შობა-ახალი წელი წლის ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავი პერიოდია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

ეს დღესასწაული გამორჩეულად ზღაპრული და ჯადოსნურია ევროპაში, რომელიც ამ პერიოდში ზამთრის საოცრებათა ქვეყანად გარდაიქმნება ხოლმე. საშობაო ბაზრობები და საოცარი საახალწლო დეკორაციებით მორთული ქუჩები ყველა ქალაქის საერთო წესია, თუმცა მათ განსხვავებული და უნიკალური საშობაო ტრადიციებიც ახასიათებთ.

პარიზი წელიწადის ნებისმიერ დროს მშვენიერი სანახავია, თუმცა საშობაოდ ის განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ზღაპრულია. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ ჯადოსნურ საშობაო ბაზრობებს, შეიძინოთ უალამაზესი საახალწლო ნივთები და საჩუქრები, დატკბეთ თვალწარმტაცი დეკორაციებით მორთულ ქუჩებში გასეირნებით, გაერთოთ საციგურაუ მოედნებზე და მოუსმინოთ საშობაო გალობებს.

ქუთაისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 მაისი 202430 მაისი 2024Wizz Airავიაბილეთები 518 -დან
6 ივნისი 202413 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 506 -დან
4 ივლისი 202411 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 640 -დან

პრაღა არის ქალაქი, რომელიც ამ სიაში აუცილებლად უნდა მოხვდეს. ძველი ქალაქის მოედანი, რომელიც მთლიანად საშობაო ბაზრობად არის გრდაქმნილი, თქვენ განსაკუთრებულ სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით. სანამ ხელნაკეთი ნივთების და ორნამენტების დათვალიერებით იქნებით დაკავებული, შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი გლინტვეინი, დააგემოვნოთ განთქმული ჩეხური დესერტი ტრედელნიკი და სხვა საშობაო ნამცხვრები და კერძები.

ქუთაისი პრაღა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
6 ივნისი 202413 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 620 -დან
7 ივლისი 202414 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 777 -დან

ვენა ევროპის იმ ქალაქებს მიეკუთვნება, რომლებიც შობას გრანდიოზულად და დიდებულად აღნიშნავენ. მოელვარე საშობაო ბაზრობები, რომლებიც საოცარი დეკორაციებით და გირლანდებით არის მორთული, საშუალებას გაძლევთ არამხოლოდ დააგემოვნოთ ტრადიციული საშობაო კერძები და დესერტები, არამედ თქვენც ჩაერთოთ მათ მომზადებაში და უკეთ გაეცნოთ ავსტრიულ კულტურას საშობაო სიმღერების ფონზე.

ქუთაისი ვენა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 მაისი 202421 მაისი 2024Wizz Airავიაბილეთები 400 -დან
6 ივნისი 202413 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 499 -დან
11 ივლისი 202418 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 709 -დან

კიოლნი საშობაო პერიოდში გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე მომაჯადოებელ ქალაქად იქცევა  ხოლმე, რომელიც ყოველწლიურად 7 საშობაო ბაზრობას მასპინძლობს. ამ ზღაპრული ბაზრობების მონახულება თქვენ სპეციალურად საშობაოდ მორთული მატარებლით შეგიძლიათ. კიოლნში ნოემბრის ბოლოდან ახალი წლის დადგომამდე განსაკუთრებული საშობაო ატმოსფერო სუფევს, ამიტომ შობის ამ ქალაქში გატარება ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

ტალინი არის ქალაქი, რომელიც წლის ნებისმიერ დროს რომელიმე ზღაპრის წიგნში ნანახ სურათებს მოგაგონებთ, საშობაოდ კი ნამდვილი საოცრებათა ქალაქია. ეს პატარა და მყუდრო ქალაქი განსაკუთრებულ სადღესასწაულო განწყობას ქმნის თავისი უალამაზესი საშობაო ბაზრობებითა და დეკორაციებით. გარდა ამისა, სტუმრებს სთავაზობს ისეთ საახალწლო აქტივობებს, როგორებიცაა ჯანჯაფილის ნამცხვრისგან საშობაო სახლების აწყობა და ასევე, მარციპანისგან სხვადასხვა ფიგურების შექმნა.

ამ საოცარ ქალაქებში შობა-ახალის წლის გატარება საკმაოდ მარტივად და მისაღებ ფასად შეგიძლიათ, რადგან ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ქალაქში მოგახვედრებთ და დაუვიწყარ მოგზაურობას მოიწყობთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაკომპანიების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განრიგი
შემდეგი სტატიასაახალწლო ფასდაკლება უკრაინული ავიახაზებისგან
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments