უვიზო რეჟიმის დამტკიცების შემდეგ ქართველი ტურისტები თანდათან სულ უფრო ფართოდ იცნობენ ევროპულ კულტურას. თუმცა, პარალელურად ასევე საქართველოშიც საკმაოდ აქტიურად ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა და ქართველ მოგზაურებთან ერთად, უცხოელებიც აქტიურად მოემართებიან ქართული ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.

საქართველოში ჩამოსულ მოგზაურებს შავი ზღვის სანაპირო და ბათუმი საკმაოდ დიდი ხანია რაც მარტივად ხიბლავს. თუმცა მას შემდეგ რაც ქართულ ავია სივრცეში აქტიურად დაიწყო უცხოური ავია კომპანიების შემოსვლა, ეს ინტერესი ბევრად უფრო იზრდება. ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი-ს ან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მაგივრად, ყურადღების ეპიცენტრში ცნობილი ქართული საპორტო ქალაქი მოექცა.

ახალი ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ცნობილი ავია კომპანიები ახალი რეისების შესრულებას დაიწყებენ. პირველ რიგში ავიაკომპანია SkyUp რომელიც აქტიურად განაგრძობს ქართულ ავია სივრცეში განვითარებას, ფრენებს ბათუმიდან კიევის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით დაიწყებს. პირველი რეისი 25 მაისს შესრულდება.

ასევე საპორტო ქალაქის ლამაზი აეროპორტიდან ასევე ახალი მიმართულებით რეისებს Flynas–ის ავიახაზებიც დაიწყებს. მათი თვითმფრინავები ფრენებს ერ–რიადის მიმართულებით შეასრულებენ 2 ივნისიდან. რაც შეეხება ავია კომპანია Buta Airways–ის სამომავლო გეგმებს, ისინი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ბაქოს მიმართულებით იწყებენ ფრენებს 14 ივნისიდან და აღნიშნული რეისები პარასკევს და კვირას შესრულდება.

ბათუმი ბაქო

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 დეკემბერი 202422 დეკემბერი 2024აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 570 -დან
10 იანვარი 202512 იანვარი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 624 -დან
14 მარტი 202516 მარტი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 407 -დან

Flynas–ის რეისები დაახლოებით 3 საათსა და 25 წუთს გასტანს. მასზე მოსახვედრათ თქვენ დაგჭირდებათ 950–დან 1000–მდე ლარის ღირებულების ბილეთის დაჯავშნა. რაც შეეხება SkyUp–ის ავიახაზების მიერ დანიშნულ ახალ რეისებს, მათი საშუალებით კიევში გასაფრენად თქვენ ბევრად უფრო შეღავათიან ფასში შეგეძლებათ ავიაბილეთების შეძენა.

ცნობილი ავიაკომპანიის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბათუმიდან კიევში ჩასვლას საშუალოდ 2 საათსა და 30 წუთში შეძლებთ. ასეთ კომფორტულ პირდაპირ რეისზე მოსახვედრათ თქვენ 100–დან 150–მდე ლარის გადახდა დაგჭირდებათ ავიაბილეთის დასაჯავშნათ. მსგავსი სიახლე მართლაც საკმაოდ დაეხმარება ბათუმის ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიატლასგლობალი / Atlasglobal
შემდეგი სტატიაქუთაისის ავტობუსის ბილეთები
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments