ყაზახეთის დროშის ქვეშ მფრინავმა ავიაკომპანია Air Astana -მ ბათუმის აეროპორტი -დან ყაზახეთის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქის მიმართულებით სეზონური ფრენების განხორციელება დაიწყო.
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, ეარ ასტანა მიმდინარე ზაფხულის სეზონზე, ბათუმი- ალმათი -ბათუმის საჰაერო ხაზზე რეისების განხორციელებას ბათუმსა და ალმათას შორის ივნისის თვიდან შეუდგა, რომელსაც Airbus A320/A321 საჰაერო ხომალდებით კვირაში 5-ჯერ გვთავაზობს. უფრო კონკრეტულად კი, ფრენები შესრულდება ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას.
ბათუმი ალმათი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
7 ივნისი 2025 | 11 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 294 -დან |
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია ფრენებს ალმათის მიმართულებით ბათუმის აეროპორტის გარდა, ასევე თბილისის აეროპორტიდანაც ახორციელებს. აღნიშნულ მიმართულებაზე რეისები კვირაში 7 სიხშირით შესრულდება, ხოლო 7 ივლისიდან კი პარასკევს კიდევ ერტი სიხშირე დაემატება.
გაემგზავრეთ ამ მშვენიერი დანიშნულების ადგილზე, მოინახულეთ სიმწვანეში ჩაფლული ალმათი, რომელიც ზაილიის ალატაუს დათოვლილი მთების ძირში მდებარეობს დად რომელიც იყო და რჩება ერთ-ერთ ყველაზე მომხიბლავ „საბჭოთა“ ქმნილებად ცენტრალურ აზიაში.