Georgian Airways -ი 1993 წლის სექტემბერში დაარსდა და თავდაპირველად ჩარტერულ რეისებს ანხორციელებდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იტალიაში, ჩინეთში, სირიაში და ინდოეთშიც. ასევე აწარმოებდნენ რეგულარულ ფრენებს ვენაშიც.

სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში აღნიშნულმა კომპანიამ წარმატებით მოიკიდა ფეხი საერთაშორისო ბაზარზე და 1999 წელს საქართველოს წამყვანი ავიაკომპანიაც გახდა.

თუმცა, განვითარებისკენ მიმავალ გზაზე ცნობილი ქართული ავიახაზების წარმომადგენლებმა ისეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმაზეც არ თქვეს უარი, როგორიცაა მთლიანი კორპორაციის სახელის შეცვლა. შესაბამისად, 2004 წლიდან აირზენას ოფიციალურად ეწოდა საქართველოს ავიახაზები.

ჯორჯიან ეარვეისი 21–ე საუკუნის დასაწყისიდან აქტიურად ანხორციელებდა საკუთარი საჰაერო ფლოტის მოდერნიზების პროცესს და ამ გეგმის მიხედვით 2000 წელს ჩამოიყვანა ორი BOEING737-500 გერმანიიდან და მას შემდეგ აქტიურად აგრძელებს ამ მხრივ განვითარებას. 

დღესდღეისობით საქართველოს ავიახაზები სრულიად კერძო კომპანიას წარმოადგენს და მთავარ ფოკუსად უსაფრთხოება აქვს არჩეული. მისი თვითმფრინავები აწარმოებენ სტაბილურ სამგზავრო და სატვირთო ფრენებს. Georgian Airways–ის მთავარი შტაბბინა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია განთავსებული. მისი ახლანდელი საჰაერო ფლოტი Boeing 737, Embraer 190 და CRJ 200 ტიპის თანამედროვე თვითმფრინავებისგან შედგება და კომფორტულ ფრენებს სთავაზობს კლიენტებს.

ცნობილი ქართული ავიახაზები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ ფრენებს ისეთი ცნობილი ქალაქების მიმართულებით ანხორციელებს, როგორიცაა მაგალითად ერევანი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ერევანის საერთაშორისო აეროპორტში ჯორჯიან ეარვეისის პირდაპირი რეისით 30 წუთში ჩაფრინდებით. აღნიშნულ რეისზე მოსახვედრად 400–დან 500 ლარამდე საფასურის გადახდა იქნება საჭირო.

თბილისი ერევანი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 ივნისი 202530 ივნისი 2025FlyOneავიაბილეთები 322 -დან
19 ივლისი 202526 ივლისი 2025FlyOneავიაბილეთები 288 -დან
9 აგვისტო 202516 აგვისტო 2025FlyOneავიაბილეთები 287 -დან
1 სექტემბერი 20256 სექტემბერი 2025FlyOneავიაბილეთები 323 -დან

ასევე ჯორჯიან ეარვეისი პირდაპირი რეისით შეგიძლიათ ესტუმროთ პრაღის საერთაშორისო აეროპორტსაც. ამ ქალაქში ჩასაფრენად საქართველოს ავიახაზების თვითმფრინავს საშუალოდ 3 საათი და 40 წუთი დასჭირდება. ამ რეისზე მოსახვედრად 600–დან 800 ლარამდე საფასურის გადახდა დაგჭირდებათ.

Georgian Airways-ის ყველაზე უფრო იაფი ავიაბილეთების შეძენა და საუკეთესო მოგზაურობის დაგეგმვა avia.ge-ის მოხერხებული საძიებო სისტემის სასუალებით შეგიძლიათ. თანამედროვე ინტერფეისის მქონე ვებგვერდითა და მობილური აპლიკაციით თქვენ ორ წამში შეძლებთ იპოვოთ ყველაზე უფრო იაფი ავიაბილეთები.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ოდესის მიმართულებით
შემდეგი სტატიაGeorgian Airways-სი ფრენებს წყვეტს
5 4 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
13 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Guest
ნატო
4 years ago

მინდა თბილის -ამსტერდამის რესზე 30. 12 20020 07.00 ზე შევიძინო დამატებითი ჩემოდანი. მჭირდება თქვენი დახმარება

Georgian Airways იტალიის ქალაქებში, რომსა და ფორლიში ფრენებს იწყებს
3 months ago

[…] Georgian Airways 2025 წლის აპრილიდან, ზაფხულის […]

თბილისიდან ჩარტერული ფრენები დაინიშნა პარიზის, ათენის, რომის და ვარშავას მიმართულებით
2 months ago

[…] ჩარტერული ფრენა ავიაკომპანია Georgian Airways-მა დანიშნა. რეისი 20 ოქტომბერს […]

Georgian Airways -ის მგზავრთნაკადი 50%-ით გაიზარდა
2 months ago

[…] ავიაკომპანია Georgian Airways -მა 2024 წლის ივნისი, ივლისი, აგვისტოს […]

Georgian Airways-ის მგზავრთნაკადი 221%-ით გაიზარდა
2 months ago

[…] ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი 149 624 მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 წლის […]

Georgian Airways მგზავრებს ბიზნეს ფრენებ შესთავაზებს
2 months ago

[…] ავიაკომპანია Georgian Airways -მა ახალი, VIP საჰაერო ხომალდი […]

ნოემბრისა და დეკემბრის ფრენების განახლებული განრიგი
2 months ago

[…] Georgian Airways […]

ივლისის თვის ჩარტერული რეისების განრიგი
2 months ago

[…] რეისები ისევ ხორციელდება. Georgian Airways-სთან ერთად კიდევ ორი ავიაკომპანია, Wizz […]

ავიაბილეთები ფორლის მიმართულებით
1 month ago

[…] ფრენები 2025 წლის 24 აპრილს ავიაკომპანია Georgian Airways -მა დაიწყო. რეისები შესრულდება […]

საქართველოს ავიაბაზრის TOP-5 ავიაკომპანია 2024 წლის IV კვარტალში
1 month ago

[…] შპს “ჯორჯიან ეარვეისი” (Georgian Airways) […]

Georgian Airways ლიდერია საქართველოს ავიაბაზარზე 2018-ში
5 days ago

[…] ბაზრის ლიდერი ავიაკომპანია Georgian Airways-ი გახდა, მეორე ადგილს კი Turkish Airlines-ი […]