ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია Air Astana 2001 წლის 29 აგვისტოს დაარსდა და უმოკლეს დროში წარმოუდგენელ წარმატებას მიაღია. დღეისათვის ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავიაკომპანიია როგორც აზიაში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
CAPA ( Centre for Asia Pacific Aviation) -ის მიერ 2012 წელს ეარ ასტანა საუკეთესო ახლად შექმნილ ავიაკომპანიად დასახელდა. გარდა ამისა, მას კიდევ მრავალი ჯილდო აქვს აღებული საუკეთესო ავიაკომპანიისთვის.
Air Astana-ს მთავარი ბაზა ალმაატის და ნურ-სულთანის საერთაშორისო აეროპორტებშია და 64 მიმართულებით ასრულებს ფრენებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მიმართულებებზე. რეისების უმრავლესობა აზიის ქვეყნებში სრულდებია. ესენია : აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, ტაილანდი, კორეა, მალაიზია. ევროპის მიმართულებით კი რეგულარული რეისები სრულდება ფრანკფუტში, ლონდონში და პარიზში.
რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ეარ ასტანამ ოპერირება 2009 წლიდან დაიწყო. პირდაპირი რეისები თბილისიდან სრულდება ნურ-სულთანში კვირაში სამჯერ, ასევე, ალმაატში კვირაში ოთხჯერ. ასევე, სრულდება ტრანზიტული ფრენები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა აქტობე, ატირაი, დუშანბე, ბიშკეკი, შიმკენტი, ურუჩი და სხვა.
ეარ ასტანას ავიაბილეთები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ალმაატა | 19 ივნისი 2025 | 22 ივნისი 2025 | ავიაბილეთები 939 -დან | |
ასტანა | 27 ივლისი 2025 | 5 აგვისტო 2025 | ავიაბილეთები 988 -დან |
იქედან გამომდინარე, რომ ავიაკომპანია საკმაოდ კომფორტულ მგზავრობას და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებელს, ის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითაც მოწინავე ადგილებს იკავებს. 2018 წელს მან 4.2 მილიონი მგზავრი გადაიყვანე როგორც შიდა, ისე საერთაშორისო რეისებზე.
Air Astana-ს მოდერნიზებული და ძლიერი ფლოტითაც გამოირჩევა, რომელიც 30 დასავლეთში დამზადებული ხომალდისგან შედგება, 2020 წლისათვის კი ავიაკომპანია მათი რაოდენობის 43-მდე გაზრდას გეგმავს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ეარ ასტანა ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით აპირებს რეისების დამატებას, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ნამდვილად სასარგებლო სიახლე იქნება.
ავიაკომპანია სიახლეებითა და მუდმივი გაუმჯობესებით ყოველთვის ახარებს თავის მომხმარებელს და სწორედ ეს განაპირობებს მის წარმატებას საავიაციო ბაზარზე. მას შემდეგ, რაც 2018 წელს მან შვილობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია “FlyArystan” დაარსა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ შიდა ფრენებს ახორციელებს, მალე საერთაშორისო მიმართულებებზეც დაიწყებს რეისების შესრულებას.