შობა-ახალი წელი წლის ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავი პერიოდია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

ეს დღესასწაული გამორჩეულად ზღაპრული და ჯადოსნურია ევროპაში, რომელიც ამ პერიოდში ზამთრის საოცრებათა ქვეყანად გარდაიქმნება ხოლმე. საშობაო ბაზრობები და საოცარი საახალწლო დეკორაციებით მორთული ქუჩები ყველა ქალაქის საერთო წესია, თუმცა მათ განსხვავებული და უნიკალური საშობაო ტრადიციებიც ახასიათებთ.

პარიზი წელიწადის ნებისმიერ დროს მშვენიერი სანახავია, თუმცა საშობაოდ ის განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ზღაპრულია. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ ჯადოსნურ საშობაო ბაზრობებს, შეიძინოთ უალამაზესი საახალწლო ნივთები და საჩუქრები, დატკბეთ თვალწარმტაცი დეკორაციებით მორთულ ქუჩებში გასეირნებით, გაერთოთ საციგურაუ მოედნებზე და მოუსმინოთ საშობაო გალობებს.

ქუთაისი პარიზი

Departure atReturn atAirlineFind tickets
28 September 202630 September 2026Wizz Airავიაბილეთები 905 -დან
14 October 202629 October 2026Wizz Airავიაბილეთები 506 -დან
5 November 202619 November 2026Wizz Airავიაბილეთები 408 -დან

პრაღა არის ქალაქი, რომელიც ამ სიაში აუცილებლად უნდა მოხვდეს. ძველი ქალაქის მოედანი, რომელიც მთლიანად საშობაო ბაზრობად არის გრდაქმნილი, თქვენ განსაკუთრებულ სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით. სანამ ხელნაკეთი ნივთების და ორნამენტების დათვალიერებით იქნებით დაკავებული, შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი გლინტვეინი, დააგემოვნოთ განთქმული ჩეხური დესერტი ტრედელნიკი და სხვა საშობაო ნამცხვრები და კერძები.

ქუთაისი პრაღა

Departure atReturn atAirlineFind tickets
22 September 202626 September 2026Wizz Airავიაბილეთები 891 -დან
25 October 202629 October 2026Wizz Airავიაბილეთები 493 -დან
24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 395 -დან

ვენა ევროპის იმ ქალაქებს მიეკუთვნება, რომლებიც შობას გრანდიოზულად და დიდებულად აღნიშნავენ. მოელვარე საშობაო ბაზრობები, რომლებიც საოცარი დეკორაციებით და გირლანდებით არის მორთული, საშუალებას გაძლევთ არამხოლოდ დააგემოვნოთ ტრადიციული საშობაო კერძები და დესერტები, არამედ თქვენც ჩაერთოთ მათ მომზადებაში და უკეთ გაეცნოთ ავსტრიულ კულტურას საშობაო სიმღერების ფონზე.

კიოლნი საშობაო პერიოდში გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე მომაჯადოებელ ქალაქად იქცევა  ხოლმე, რომელიც ყოველწლიურად 7 საშობაო ბაზრობას მასპინძლობს. ამ ზღაპრული ბაზრობების მონახულება თქვენ სპეციალურად საშობაოდ მორთული მატარებლით შეგიძლიათ. კიოლნში ნოემბრის ბოლოდან ახალი წლის დადგომამდე განსაკუთრებული საშობაო ატმოსფერო სუფევს, ამიტომ შობის ამ ქალაქში გატარება ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

ტალინი არის ქალაქი, რომელიც წლის ნებისმიერ დროს რომელიმე ზღაპრის წიგნში ნანახ სურათებს მოგაგონებთ, საშობაოდ კი ნამდვილი საოცრებათა ქალაქია. ეს პატარა და მყუდრო ქალაქი განსაკუთრებულ სადღესასწაულო განწყობას ქმნის თავისი უალამაზესი საშობაო ბაზრობებითა და დეკორაციებით. გარდა ამისა, სტუმრებს სთავაზობს ისეთ საახალწლო აქტივობებს, როგორებიცაა ჯანჯაფილის ნამცხვრისგან საშობაო სახლების აწყობა და ასევე, მარციპანისგან სხვადასხვა ფიგურების შექმნა.

ამ საოცარ ქალაქებში შობა-ახალის წლის გატარება საკმაოდ მარტივად და მისაღებ ფასად შეგიძლიათ, რადგან ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ქალაქში მოგახვედრებთ და დაუვიწყარ მოგზაურობას მოიწყობთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაკომპანიების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განრიგი
შემდეგი სტატიასაახალწლო ფასდაკლება უკრაინული ავიახაზებისგან
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted