ესპანეთის სამხრეთით მდებარე ულამაზესი რეგიონი ანდალუსია თავის ტერიტორიაზე ზღაპრულ ქალაქებს აერთიანებს, მისი დედაქალაქი სევილია კი ნებისმიერ ვიზიტორს ერთი ნახვით შეაყვარებს თავს.

ავიაბილეთები სევილიის მიმართულებით გამოგზაურებთ ქალაქში, სადაც ესპანური კულტურა, ცხოვრების სტილი და ატმოსფერო  ყველაზე შესამჩნევად იგრძნობა. გოთიკური და ბაროკოს სტილის არქიტექტურა, ვიწრო ქუჩები, სადაც ფორთოხლის ხეების საოცარი სურნელი ტრიალებს, მცხუნვარე მზე, ცეკვა ფმალენკო და მუდამ კეთილგანწყობილი მოსახლეობა – ეს ყველაფერია, რასაც სევილია გთავაზობთ  და დაუვიწყარ დღეებს გაგატარებინებთ.

რა უნდა ნახოთ სევილიაში?

სევილიაში აუცილებლად უნდა მოხვდეთ მის ულამაზეს ისტორიულ უბანში – სანტა კრუზში, რომლის ვიწრო და ფერად ქუჩებში გასეირნება თქვენი მოგზაურობის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი იქნება. ხოლო, მის შემოგარენში მდებარება არქიტექტურული შედევრები: სევილიის სამეფო სასახელე (Alcazar of Seville) და სევილიის კათედრალი განუმეორებელ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.

მავრიტანების მიერ აშენებული სამეფო სასახლე მავრიტანული, გოთიკური და რენესანსული არქიტექტურის საოცარი შერწმაა, ხოლო სევილიის კათედრალი ყველაზე დიდი გოთიკური კათედრალია მთელს მსოფლიოში და საოცრად ექსტრავაგანტული არქიტექტურით გამოირჩევა.

ავიაბილეთები სევილიის მიმართულებით ასევე საშუალებას მოგცემთ არა მხოლოდ ამ ქალაქს, არამედ მის ირგვლივ მდებარე ულამაზეს ქალაქებს და ანდალუსიის მხარეს გაეცნოთ. გრანადა, კადიზი, კორდობა – ეს ის ქალაქებია, სადაც სევილიიდან რამდენიმე საათში მოხვდებით და ულამაზესი სანახაობებით დატკბებით. ხოლო, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სევილიიდან სულ რაღაც 2 საათში თქვენ აფრიკის კონტინენტზე აღმოჩნდებით და თვალწარმტაც მოროკოს მოინახულებთ.

როგორ უნდა გაერთოთ სევილიაში?

სევილია ცეკვის, სიმღერის და ფესტივალების ქალაქია, ამიტომ აქ გართობის და მხიარულების საკმაოდ დიდი არჩევანია. ფესტივალების მსვლელობისას შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ცეკვით და სასიამოვნო მუსიკით, მიირთვათ უგემრიელესი ეროვნული სასმელები და კერძები, ხოლო ფლამენკოს კაბებში და კოსტუმებში გამოწყობილი ადგილობრივები თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობენ.

როგორ უნდა მოხვდეთ სევილიაში?

ყველაზე მარტივ გზას და ბიუჯეტურ ფასებს ქუთაისი სევილია -ს მიმართულებით ავიაბილეთებზე ავიაკომპანია Wizz Air qutaisi-ი გვთავაზობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ქუთაისიდან ჯერ ბარსელონაში გაემგზავრებით Wizz Air-ის რეისით, ხოლო შემდეგ სევილიაში პირდაპირი რეისით ესპანური ავიაკომპანია Vueling-ი გაგამგზავრებთ. რაც ყველაზე მთავარია, ორი გზის ავიაბილეთს 450-550 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

ქუთაისი სევილია

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
10 მაისი 202424 მაისი 20241 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 135 -დან
6 ივნისი 202413 ივნისი 20242 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 849 -დან

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ავიაბილეთებს თბილისი სევილია -ს მიმართულებით საუკეთესო ფასად ავიაკომპანია Ryanair-ი გვთავაზობს. ჯერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მილანში გაემგზავრებით, შემდეგ კი პირდაპირ სევილიაში.ორივე რეისს რაინეარი ასრულებს, რომლის ორმხრივ ავიაბილეთს 500-650 ლარად შეიძენთ თუ სწორ პერიოდს შეარჩევთ.

თბილისი სევილია

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 აპრილი 202423 მაისი 20242 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 1 128 -დან
4 მაისი 202411 მაისი 20243 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 427 -დან
3 ივნისი 20246 ივნისი 20242 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 170 -დან

ბათუმი სევილია -ს მიმართულებით კი ტრანზიტული რეისი შეგიძლიათ ააწყოთ ორი გადაჯდომით, ასე მაგალითად: თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines -ი ბათუმის აეროპორტიდან  ჯერ სტამბოლის ახალ აეროპორტში, შემდეგ კი მარსელის აეროპორტში მოგახვედრებთ, იქედან კი ავიაკომპანია Ryanair -ით პირდაპირ სევილიაში გაემგზავრებით.

ავიაბილეთები სევილიის მიმართულებით შეგიძლიათ მოიძიოთ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. უფრო მეტი კომფორტისთვის და საუკეთესო შეთავაზებისთვის კი ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.

სევილიის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები მექსიკის მიმართულებით
შემდეგი სტატიარა ხარჯებთანაა დაკავშრებული კერძო თვითმფრინავით სარგებლობა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments