Air Serbia აახლებს რეგულარულ ფრენებს თბილისი ბელგრადი -ს მიმართულებით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიამ უკვე წარადგინა შესაბამისი განაცხადი, რომლის მიხედვითაც პირველი ფრენა 15 ივნისს განხორციელდება.

თბილისი ბელგრადი ბელგრადი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში 3-ჯერ – სამშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება. ფრენის ხანგრძლივობა 3 სთ და 15 წთ იქნება.

გარდა ამისა, სააგენტო იტყობინება, რომ 5 ივნისს ბელგრადში საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის გაფორმდა შეთანხმება საჰაერო მიმოსვლის შესახებ. დოკუმენტი ეფუძნება ლიბერალურ მიდგომებს და არ ზღუდავს არც ავიაკომპანიების რაოდენობას და არც მათი მიმართულებების არჩევანს.

Air Serbia პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბელგრადი16 სექტემბერი 202528 სექტემბერი 2025Air Serbiaავიაბილეთები 743 -დან

დამატებით, შეთანხმების ფარგლებში ავიაკომპანიებს ექნებათ თავისუფლება განსაზღვრონ ფრენების სიხშირე და მოცულობა. სააგენტოს ინფორმაციით, შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანა შიდა სამართლებრივ პროცედურებს დაასრულებს.

ბელგრადში გამართული შეხვედრისას, ასევე გაფორმდა უწყებათაშორისი მემორანდუმი, რომელიც იმოქმედებს სანამ ძირითადი შეთანხმება ძალაში შევა. აღნიშნული შეთანხმებები საფუძველს უქმნის საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებას.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიChina Eastern Airlines საქართველოში ფრენებს განიხილავს – მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება
შემდეგი სტატია“ტავ ჯორჯიას” 2025 წლის გეგმები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის – სრული მიმოხილვა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments