გადაწყვიტეთ გაემგზავროთ კაიროს მიმართულებით , თუმცა არ იცით, როგორ მოხვდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში? ეს სტატია დაგეხმარებათ დეტალურად გაიგოთ რომელი სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება აეროპორტს და როგორ შეგიძლიათ გადაადგილდეთ ქალაქის ცენტრის მიმართულებით.
კაირო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მეგაპოლისი და ეგვიპტის საამაყო დედაქალაქია, რომელიც მდინარე ნილოსზეა გაშენებული. ქალაქი ცნობილია გიზას შთამბეჭდავი პირამიდებით, სამეფო მუმიებისა და ძვირფასი არტეფაქტების სიმრავლით. ენერგიით სავსე კაირო ქვეყანაში საუკეთესო ადგილია მოსანახულებლად, რათა იგრძნოთ თანამედროვე ეგვიპტური ცხოვრება.
კაიროს აეროპორტი მხოლოდ 33 კმ-ით არის დაშორებული ქალაქის ცენტრიდან და ტრანსპორტირების 2 განსხვავებულ ვარიანტს გვთავაზობს, ესენია: ტაქსი და ავტობუსი.
როგორ მივიდეთ მიუნხენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტაქსით?
ცენტრში მოსახვედრად ტაქსით მგზავრობა არის ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი ვარიანტი. ოფიციალური ტაქსების ამოცნობა ძალიან მარტივია, ისინი თეთრი ფერისაა.
გადატვირთული მოძრაობის გარეშე, კაიროს ცენტრში მოხვედრას დაახლოებით 25 წუთი სჭირდება.
როგორ ავიყვანოთ ტაქსი?
ტაქსის სადგომები მარტივად შეგიძლიათ ნახოთ ტერმინალ 1, 2 და 3-ის გარეთ.
როგორ მივიდეთ კაიროს აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსით?
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობა შესანიშნავი ვარიანტია, თუ თქვენ ეძებთ იაფ ტრანსფერს კაიროს ქალაქის ცენტრის მიმართულებით. აეროპორტს ემსახურება ორი ავტობუსი 111 და 381 ნომრით, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას კაიროს აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე.
111 ნომერი ავტობუსი მიემგზავრებას შუბრას მიმართულებით, ხოლო 381 – იმბაბას მიმართულებით.
გადატვირთული მოძრაობის გარეშე, კაიროს ცენტრში მოხვედრას დაახლოებით 50 წუთი სჭირდება.
სად მდებარეობს ავტობუსების სადგური?
ავტობუსები შეგიძლიათ ნახოთ ტერმინალ 1-ის გარეთ. იმ შემთხვევაში, თუ ტერმინალ 2 ან 3-ში ჩამოხვალთ, ჯერ მოგიწევთ აეროპორტის უფასო ავტობუსით ტერმინალ 1-მდე გადაადგილება.
თბილისი კაირო
გამგზავრება | გაჩერება | ბილეთების პოვნა |
---|---|---|
30 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 846 -დან |
29 ნოემბერი 2024 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 896 -დან |
29 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 171 -დან |
30 ნოემბერი 2024 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 173 -დან |
26 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 3 683 -დან |
კაიროს მიმართულებით ფრენებს თბილისის აეროპორტიდან ავიაკომპანია Air Arabia, რომელიც რეისს აბუ დაბის აეროპორტის გავლით ახორციელებს. ასევე, ტრანზიტულ რეისებს, სტამბოლში გადაჯდომით, გვთავაზობს თურქეთის ავიახაზები და პეგასუსი.