გერმანიის მეორე ყველაზე დიდი და  მთავარი საპორტო ქალაქი , ჰამბურგი , თავისი არქიტექტურითა და პორტებით უამრავი ტურისტის ყურადღებას ყოველწლიურად იპყრობს და მათ დაუვიწყარი შთაბეჭდილებების გარეშე ნამდვილად არ ტოვებს.

ამ ქალაქში თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ  სხვადასხვა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა იხილოთ და დაუვიწყარი მოგონებები შეიქმნათ.

ჰამბურგი რამდენიმე საუკუნეა ჩამოყალიბდა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად. ამ ქალაქს ნამდვილად გამოარჩევს მუზეუმების, გალერეებისა და გამოფენების სიმრავლე.

ავიაბილეთები ჰამბურგის მიმართულებით თქვენ დაგეხმარებათ, რომ აღმოაჩინოთ და მოინახულოთ ძველი ეპოქის სხვადასხვა პერიოდის მხატვრობა და სკულპტურა, გაეცნოთ მოდერნისტული ხელოვნების ნიმუშებს, კონცეპტუალურ ხელოვნებასა  და ფოტოგრაფიას.

თუ თქვენ ღამის ცხოვრება გიზიდავთ, ჰამბურგი ამ მხრივაც არ დაგტოვებთ იმედგაცრუებულს. მას გართობისა და ღამის ცხოვრების კუთხით ევროპის საუკეთესო ქალაქად ასახელებენ. აქ თქვენ შეძლებთ დაუვიწყარი ღამეები გაატაროთ მრავლად წარმოდგენილ ბარებში, კლუბებსა და თანამედროვე დისკო წვეულებებზე, ხოლო თუ უფრო მეტად სიმშვიდე და ბუნება გიზიდავთ, ჰამბურგი დასასვენებელი პარკების დიდ არჩევანს გთავაზობთ.

თუ დიდი ხანია გსურთ ამ ქალაქში მოხვედრა, თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ, რადგან 2019 წლის 20 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz air-ის პირდაპირი ფრენები განხორციელდება. თუ სამოგზაუროდ სწორედ ამ პერიოდს აირჩევთ, ჰამბურგით კიდევ უფრო მოხიბლულები დარჩებით,რადგან საახალწლო დეკორაციები და მორთულობები, საშობაო ბაზრობები და სადღესასწაულო განწყობა ამ ქალაქს ნამდვილად გამოარჩევს.

ავიაბილეთები ჰამბურგის მიმართულებით თქვენ საშუალებას მოგცემთ  4 საათსა და 25 წუთში ამ დაუვიწყარ გარემოში მოხვდეთ , ორმხრივი ავიაბილეთის შეძენას კი სულ რაღაც 372 ლარის ფარგლებში შეძლებთ.

ქუთაისი ჰამბურგი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
13 ნოემბერი 202616 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 539 -დან
31 დეკემბერი 20265 იანვარი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 912 -დან
25 იანვარი 202727 იანვარი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 571 -დან
13 თებერვალი 202713 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 046 -დან
9 აპრილი 202716 აპრილი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 800 -დან

ავიაკომპანიების უფრო დიდი არჩევანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გექნებათ. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი კომფორტული და მაღალხარისხიანი ავიაკომპანიით როგორიც  “Turkish Airlines” – ია.

ავიარეისებს გვთავაზობენ ასევე ლატვიური ავიაკომპანია ეარბალტიკი და პოლონური ავიაკომპანია “LOT”. რაც შეეხება ფასებს, თუ თბილისიდან გამგზავრებაზე გააკეთებთ არჩევანს, ორ გზას თქვენ 750- დან 900 ლარამდე შეიძენთ.

თბილისი ჰამბურგი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
10 ნოემბერი 202616 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 493 -დან
26 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 562 -დან
18 იანვარი 202727 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 549 -დან
28 თებერვალი 20278 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 544 -დან
1 მარტი 20278 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 544 -დან
22 აპრილი 202726 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 713 -დან
25 მაისი 202724 ივნისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 960 -დან
1 ივნისი 202730 ივნისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 885 -დან
3 ივლისი 202713 ივლისი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 050 -დან

ავიაბილეთები ჰამბურგის მიმართულებით ასევე, შეგიძლიათ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეიძინოთ, საიდანაც ავიარეისები Turkish Airlines – ის მიერ სრულდება და ორი გზის ავიაბილეთის ღირებულება 800 – დან 1000 ლარამდე მერყეობს.

არჩევანის გაკეთება რომ უფრო გაგიმარტივდეთ, ამისათვის შეგიძლიათ Avia.ge – ის საძიებო სისტემით ისარგებლოთ და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. ხოლო, უფრო მეტი კომპფორტისთვის, ჩამოტვირთეთ ჩვენი აპლიკაცია ან დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან ინდივიდუალური შემოთავაზება.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმსოფლიოს ულტრაგრძელი ავიარეისები
შემდეგი სტატიაავიაბილეთები პოზნანის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted