საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოდის და პირდაპირი რეისების ჩამონათვალს ახალი მიმართულება ემატება.

ამჯერად, პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისსა და ბანგკოკს შორის დაიწყება, რომელსაც ტაილანდური ავიაკომპანია Thai Air Asia X შეასრულებს. ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ბიუჯეტური ავიაკომპანიაა ტაილანდში, მისი მთავარი ბაზა ბანგკოკში, დონ მიუანგის საერთაშორისო აეროპორტშია და 29 ადგილობრივ, ხოლო 66 საერთაშორისო მიმართულებაზე ახორციელებს რეისებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გაიმართა შეხვედრა ავიაკომპანიის წარმომადგენლობასა და ტავ ჯორჯიასა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას შორის. მათ ფრენის დაწყებასთან დაკავშირებული პროცედურები განიხილეს და ავიაკომპანიის წარმომადგენლობას „ტავ ჯორჯიას“ სახმელეთო მომსახურების დეპარტამენტის სამუშაო პროცესი გააცნეს.

საქართველოს მოქალაქეებს ეგზოტიკურ და ულამაზეს ბანგკოკში პირდაპირი რეისით გამგზავრება 28 დეკემბრიდან შეეძლებათ. ჩარტერული ფრენები 3 თვის განმავლობაში შესრულდება და ავიაკომპანია კვირაში სამი სიხშირით, Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს.

თბილისი ბანგკოკი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
25 September 20261 October 20261 StopAir Arabiaავიაბილეთები 1 602 -დან
19 October 202628 October 20261 StopAir Arabiaავიაბილეთები 1 528 -დან
25 November 202616 December 20261 StopJazeera Airwaysავიაბილეთები 1 498 -დან
1 December 20266 December 20261 StopJazeera Airwaysავიაბილეთები 1 506 -დან
17 January 202715 February 20272 StopsSCATავიაბილეთები 1 740 -დან
7 February 202728 February 20271 StopSCATავიაბილეთები 1 759 -დან
4 March 202726 March 20271 StopSCATავიაბილეთები 1 827 -დან
11 April 202731 May 20272 StopsChina Easternავიაბილეთები 2 130 -დან
19 May 202722 May 20271 StopAir Arabiaავიაბილეთები 2 099 -დან
28 June 20275 July 20271 StopAir Arabiaავიაბილეთები 2 082 -დან
20 July 202727 July 20271 StopAir Arabiaავიაბილეთები 2 091 -დან
14 August 202730 August 20271 StopAir Arabiaავიაბილეთები 2 230 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიარის თუ არა იმის შანსი, რომ მწვანე ბარათი ჩამომერთვას?
შემდეგი სტატიარუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შესაძლოა აღდგეს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted