მოლდოვური ავიაკომპანია Air Moldova 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ფრენების სიხშირეს ზრდის თბილისის აეროპორტი -დან კიშინიოვის მიმართულებით. ასევე, ამატებს რეგულარულ ფრენებს ბათუმი-კიშინეუ- ბათუმის საჰაერო ხაზზე.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგების მიხედვით,  თბილისი – კიშინეუ – თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა, 2023 წლის 26 მარტიდან 2023 წლის ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად შესრულდება. დღეისათვის, ეარ მოლდოვა აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში 4 სიხშირით ახორციელებს.

 

რაც შეეხება ბათუმი – კიშინეუ – ბათუმის რეისებს, რეგულარული ოპერირება 2023 წლის 26 მარტიდან 2023 წლის 27 ოქტომბრამდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

როგორც იცით, ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2022 წელს შემოვიდა.

 

ეარ მოლდოვა -ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, მიმდინარე წლის 15 მარტს მიანიჭა.

კიშინიოვი, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე ქალაქად ითვლება , მდიდარია იშვიათი მხატვრული ღირებულების არქიტექტურით. ეს არის ადგილი ტყეებით დაფარული ბორცვებით და წყნარი ხეობებით და მზესუმზირის უზარმაზარი მინდვრებით დედაქალაქის გარშემო.

არ გაუშვათ შანსი ხელიდან რომ გაემგზავრეთ მოლდოვის დედაქალაქი მიმართულებით. იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისავიზო კონსულტანტი
შემდეგი სტატიაქუთაისის აეროპორტში თვითმომსახურების ჯიხურები განთავსდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments