საქართველოს საავიაციო ბაზარზე სიახლეების ტალღა გრძელდება და საჰაერო მიმოსვლა კიდევ ერთი ახალი მიმართულებით იწყება. ამჯერად, უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი იწყებს ფრენების შესრულებას ლვოვი-ბათუმი-ლვოვის ავიარეისზე.
ლვოვი უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქია, რომელსაც საკმაოდ საინტერესო არქიტექტურა გამოარჩევს. უკრაინის ქალაქებს შორის ის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და მრალავფეროვანი ქალაქია.
ლვოვის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით სამგზავრო რეისები 2020 წლის 26 მაისიდან დაიწყება და კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.
ცნობილი გახდა უკვე ავიაბილეთების ღირებულებაც და მათი შეძენაც უკვე შესაძლებელია. ლვოვიდან ბათუმის მიმართულებით ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 68$-დან იწყება, ხოლო ბათუმიდან ლვოვის მიმართულებით 65$-დან.