როგორ მივიღოთ კანადის ვიზა?
კანადის ვიზის გაცემა ხდება ქალაქ ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული კანადის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
რა პროცედურაა საჭირო ვიზის მისაღებად?
სამწუხაროდ კანადის საელჩო საქართველოში არ არსებობს, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ კანადაში წასვლა და ვიზაზე განაცხადის გაკეთება, ემსახურებათ ანკარაში განთავსებული კანადის საელჩოს საკონსულო განყოფილება.
ვიზაზე განაცხადის გაკეთების ნებისმიერ მსურველს ამჟამად შეუძლია პირადადაც გამოცხადდეს ანკარაში არსებულ საკონსულოში და თვითონ გააკეთოს განაცხადი ვიზის აღების თაობაზე.
ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ ალტერნატიულ ვარიანტს და გააკეთოთ ვიზაზე განაცხათი ონლაინ ფორმით. აღნიშნული გზა გულისხმობს სპეციალური არხით ყველა საჭირო დოკუმენტის გადაგზავნას საკონსულოს მისამართზე და შემდეგ პასუხის მოსვლის დრომდე დალოდებას.
თუკი თქვენ მიიღებთ ვიზის აღების აპლიკაციაზე დადებით პასუხს, მაშინ მოგიზევთ საფოსტო სერვისის საშუალებით გადააგზავნოთ თქვენი ორიგინალი პასპორტი კანადის საკონსულოში, შემდეგ კი რამდენიმე დღის ვადაში, დაახლოებით 3-4 დღის შემდეგ მიიღებთ უკან ვიზიან პასპორტს.
სად კეთდება სავიზო განაცხადი?
ბიომეტრული მონაცემების ჩასაბარებლად აუცილებელია ვიზიტი ჩინაიშნოს წინასწარ. საქართველოში სავიზო განაცხადის დოკუმენტაციის მიღება 2013 წლის 3 ოქტომბრიდან წარმოებს კანადის სავიზო განაცხადების ცენტრში, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს.
საქართველოს მოქალაქეებს, კანადის ვიზის მისაღებად, უმეტეს შემთხვევაში, ესაჭიროებათ ბიომეტრული ინფორმაციის – ფოტოსა და თითის ანაბეჭდების ჩაბარება, ასევე ბიომეტრული ინფორმაციის მოსაკრებლის გადახდა.
თუმცა, ბიომეტრული მონაცემების ჩაბარება მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც განმცხადებელი მიიღებს კანადის სავიზო სამსახურის წერილს, შესაბამისი ინსტრუქციით. გასათვალისწინებელია, რომ ინსტრუქციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც განმცხადებელი გადაიხდის ბიომეტრული მონაცემების მოსაკრებელს.
პირებს, რომელთაც აშშ-ის მუდმივი ბინადრობის ნებართვა და მოქმედი მწვანე ბარათი გააჩნიათ და განაცხადი მხოლოდ კანადის ვიზიტორის ვიზაზე აქვთ წარდგენილი, ბიომეტრული მონაცემის ჩაბარების ვალდებულებისგან გათავისუფლებულები არიან.
საჭიროა თითის ანაბეჭდების ჩაბარება და ფოტოს გადაღება განაცხადის გაკეთების ყველა ჯერზე?
თუ თქვენ განაცხადს აკეთებთ დროებითი ბინადრობის ვიზაზე, სამუშაო ან სასწავლო უფლებაზე და გესაჭიროებათ ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარება, ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარება დაგჭირდებათ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ.
თუ თქვენ განაცხადს მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსზე აკეთებთ და მოგეთხოვებათ ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარება, აღნიშნულის გამეორება ყოველ ჯერზე დაგჭირდებათ.
კანადის სავიზო განაცხადების ცენტრი საქართველოში მდებარეობს ქალაქ თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩა N9 -ში. მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
რა დოკუმენტებია საჭირო კანადაში სამოგზაუროდ წასასვლელად?
ვიზის მიღების პროცესში თქვენი აპლიკაციის განხილვისას, პირველ რიგში, ყველაზე დიდი ყურადღება ენიჭება თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. აღნიშნული საკითხი გულისხმობს აპლიკანტის სოციალური და ეკონომიკური კავშირების განხილვას, რა შემთხვევაშიც მათი სიმყარე და სოლიდურობა დადებითად ადგება თანხმობის მიღების შანსს. აუცილებელია წარმოადგინოთ ისეთი დოკუმენტები, რომლებიც ამ საკითხში თქვენს პოზიციას გაამყარებს.
რეგისტრაციისათვის დაგჭირდებათ მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი და პირადობის მოწმობა, ასევე უნდა წარადგინოთ ძველი პასპორტებიც, თუკი მათში ვიზა გაქვთ ჩარტყმული. ასევე საჭიროა სამსახურის ცნობა თქვენი დამსაქმებლისგან.
თუკი თქვენ ფლობთ ბიზნესს, მაშინ უნდა წარადგინოთ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მეწარმეობის შესახებ. საჭიროა ასევე ბოლო 4 თვის ბანკის ამონაწერი და ცნობა დანაზოგის შესახებ.
დაქორწინებულმა პირებმა უნდა წარადგინონ ქორწინების მოწმობაც. ასევე დაგჭირდებათ საკრედიტო ბარათი საკონსულო მოსაკრებლის გადასახდელათ, რაც ტურისტული ვიზის მოსაკრებლის შემთხვევაში შეადგენს 100 კანადურ დოლარს.
დისტანციურ რეჟიმში შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი ტურისტულ ვიზაზე და კერძო ვიზიტორის ვიზაზე, ასევე საქმიან და სასწავლო ვიზებზეც. სხვა სახის ვიზის აღების მსურველებს დასჭირდებათ საკონსულოში პირადად გამოცხადება.
საკონსულოში საბუთების გადაგზავნის და მოსაკრებლის გადახდის შემდეგ საბუთების განხილვა ხდება მაქსიმუმ 1 კვირის ვადაში.
მინდა სამუშაო ვიზით წასვლა კანადაში