ამ ეტაპზე ვერ შესრულდა.
როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ განაცხადა, ფრენა დაგვიანებით, 12:00 საათზე შესრულდებოდა. თუმცა ამ დრომდე რეისი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია.
როგორც იცით, გაცემული ნებართვის მიხედვით, ავიაკომპანიამ 70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდით ფრენა, კვირაში 12 სიხშირით, ყოველდღე უნდა განახორციელოს.
“ტექნიკური ხარვეზია. ბუნებრივია, პრიორიტეტი უსაფრთხოებაა და აბსოლუტურად ყველაფერი უნდა შემოწმდეს. რეისი ჯერჯერობით არ გაუქმებულა. ტექნიკური გაუმართაობა იყო, რაც ახლა მოწმდება. თბილისიდან ყველა ბილეთი გაყიდული გვაქვს”,-ამბობს კიკნაძე.