როგორც უკვე ცნობილია, 1 თებერვლიდან საქართველოს მთავრობამ რეგულარულ რეისებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა. შესაბამისად, ავიაკომპანიები ეტაპობრივად იწყებენ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენას და ფრენების სიხშირეს ზრდიან.

რეგულარულ ფრენებს აღადგენს და კვირაში 3 სიხშირით იფრენს ავიაკომპანია Belavia. 3 თებერვლიდან მინსკი-თბილისის მიმართულებაზე რეისები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას, ხოლო თბილისი-მინსკის მიმართულებით ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს.

თბილისი მინსკის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
7 მაისი 202414 მაისი 2024Belaviaავიაბილეთები 1 139 -დან
26 ივნისი 202427 ივნისი 2024Belaviaავიაბილეთები 1 103 -დან
1 ივლისი 202431 ივლისი 2024Belaviaავიაბილეთები 1 102 -დან

ფრენის სიხშირეებს ზრდიან ყველასათვის კარგად ნაცნობი თურქული ავიაკომპანიები Pegasus Airlines-ი და Turkish Airlines-ი.

11 თებერვლიდან Pegasus-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით იფრენს, ხოლო Turkish Airlines-ი ყოველდღიურ მიმოსვლას 15 თებერვლიდან აღადგენს.

თბილისი სტამბოლის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 მაისი 202428 მაისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 324 -დან
6 ივნისი 202413 ივნისი 2024AJetავიაბილეთები 430 -დან
8 ივლისი 202415 ივლისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 429 -დან

რეგულარული მიმოსვლა აღადგინეს, ასევე, უკრაინულმა ავიაკომპანიებმა, Fly UIA-მ და Skyup Airlines-მა.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები (FlyUIA) კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და შაბათს იფრენს, ხოლო Skyup-ი ყოველ ხუთშაბათს და კვირას.

თბილისის საერთაშორიო აეროპორტს რეგულარული რეისების აღდგენაში უკვე ბათუმის აეროპორტიც შეუერთდა. დადასტურებული ინფორმაციით, უკრაინული ავიაკომპანია YanAir-ი კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ავიამიმოსვლას აღადგენს.

YanAir Airlines-ი კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით ფრენებს 3 მარტიდან განაახლებს. აღნიშნულ მიმართულებაზე, ავიაკომპანია კვირაში 7 სიხშირით, ანუ ყოველდღიურად შეასრულებს ავიარეისებს.

თბილისი დუბაის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 მაისი 202425 მაისი 2024Flydubaiავიაბილეთები 1 278 -დან
1 ივნისი 202430 ივნისი 2024Flydubaiავიაბილეთები 1 301 -დან
15 ივლისი 202429 ივლისი 2024Flydubaiავიაბილეთები 1 257 -დან

რეგულარულ რეისებს განაახლებს კატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია Qatar Airways-ი. 15 თებერვლიდან, Qatar Airways-ი დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად განახორციელებს.

თბილისი დოჰა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 მაისი 202417 მაისი 2024Qatar Airwaysავიაბილეთები 2 463 -დან
7 ივნისი 202410 ივნისი 2024Qatar Airwaysავიაბილეთები 1 366 -დან
14 ივლისი 202419 ივლისი 2024Qatar Airwaysავიაბილეთები 1 306 -დან

Turkish Airlines-ი, ასევე, რეგულარულ ავიამიმოსვლას აღადგენს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. ავიაკომპანია ბათუმი-სტამბოლი-ბათუმის საჰაერო ხაზზე 3 მარტიდან კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს იფრენს

ბათუმი სტამბოლის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
15 მაისი 202420 მაისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 376 -დან
1 ივნისი 202412 ივნისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 420 -დან
6 ივლისი 202427 ივლისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 506 -დან

გაითვალისწინეთ: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ რეგულარულ ავიარეისებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა და ავიაკომპანიებმა რეგულარული ავიამიმოსვლა აღადგინეს, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ სხვა ქვეყნებში ტურისტული მიზნით გამგზავრებას, რადგან ბევრ ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს საზღვრები გახსნილი ტურისტებისთვის.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითებერვლის ავიარეისების განრიგი 2021
შემდეგი სტატიაორი ახალი რეგულარული ავიამიმართულება
5 4 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments