მოლდოვის ეროვნული ავიაკომპანია Air Moldova 1993 წლის 12 იანვარს დაარსდა და ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული ბრენდია მოლდოვის რესპუბლიკაში.

სათაო ოფისი მდებარეობს დედაქალაქ კიშინიოვში, საიდანაც პირდაპირ ფრენებს ახლორციელებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ბოლონია, მილანი, პარიზი, რომი, ლონდონი, ვენეცია, ვერონა, დუბლინი, ფრანკფურტი, სტამბოლი, ლარნაკა, ლისაბონი, თელ-ავივი, და სხვ. 2022 წლის ოქტომბრიდან კი ავიაკომპანია საქართველოდანაც შეასრულებს ფრენებს. ასევე, სეზონურ რეისებს ასრულებს ანტალია, დალამანი, ტივატი, ჰერაკლიონი და შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით.

2021 წლის მაისის მდგომარეობით, Air Moldova ფლოტი შედგება შემდეგი თვითმფრინავებისგან: Airbus A319-100, Airbus A320-200, Airbus A321-200.

Air Moldova 2004 წლის 13 ივლისიდან არის საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) აქტიური წევრი, რაც გულისხმობს გარკვეულ სტანდარტებსა და მოთხოვნების დაცვას, რომელთა შორის აღსანიშნავია: ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პერსონალის კომპეტენცია, ფლოტის მოდერნიზაცია და ხარისხის განვითარება.

2008 წლის დეკემბერში ეარ მოლდოვამ მიიღო IOSA სერთიფიკატი, რაც ნიშნავს ავიაკომპანიის ხარისხის სტატუსს და მის აღიარებას მსოფლიო საავიაციო საზოგადოების მიერ, როგორც უსაფრთხო ავიაგადამზიდად, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო მოთხოვნას.

ავიაკომპანიამ გააფართოვა თანამშრომლობა მსოფლიოს 80-მდე საერთაშორისო კომპანიასთან, მათ შორისაა ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Lufthansa, El Al Israel Airlines, United Airlines, Alitalia და ა.შ. და მგზავრებს მსოფილიოს თითქმის ყველა ქალაქის მიმართულებით შესთავაზა ფრენები.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისის აეროპორტს Air Moldova შეუერთდება
შემდეგი სტატიანახეთ რომელი ავიაკომპანია დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად უკვე მეშვიდედ
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
5 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments