რუსული ავიაკომპანია Azimuth კრასნოდარის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ამატებს. ფრენები 2025 წლის 23 სექტემბრიდან დაიწყება და კვირაში 2-ჯერ შესრულდება.

ეს გადაწყვეტილება მოჰყვა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს 11 სექტემბრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც კრასნოდარის აეროპორტი 2022 წლის თებერვლიდან დაკეტილი იყო, ნაწილობრივ აღდგა. ეს აეროპორტი იმ 11 ობიექტს შორის იყო, სადაც ფრენები შეჩერდა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ფუნქციონირება, ისევე როგორც ელისტისა და გელენჯიკის აეროპორტების, ეტაპობრივად აღდგა.

Azimuth ფრენები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Saint Petersburg18 November 202625 November 2026Azimuthავიაბილეთები 978 -დან
Mineralnye Vody23 September 202627 September 2026Azimuthავიაბილეთები 363 -დან
Ufa21 September 202616 October 2026Azimuthავიაბილეთები 599 -დან

აზიმუტი მგზავრებს, რომლებსაც მანამდე მინერალნიე ვოდიდან ან სოჭიდან ჰქონდათ შეძენილი ავიაბილეთები, თბილისის ან დუბაის მიმართულებით, კრასნოდარიდან გასაფრენ რეისებზე მათი გადაცვლის შესაძლებლობას სთავაზობს. ავიაბილეთების გადაცვლა 2026 წლის 28 მარტამდე იქნება შესაძლებელი, თუმცა ამჟამად თბილისი კრასნოდარი კრასნოდარი თბილისი -ს რეისებზე რეისების დაჯავშნა მხოლოდ 24 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. ავიაბილეთის საწყისი ფასი 16,200 რუბლი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2023 წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით აღდგა. პირველი რეისი კი Azimuth -მა 19 მაისს შეასრულა.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიახალი ასაფრენი ზოლი და ინოვაციური სერვისები ქუთაისის აეროპორტში
შემდეგი სტატიაChina Eastern Airlines – შანხაიდან ბუენოს-აირესში ყველაზე ხანგრძლივი, 29 საათიან პირდაპირ ფრენებს იწყებს
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted