2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად, უკვე მეშვიდედ, კატარის ავიაკომპანია Qatar Airways -ი დასახელდა.

World Airline Awards-ის გამარჯვებულების გამოცხადების ცერემონია, რომელსაც ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Skytrax-ი ატარებს, ლონდონში შედგა.

Skytrax-მა გამოკითხვა 100-ზე მეტ ქვეყანაში ჩაატარა და 14 მილიონზე მეტი მომხმარებლების აზრი გამოიკითხა.

350-ზე მეტი ავიაკომპანიას შორის Qatar Airways-ის საუკეთესო ავიაკომპანიის წოდების მინიჭებისას Skytrax-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს მისი მგზავრებისადმი ყურადღება, მომსახურების მაღალი ხარისხი და კომპანიის თანამშრომლების თავდადება.

ყატარის ავიახაზებმა ასევე 9 სხვა კატეგორიაში მიიღო ჯილდო, მათ შორისაა: პირველი ადგილი – საუკეთესო ბიზნეს კლასის ავიაკომპანია. მეექვსე ადგილი – საუკეთესო ეკიპაჟი. რაც შეეხება სხვა ავიაკომპანიაებს, Singapore Airlines-მა გაიმარჯვა საუკეთესო ეკიპაჟის ნომინაციაში, AirAsia გახდა წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, ისევე როგორც Ryanair -ი საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ევროპაში.

მსოფლიოს საუკეთესო TOP-10 ავიაკომპანიაში ასევე მოხვდნენ: Singapore Airlines, Emirates, Qantas Airways, Japan Airlines, All Nippon Airways (ANA), Turkish Airlines, Air France, Korean Air და Swiss International Airlines.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიეარ მოლდოვა / Air Moldova
შემდეგი სტატიაავიაკომპანია, რომელიც კვლავ ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments