საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი – ირაკლი ქარქაშაძე Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში ამსტერდამში იმყოფება და შეხვედრებს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან განაგრძობს, სადაც მოლაპარაკებები სიახლეების დანერგვასა და აეროპორტების ტერმინალის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვაზე მიმდინარეობს.

ქარქაშაძის თქმით, მან უკვე მიიღო კონკრეტული შემოთავაზებები, რაც საშუალებას აძლევს, რომ ქუთაისის აეროპორტი -ს საჭიროებებზე მორგებული და პრაქტიკული სისტემები დანერგოს. შესაბამისად, ძალიან მალე მგზავრებს, უახლოეს თვეებში, ე.წ. Self-Check in-ს და Baggage drop off-ის თანამედროვე სისტემებით სარგებლობა შეეძლებათ.

მისი თქმით, მოგზაურობის წესები მუდმივად ვითარდება და სულ უფრო ციფრულდება. მოგზაურობასთან დაკავშირებული ის პროცედურები კი, რომლებიც მგზავრებისთვის სტერსთან ასოცირდებოდა, მალე წარსულს ჩაბარდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც მგზავრი აეროპორტში მივა, ის ყველა პროცედურას თავად გააკეთებს, გარდა უსაფრთხოების შემოწმებისა. ეს კი დროს მინიმუმამდე დაიყვანს და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ აეროპორტში არსებული სხვა სერვისებით თავისუფლად ისარგებლოს.

გეგმაში ასევე არის საავიაციო უშიშროებისა და ბარგის დამუშავების უფრო ზუსტი ტექნოლოგიების დანერგვა, იმ მიზნით, რომ ბარგის დაკარგვისა და დაზიანების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მგზავრს ბარგის გახსნა აღარ დასჭირდება, სისტემა თავად ამოიცნობს მასში განთავსებულ ნივთებს, ხოლო ამ პროცედური დრო 30 წამამდე იქნება დაყვანილი.

ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty1 October 20268 October 2026FlyArystanავიაბილეთები 842 -დან
Athens18 January 202722 January 2027Wizz Airავიაბილეთები 195 -დან
Barcelona10 February 20271 March 2027Wizz Airავიაბილეთები 394 -დან
Berlin28 January 20276 February 2027Wizz Airავიაბილეთები 243 -დან
Brussels1 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 238 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027Wizz Airავიაბილეთები 144 -დან
Budapest19 November 202624 November 2026Wizz Airავიაბილეთები 288 -დან
Dortmund24 December 20269 January 2027Wizz Airავიაბილეთები 332 -დან
Memmingen13 November 202616 November 2026Wizz Airავიაბილეთები 306 -დან
Frankfurt24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 221 -დან

 

თუ გსურთ იმოგზაუროთ საუკეთესო ფასად, იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ან გვეწვიეთ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში და ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან ავიაბილეთების შერჩევაში.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAir Moldova კიშინიოვის მიმართულებით ფრენებს ამატებს
შემდეგი სტატიაქუთაისი ვარშავა ავიაბილეთები
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted