მსოფლიოში უამრავი ცნობილი ავიაკომპანია არსებობს, რომელიც ისეთი განსაკუთრებული ლოკაციების მიმართულები ანხორციელებენ პირდაპირ რეისებს, როგორიცაა პარიზი და პრაღა მაგალითად.

თუმცა ევროპის ულამაზესი მხარის გარდა გლობუსის გარშემო კიდევ სხვა საოცარი რეგიონებიც არსებობს. სწორედ ერთ–ერთი მათგანის ავია სივრცეში მასშტაბურად მფრინავი ავიაკომპანია გეგმავს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით რეგულარული ფრენებით დაკავებას.

აზიაში სახელგანთქმული Korean Air–ის ავიახაზები ორიგინალური ჩარტერული რეისების განსახორციელებლად ემზადება.

მათი ახალი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აიღებს ამჯერად სათავეს. ეს ინფორმაცია მართლაც უდიდესი ინტერესის გამომწვევი იქნება ქართველი მოგზაურებისათვის. 1962 წელს დაარსებული და უკვე საქვეყნოდ ცნობილი ავიახაზები თბილისიდან რეისების განხორციელებას 30 მაისიდან აპირებს.

Korean Air-ის თვითმფრინავები საერთო ჯამში ფრენებს 50 ქვეყნის ტერიტორიაზე, 114 განსხვავებული მიმართულებით ანხორციელებს. ასეთი გიგანტური ავია კოპანიის შემოსვლა ქართულ ბაზარს მართლაც უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის ნებისმიერი ეროვნების ტურისტის თვალში.

უფრო კონკრეტული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ცნობილი ავია კომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერულ რეისებს ისეთი ეგზოტიკური ლოკაციის მიმართულებით იწყებს, როგორიც სეულია.

თბილისი სეული

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
29 ივნისი 20266 ივლისი 20262 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 1 965 -დან
5 ივლისი 202625 ივლისი 20261 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 1 837 -დან
10 აგვისტო 202621 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 1 933 -დან
3 სექტემბერი 20261 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 1 690 -დან
19 ოქტომბერი 20262 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 1 669 -დან
1 ნოემბერი 20269 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 2 263 -დან
1 დეკემბერი 20268 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაAir Chinaავიაბილეთები 2 149 -დან
1 იანვარი 20278 იანვარი 20272 ᲒაჩერებაUzbekistan Airwaysავიაბილეთები 2 385 -დან
22 თებერვალი 20276 მარტი 20272 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 2 468 -დან
1 მარტი 20278 მარტი 20271 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 2 352 -დან
15 აპრილი 202720 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 2 264 -დან
1 ივნისი 202710 ივნისი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 2 264 -დან

Avia.Ge–ს მოხერხებული საძიებო სისტემა თქვენ საშუალებას მოგცემთ ორ წუთში დაჯავშნოთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები აზიისა და მსოფლიოს ნებისმიერი მხარის მიმართულებით.

ამ შემთხვევაში აღნიშნული ვებგვერდისა და მისი თანამედროვე მობილური აპლიკაციის წყალობით თქვენ საშუალება გექნებათ კორეული ავიახაზების საუკეთესო აქციებისა და ფრენის განრიგის შესახებ უსწრაფესად მიიღოთ ინფორმაცია.

აღნიშნული ნიუსი საკმაოდ მომგებიანი და საინტერესოა თითოეული ქართველი მოგზაურისათვის. ევროპის ცნობილი ქვეყნების მიმართულებით უვიზო რეჟიმის გააქტიურებამ მათ უკვე მისცა საშუალება მოენახულებინათ ყველაზე საოცნებო ლოკაციები დასავლეთში, ამჯერად კი მათ აზიის საოცარი კულტურის უფრო ახლოდან გაცნობის საშუალება ასევე მარტივად ექნებათ.

სეული სწორედ ის ქალაქია, სადაც შთამბეჭდავი ცათამბჯენები, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული მეტრო და პოპ კულტურა იდეალურად ერწყის ბუდისტურ ტაძრებსა და საოცარ ბაზრობებს.

სამხრეთ კორეის დედაქალაქი მართლაც ღირს მონახულებად და აღნიშნული სიახლე ამის საშუალებას უამრავ ადაიანს ახლა უკვე საკმაოდ კომფორტულად მისცემს.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაკომპანიების რეიტინგი ქართულ საავიაციო ბაზარზე
შემდეგი სტატიაშვეიცარიის ავიაბილეთები იაფად
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted