ახალი მიმართულებების დამატებაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უკვე ბათუმის აეროპორტიც შეუერთდა. უკვე დიდი ხანია ბათუმის აეროპორტიდან ფრენები არ განხორციელებულა, თუმცა ნოემბერში ჩარტერული ავიარეისებით სარგებლობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იქნება შესაძლებელი.

ავიაკომპანია YanAir-ი 24 ნოემბერს კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ფრენას შეასრულებს. იქედან გამომდინარე, რომ უკრაინამ საქართველო “წითელი ზონის” ქვეყნების სიაში შეიყვანა, უკრაინაში გამგზავრების მსურველებმა უნდა ჩამოტვირთონ აპლიკაცია  “Дій вдома” და 3 შეთავაზებიდან ერთ-ერთი აირჩიოს:

  1. უკრაინაში შესვლისას გაიაროს დაკვირვება სპეციალიზირებულ საკარანტინე ზონაში
  2. გაიაროს 14 დღიანი თვითიზოლაცია
  3. გაიკეთოს Covid-19-ზე PCR ტესტი მას შემდეგ, რაც გადაკვეთს სახელმწიფო საზღვარს.

იმ პირები კი, რომლებიც საქართველოში აპირებენ ჩამოსვლას, თან უნდა იქონიონ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან გაიარონ 8 დღიანი კარანტინი.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება, განსაკუთრებული მოთხოვნა ფიქსირდებოდა მის დანიშვნაზე. სწორედ ამიტომ, ავიაკომპანია Georgian Airways-ი 11 ნოემბერს თბილისი-დუბაი-თბილისის მიმართულებით შეასრულებს ჩარტერულ ფრენას.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიპოლონეთის სამუშაო მოწვევა 5 დან 14 დღეში
შემდეგი სტატიანოემბრისა და დეკემბრის ფრენების განახლებული განრიგი
5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments