შობა-ახალი წელი წლის ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავი პერიოდია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

ეს დღესასწაული გამორჩეულად ზღაპრული და ჯადოსნურია ევროპაში, რომელიც ამ პერიოდში ზამთრის საოცრებათა ქვეყანად გარდაიქმნება ხოლმე. საშობაო ბაზრობები და საოცარი საახალწლო დეკორაციებით მორთული ქუჩები ყველა ქალაქის საერთო წესია, თუმცა მათ განსხვავებული და უნიკალური საშობაო ტრადიციებიც ახასიათებთ.

პარიზი წელიწადის ნებისმიერ დროს მშვენიერი სანახავია, თუმცა საშობაოდ ის განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ზღაპრულია. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ ჯადოსნურ საშობაო ბაზრობებს, შეიძინოთ უალამაზესი საახალწლო ნივთები და საჩუქრები, დატკბეთ თვალწარმტაცი დეკორაციებით მორთულ ქუჩებში გასეირნებით, გაერთოთ საციგურაუ მოედნებზე და მოუსმინოთ საშობაო გალობებს.

ქუთაისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
7 დეკემბერი 202514 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 765 -დან
15 იანვარი 202629 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 423 -დან
5 თებერვალი 20268 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 372 -დან

პრაღა არის ქალაქი, რომელიც ამ სიაში აუცილებლად უნდა მოხვდეს. ძველი ქალაქის მოედანი, რომელიც მთლიანად საშობაო ბაზრობად არის გრდაქმნილი, თქვენ განსაკუთრებულ სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით. სანამ ხელნაკეთი ნივთების და ორნამენტების დათვალიერებით იქნებით დაკავებული, შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი გლინტვეინი, დააგემოვნოთ განთქმული ჩეხური დესერტი ტრედელნიკი და სხვა საშობაო ნამცხვრები და კერძები.

ქუთაისი პრაღა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
9 დეკემბერი 202516 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 946 -დან
17 იანვარი 202624 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 409 -დან

ვენა ევროპის იმ ქალაქებს მიეკუთვნება, რომლებიც შობას გრანდიოზულად და დიდებულად აღნიშნავენ. მოელვარე საშობაო ბაზრობები, რომლებიც საოცარი დეკორაციებით და გირლანდებით არის მორთული, საშუალებას გაძლევთ არამხოლოდ დააგემოვნოთ ტრადიციული საშობაო კერძები და დესერტები, არამედ თქვენც ჩაერთოთ მათ მომზადებაში და უკეთ გაეცნოთ ავსტრიულ კულტურას საშობაო სიმღერების ფონზე.

ქუთაისი ვენა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 დეკემბერი 202531 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 661 -დან
5 იანვარი 20269 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 667 -დან

კიოლნი საშობაო პერიოდში გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე მომაჯადოებელ ქალაქად იქცევა  ხოლმე, რომელიც ყოველწლიურად 7 საშობაო ბაზრობას მასპინძლობს. ამ ზღაპრული ბაზრობების მონახულება თქვენ სპეციალურად საშობაოდ მორთული მატარებლით შეგიძლიათ. კიოლნში ნოემბრის ბოლოდან ახალი წლის დადგომამდე განსაკუთრებული საშობაო ატმოსფერო სუფევს, ამიტომ შობის ამ ქალაქში გატარება ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

ტალინი არის ქალაქი, რომელიც წლის ნებისმიერ დროს რომელიმე ზღაპრის წიგნში ნანახ სურათებს მოგაგონებთ, საშობაოდ კი ნამდვილი საოცრებათა ქალაქია. ეს პატარა და მყუდრო ქალაქი განსაკუთრებულ სადღესასწაულო განწყობას ქმნის თავისი უალამაზესი საშობაო ბაზრობებითა და დეკორაციებით. გარდა ამისა, სტუმრებს სთავაზობს ისეთ საახალწლო აქტივობებს, როგორებიცაა ჯანჯაფილის ნამცხვრისგან საშობაო სახლების აწყობა და ასევე, მარციპანისგან სხვადასხვა ფიგურების შექმნა.

ამ საოცარ ქალაქებში შობა-ახალის წლის გატარება საკმაოდ მარტივად და მისაღებ ფასად შეგიძლიათ, რადგან ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ქალაქში მოგახვედრებთ და დაუვიწყარ მოგზაურობას მოიწყობთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაკომპანიების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განრიგი
შემდეგი სტატიასაახალწლო ფასდაკლება უკრაინული ავიახაზებისგან
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments