საქართველოს საავიაციო ბაზარზე მუდმივად მატებაა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დადგომასთან ერთად ფრენებს ანახლებენ ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში პანდემიამდე ოპერირებდნენ და ამასთანავე, შემოდიან ახალი ავიაკომპანიები ახალი მიმართულებებით.

ამ სტატიაში ერთობლივად გაგაცნობთ ყველა იმ ავიაკომპანიას, რომელიც ახალი თუ განახლებულ ავიარეისებით საქართველოს აეროპორტებს შემოუერთდა.

Gulf Air

ბაჰრეინის სახელმწიფოს ავიაკომპანია Gulf Air-ი საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებდა, თუმცა პანდემიის გამო, როგორც სხვა ავიაკომპანიებმა, ფრენები შეწყვიტა. 15 ივლისიდან კი, ავიაკომპანიამ აღადგინა ფრენები ბაჰრეინისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის.

Gulf Air-ი მანამა – თბილისი – მანამის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შეასრულებს.

Myway Airlines

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ორ ახალ მიმართულებას გვთავაზობს. ავიაკომპანიამ 6 ივლისს თბილისსა და ერევანს შორის დაიწყო ოპერირებადა ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს ასრულებს.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ავიაკომპანიამ საუდის არაბეთის მიმართულებით დაიწყო ოპერირება. Myway Airlines-მა 13 ივლისიდან დაიწყო ფრენების შესრულება თბილისი – დამამი – თბილისის საჰაერო ხაზზე. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება.

Flydubai

არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია ბათუმის აეროპორტში 3 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ფრენები ბათუმსა და დუბაის შორის ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას სრულდება.

Air Arabia Abu Dhabi

საქართველოს საავიაციო ბაზარს კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შეუერთდება. არაბთა გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანიამ, Air Arabia Abu Dhabi-მ 1 ივლისიდან დაიწყო ოპერირება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

აბუ დაბი – თბილისი – აბუ დაბის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას სრულდება.

Kuwait Airways

ქუვეითის სახელმწიფოს ავიაკომპანიამ, Kuwait Airways-მა, თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლა განაახლა. ავიაკომპანია ელ ქუვეითი – თბილისი – ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს ასრულებს.

FlyArystan

ყაზახურმა დაბლაბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ კიდევ ერთი მიმართულება დაამატა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. 14 ივლისიდან ავიაკომპანიამ ოპერირება შიმკენტი – ქუთაისი – შიმკენტის საჰაერო ხაზზე დაიწყო. ორ ქალაქს შორის ფრენები ყოველ ოთხშაბათს და კვირას სრულდება.

FlyArystan -ი დღეისათვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს ​ატირაუდან, აქტაუდან და ნურსულთანიდან.

Flynas

საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი ფრენებს უკვე ასრულებს 3 ქალაქიდან, რიადიდან, ჯედადან და დამამიდან თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.

ავიაკომპანიამ კიდევ ერთი მიმართულება დაამატა და უკვე ქასიმსა და თბილისს შორის ასრულებს ავიარეისებს. ქასიმის – თბილისი – ქასიმის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს სრულდება.

ავიაბილეთები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Adler/Sochi29 December 202624 February 2027Red Wingsავიაბილეთები 156 -დან
Almaty24 December 202624 January 2027Air Astanaავიაბილეთები 1 136 -დან
Amsterdam22 August 202729 August 2027Transaviaავიაბილეთები 971 -დან
Ankara29 October 20269 November 2026Turkish Airlinesავიაბილეთები 353 -დან
Athens3 December 20267 January 2027Aegean Airlinesავიაბილეთები 453 -დან
Abu Dhabi12 November 202615 November 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 839 -დან
Antalya22 October 202623 October 2026SunExpressავიაბილეთები 430 -დან
Manama12 December 202619 December 2026Gulf Airავიაბილეთები 1 370 -დან
Baku3 September 202717 September 2027Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 656 -დან
Belgrade20 November 20265 December 2026Air Serbiaავიაბილეთები 766 -დან

ავიაბილეთები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty4 November 202611 November 2026FlyArystanავიაბილეთები 612 -დან
Athens13 December 202620 December 2026Wizz Airავიაბილეთები 229 -დან
Barcelona7 December 202611 December 2026Wizz Airავიაბილეთები 412 -დან
Berlin5 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 328 -დან
Brussels24 November 20263 December 2026Wizz Airავიაბილეთები 243 -დან
Bratislava14 January 202719 January 2027Wizz Airავიაბილეთები 267 -დან
Budapest5 December 202610 December 2026Wizz Airავიაბილეთები 262 -დან
Dortmund24 December 202614 January 2027Wizz Airავიაბილეთები 382 -დან
Memmingen30 December 202613 January 2027Wizz Airავიაბილეთები 298 -დან
Frankfurt1 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 336 -დან

ავიაბილეთები ბათუმიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Adler/Sochi30 December 20267 January 2027Red Wingsავიაბილეთები 116 -დან
Baku11 October 202612 October 2026Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 592 -დან
Chelyabinsk11 October 202612 October 2026Red Wingsავიაბილეთები 1 110 -დან
Yerevan13 November 202616 November 2026FLYONE Armeniaავიაბილეთები 263 -დან
Nizhniy Novgorod5 October 202619 October 2026Red Wingsავიაბილეთები 845 -დან
Istanbul29 December 202617 February 2027Pegasus Airlinesავიაბილეთები 380 -დან
Krasnodar30 November 20268 December 2026Red Wingsავიაბილეთები 414 -დან
Samara3 October 202610 October 2026Red Wingsავიაბილეთები 1 254 -დან
Kazan27 December 20269 January 2027Red Wingsავიაბილეთები 440 -დან
Saint Petersburg14 October 202621 October 2026Red Wingsავიაბილეთები 979 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-ის ავიარეისების განრიგი ივლისი 2021
შემდეგი სტატიაBelavia -მ ქუთაისიდან მინსკის მიმართულებით ფრენები დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted