ახალმა ავიაკომპანიამ Southwind Airlines-მა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანტალიის მიმართულებით, 21 აგვისტოს, პირველი ჩარტერული რეისი განახორციელა.
Southwind Airlines-ი ჩარტერულ რეისებს თბილისიდან ანტალიის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით, 25 სექტემბრამდე, ყოველ კვირა დღეს, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
Southwind Airlines-ი თურქული ავიაკომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია ანტალიაში. მას ჯამში 2 ერთეული Airbus A321-200 და 2 ერთეული Airbus A330-300-ს საჰაერო ხომალდები ჰყავს.
დღეისათვის, აღნიშნულ მიმართულებაზე რეგულარულ რეისებს თურქული ავიაკომპანია Pegasus-ი ასრულებს კვირაში 5 სიხშირით, ხოლო სექტემბერში კი კვირაში 6 რეისს შეასრულებს.