ქუთაისი გახდა საქართველოს მესამე ქალაქი, სადაც ბელარუსული ავიაკომპანია Belavia პირდაპირ რეგულარულ ფრენებს შეასრულებს.

Belavia უკვე ასრულებს ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში და აგვისტოდან მათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც შეუერთდება.

მინსკი – ქუთაისი – მინსკის საჰაერო ხაზზე პირველი პირდაპირი ფრენა 4 აგვისტოს შესრულდება. Belavia მინსკსა და ქუთაისს შორის ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას შეასრულებს. ფრენები Embraer 175 aircraft- ით შესრულდება, რომელიც ერთ რეისზე 76 მგზავრს მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ ავიაბილეთების ღირებულება ქუთაისის მიმართულებით უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ბათუმსა და თბილისში.

“დღეისათვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი მგზავრებისთვის საქართველოს კიდევ ერთ ქალაქში, ქუთაისში სტუმრობის შესაძლებლობა მიგვეცა. ქუთაისი, რომელიც სტუმართმოყვარე საქართველოს შუაგულში მდებარეობს, ჰარმონიულად აერთიანებს ანტიკურ და თანამედროვე არქიტექტურას, მშვიდ და აქტიურ ცხოვრების სტილს.”- აცხადებს ავიაკომპანია Belavia-ს გენერალური დირექტორი, იგორ ჩერგინეცი.

ქუთაისი მინსკი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 მარტი 202330 მარტი 2023Belaviaავიაბილეთები 1 071 -დან
4 აპრილი 202323 აპრილი 2023Belaviaავიაბილეთები 1 161 -დან
5 მაისი 202310 მაისი 2023Belaviaავიაბილეთები 1 028 -დან
8 ივნისი 202322 ივნისი 2023Belaviaავიაბილეთები 958 -დან
წინა სტატიაშიახალი და განახლებული ავიარეისები საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2021 ივლისი
შემდეგი სტატიაGeorgian Airways-ის ახალი მიმართულება თბილისის აეროპორტიდან
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments