გადაწყვიტეთ გაემგზავროთ აბუ-დაბის მიმართულებით , თუმცა არ იცით, როგორ მოხვდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში? ეს სტატია დაგეხმარებათ დეტალურად გაიგოთ რომელი სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება აეროპორტს და როგორ შეგიძლიათ გადაადგილდეთ ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში (AUH) წელიწადში 10 მილიონზე მეტი მოგზაური დაფრინავს. ქალაქის ცენტრში მოსახვედრად შესაძლებელია ისარგებლოთ 2 ვარიანტით: ტაქსით და ავტობუსით.

როგორ მივიდეთ აბუ-დაბის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტაქსით?

აეროპორტში არის ორი ტიპის ტაქსი – ძვირადღირებული ან სტანდარტული, რომლებიც განსხვავდებიან მომსახურების მიხედვით. სტანდარტული ტაქსები ადვილად ამოსაცნობია, რადგან ისინი ვერცხლისფერია, სახურავზე ტაქსის ყვითელი ნიშნით. ტაქსი არის შესანიშნავი, უსაფრთხო, საიმედო და ძალიან კომფორტული!

გადატვირთული მოძრაობის გარეშე, ქალაქის ცენტრამდე მგზავრობას დაახლოებით 25 წუთი სჭირდება.

როგორ ავიყვანოთ ტაქსი?

ტაქსი ხელმისაწვდომია 1, 2 და 3 ტერმინალების გარეთ. თუმცა, თუ გსურთ ძვირადღირებული ტაქსი, შეგიძლიათ იპოვოთ ისინი 1 და 3 ტერმინალებში.

როგორ მივიდეთ აბუ-დაბის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსით?

არსებობს ავტობუსის რამდენიმე სერვისი, თუმცა, ყველაზე ეფექტური A1 ავტობუსია. ავტობუსი მუშაობს 24/7 -ზე და მოგახვედრებთ აბუ-დაბის ცენტრში, ავტოსადგურზე.

მთლიანს გზას დაახლოებით 45 წუთი სჭირდება სადგურამდე მისასვლელად, რაც უფრო მეტად დამოკიდებულია ტრაფიკზე.

სად მდებარეობს ავტობუსების სადგური?

აეროპორტის A1 ავტობუსის ხაზი გადის 1 და 2 ტერმინალებში ქვედა ბორდიურებიდან. ყველა ავტობუსის გაჩერება მონიშნულია ლურჯი და თეთრი ნიშნებით.

თბილისი აბუ-დაბი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
15 აგვისტო 202430 აგვისტო 2024Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 864 -დან
2 სექტემბერი 20247 სექტემბერი 2024Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 778 -დან
3 ოქტომბერი 20247 ოქტომბერი 2024Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 777 -დან

აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი რეისით გამგზავრებას თქვენ საქართველოს 2 აეროპორტიდან შეძლებთ. პირდაპირ რეისებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Air Arabia გვთავაზობს და ფრენის ხანგრძლივობა 3 საათი და 15 წუთია. ქუთაისი საერთაშორისო აეროპორტიდან კი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air -ი, ამ შემთხვევაში კი ფრენის ხანგრძლივობა 3 საათი და 30 წუთია.

ქუთაისი აბუ-დაბი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 ივლისი 202430 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 597 -დან
26 აგვისტო 202431 აგვისტო 2024Wizz Airავიაბილეთები 494 -დან
21 სექტემბერი 202429 სექტემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 235 -დან
17 ოქტომბერი 202419 ოქტომბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 245 -დან

აბუ-დაბის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიროგორ მოვხვდეთ ამსტერდამში შიფჰოლის აეროპორტიდან?
შემდეგი სტატია5 ქალაქი, რომელიც ჰოლანდიაში უნდა მოინახულოთ
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments