2023 წლის 11 ივლისის 12:00 საათიდან 12 ივლისის 14:00 საათამდე, ვილნიუსის აეროპორტი ფრენებს არ მიიღებს. ამის მიზეზი ლიეტუვის დედაქალაქში დაგეგმილი ნატოს სამიტია.

ლიეტუვის კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, სამიტის განმავლობაში აეროპორტის დაკეტვა, ნატოს უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით ხდება.

წინასწარი ინფორმაციით, ამ 26-საათიანი შეზღუდვის გამო, ვილნიუსიდან გაუქმდება 100-ზე მეტი ფრენა. ავიაკომპანიებმა კი უკვე წინასწარ დაიწყეს მგზავრების გაფრთხილება.

ლიეტუვის ტერიტორიაზე თვითმფრინავების გადაადგილებაზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება 7-13 ივლისს. ასევე აიკრძალება მცირე ზომის თვითმფრინავების, დრონების და საჰაერო ბურთების ფრენები.

ლიეტუვაში პირველად იმართება ნატოს სამიტი. ეს ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება ქვეყნის ისტორიაში, სადაც 40-50 უცხოური დელეგაციის და 2000-მდე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლის ჩასვლა მოსალოდნელია.

ქუთაისი ვილნიუსი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 იანვარი 202528 იანვარი 2025Wizz Airავიაბილეთები 315 -დან
25 მარტი 202530 მარტი 2025Wizz Airავიაბილეთები 292 -დან
ვილნიუსის მიმართულებით საქართველოდან პირდაპირი რეისით გამგავრება შესაძლებელია ქუთაისის აეროპორტი -დან, რომელსაც უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია wizzair -ი გვთავაზობს.
რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, ფრენებს ავიაკომპანია Airbaltic airlines -ი ახორციელებს, რომელიც მხოლოდ ერთი გადაჯდომით მოგახვედრებთ დანიშნულების ადგილზე.

თუ გეგმავთ გაემგზაროთ ვილნიუსის მიმართულებით, გაითვალისწინეთ დაგეგმილი შეზღუდვები.

რაც შეეხება ლიეტუვის მიმართულებით ფრენებს, ავიაბილეთები საუკეთესო ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან, დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოს ავიაბაზრის ლიდერი ავიაკომპანიები 2023 წელს
შემდეგი სტატიამხოლოდ დღეს, Wizz Air-ი 20%-იან ფასდაკლებას აცხადებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments