სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტი (IST) მსოფლიო ავიაციის ერთ-ერთი უმსხვილესი კვანძია, სადაც ათასობით ქართველი მგზავრი ყოველდღიურად გადის ტრანზიტს. სიახლე, რომელიც აეროპორტის ადმინისტრაციამ გააჟღერა, მოგზაურობის გამოცდილებას რადიკალურად ცვლის: აეროპორტში პირველი დამოუკიდებელი ბიზნეს-დარბაზი Mileonair გაიხსნა.

აქამდე კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები უმეტესად კონკრეტული ავიაკომპანიების (მაგალითად, Turkish Airlines) პრივილეგირებული მგზავრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. Mileonair კი სრულიად ახალი კონცეფციაა – ის ყველასთვის ღიაა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ავიაკომპანიით მიფრინავთ.

Cheap Flights from Kutaisi

DestinationDeparture atReturn atFind tickets
Larnaca17 March 202724 March 2027ავიაბილეთები 81 -დან
Poznan26 December 20269 January 2027ავიაბილეთები 138 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027ავიაბილეთები 145 -დან
Thessaloniki21 December 20261 January 2027ავიაბილეთები 149 -დან
Athens18 January 202722 January 2027ავიაბილეთები 196 -დან

რატომ არის Mileonair იდეალური არჩევანი ქართველი მგზავრისთვის

ქართველი მომხმარებლები ხშირად ეძებენ ყველაზე იაფ ავიაბილეთებს ამ შემთხვევაში კი, დაბალფასიანი რეისები ევროპის თუ ამერიკის მიმართულებით სწორედ სტამბოლის გავლით მიფრინავს დანიშნულების წერტილამდე და ძირითადად მოცდის დროც საკმაოდ ხანგრძლივია.

თუ თქვენ სარგებლობთ ისეთი ავიაკომპანიებით, როგორიცაა Pegasus Airlines, Lufthansa, Air France ან თუნდაც Turkish Airlines-ის ეკონომ-კლასი, Mileonair  საშუალებას გაძლევთ, აეროპორტის ხმაურიან დარბაზებში სკამებზე ლოდინის ნაცვლად, დრო პრემიუმ გარემოში გაატაროთ.

რას გთავაზობთ Mileonair-ის სივრცე

დარბაზი ყველა ტიპის მოგზაურზეა გათვლილი – იქნება ეს ბიზნეს ტურისტი, რომელიც მუშაობას გეგმავს, თუ ოჯახთან ერთად მოგზაური პირი.

  • კვების მრავალფეროვნება: დარბაზში ე.წ Buffet სისტემა დაგხვდებათ, სადაც გექნებათ საშუალება თურქული და საერთაშორისო სამზარეულოს კერძები, დესერტები და გამაგრილებელი სასმელები დააგემოვნოთ.
  • სამუშაო გარემო: მაღალი სიჩქარის Wi-Fi და იზოლირებული სამუშაო კუთხეები მათთვის, ვისაც ლოდინის დროს საქმეების მოგვარება სურს.
  • რელაქსაცია: კომფორტული სავარძლები და მოსასვენებელი ზონები, სადაც შეგიძლიათ  რეისებს შორის სრულფასოვნად გამოიძინოთ.
  • საშხაპეები: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი შორეული ფრენების წინ, რაც გეხმარებათ ენერგიის აღდგენაში.
  • საბავშვო კუთხე: თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, Mileonair-ში მათთვის სპეციალური გასართობი სივრცეა გამოყოფილი.

როგორ მოვხვდეთ Mileonair-ში

ბიზნეს-დარბაზი მდებარეობს სტამბოლის აეროპორტის საერთაშორისო გაფრენის ზონაში. მასში მოხვედრა შეგიძლიათ:

  1. ადგილზე გადახდით: ერთჯერადი შესვლის საფასურის გადახდის შემთხვევაში.
  2. წევრობის ბარათებით: სხვადასხვა საერთაშორისო Lounge Pass სისტემების მეშვეობით.
  3. სპეციალური აქციებით: ხშირად, ბილეთების დაჯავშნისას ან სხვადასხვა საბანკო ბარათების გამოყენებისას, მგზავრები სპეციალური ფასდაკლებებით სარგებლობენ.

თუ თქვენი მომავალი მოგზაურობა სტამბოლის გავლით იგეგმება, ნუ დახარჯავთ ენერგიას აეროპორტის გადატვირთულ დერეფნებში, აუცილებლად ისარგებლეთ ახალი და კომფრტული სივრცით

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშირატომ დაფრინავდნენ ცარიელი თვითმფრინავები ევროპის თავზე
შემდეგი სტატიააეროპორტები, რომლებიც ქალაქებად იქცნენ: ფრანკფურტისა და შარლ დე გოლის საიდუმლოებები
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted