” ტავ ჯორჯია “, რომელიც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს, აგრძელებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას ამ ობიექტების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით. 2025 წელს ბათუმის აეროპორტში დაგეგმილია რამდენიმე მასშტაბური პროექტი, რომელთა ნაწილი უკვე დაწყებულია, ხოლო დანარჩენზე სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. წელს, მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მათ შორის IT სისტემებისა და საოპერაციო ტექნიკის განახლებისთვის, კომპანიის მიერ გამოყოფილია 12.5 მილიონი ლარი.

ტავ ჯორჯია -ს ტექნიკური მენეჯერის, ალუდა ცაბაურის თქმით, დაგეგმილია როგორც აეროდრომის, ისე ტერმინალის განახლება. მგზავრთა მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, კომპანიის მიზანია, ინფრასტრუქტურა სრულად პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს და მომსახურების მაღალი ხარისხი შეინარჩუნოს.

კომპანიის განცხადებით, პირველი პროექტის ფარგლებში, 2025 წლის შემოდგომისთვის დასრულდება მგზავრების დახვედრის სივრცის გაფართოება და ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს როგორც მგზავრებს, ისე საოფისე და კომერციულ დანიშნულებას. იგეგმება ასევე პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება და ტერმინალის წინა ნაწილის მოდერნიზაცია.

ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი29 დეკემბერი 20268 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 113 -დან
ბაქო16 ოქტომბერი 202619 ოქტომბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 672 -დან
ჩელიაბინსკი11 ოქტომბერი 202612 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 110 -დან
ერევანი2 ნოემბერი 202616 ნოემბერი 2026FLYONE Armeniaავიაბილეთები 261 -დან
ნიჟნი ნოვგოროდი12 ოქტომბერი 202619 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 821 -დან
სტამბოლი29 დეკემბერი 202617 თებერვალი 2027Pegasus Airlinesავიაბილეთები 380 -დან
კრასნოდარი12 ნოემბერი 202613 ნოემბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 410 -დან
კაზანი27 დეკემბერი 20269 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 440 -დან
სანკტ პეტერბურგი30 დეკემბერი 20269 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 988 -დან
მოსკოვი25 დეკემბერი 20267 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 513 -დან

გარდა ამისა, დაგეგმილია ბათუმის აეროპორტი -ს აეროდრომის ტერიტორიაზე თვითმფრინავების სადგომის გაფართოება 8200 მ²-ით და დაზიანებული საფარის რეაბილიტაცია 14 000 მ² ფართობზე. ამით აეროპორტს საშუალება ექნება ერთდროულად მოემსახუროს 9 საშუალო ზომის თვითმფრინავს (ICAO: C კოდი) და ერთ ვერტმფრენს.

ასევე, იგეგმება ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სარემონტო სამუშაოები კრიტიკულ ზონებში 45 000 მ²-ზე. მგზავრთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რომელიც შესამჩნევად აღემატება როგორც წინა წლის, ასევე პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებს, კომპანიას ავალდებულებს უზრუნველყოს აეროპორტის გამტარუნარიანობის გაუმჯობესება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAir Serbia თბილისიდან ფრენებს 15 ივნისიდან დაიწყებს
შემდეგი სტატიაThai AirAsia X საქართველოსა და ტაილანდს შორის რეგულარული რეისების დაწყებას განიხილავს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted