საქართველოს მოქალაქეებისათვის ერთ-ერთ ყველაზე ეგზოტიკურ და ორიგინალურ დასასვენებელ არჩევანს ამჟამად სწორედ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დასვენება წარმოადგენს. აღნიშნულ მხარეში ტურისტული ავიაკომპანიების მიერ შერჩეული ტურით ან საკუთარი ორგანიზებით წასვლა საკმაოდ მისაღებ და ადვილ პროცესს წარმოადგენს.

დღესდღეისობით საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვთ ქართველ მოგზაურებს იმის საშუალება, რომ პირდაპირ დუბაის საკონსულოში მივიდნენ ვიზაზე განაცხადის შესავსებად. თუმცა, ამის გაკეთება ელექტრონულად შეიძლება. არაბთა გაერთიანებული საემიროების (დუბაის) ვიზა ამჟამად გაიცემა ქალაქ ანკარაში მდებარე არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს საკონსულო სამსახურში.

რა დოკუმენტებია საჭირო არაბთა გაერთიანებული საემიროების (დუბაის) ტურისტული ვიზის მისაღებად? ​

დუბაიში გასამგზავრებელი ტურისტული ვიზის მოსაპოვებლად თქვენ პირველ რიგში დაგჭირდებათ მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი, რომელსაც დარჩენილი აქვს მინიმუმ 6 თვიანი მოქმედების ვადა.

რა ღირს სავიზო მომსახურეობა?

საერთო ჯამში სავიზო მომსახურეობისა და ვიზის მიღების საფასური შეადგენს 160 აშშ დოლარს ( შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში)

როგორია ვიზის მიღების შანსები დუბაიში გასამგზავრებლად?

ამჟამად არაბთა გაერთიანებული საემიროების ანუ დუბაის ტურისტული ვიზები საქართველოს ეროვნული პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის გაიცენა უპრობლემოდ, დაბრკოლების გარეშე.

რა დრო სჭირდება ვიზის გაცემას?

როდესაც თქვენ გადააგზავნით დუბაის საკონსულოში პირად მონაცემებს, პასუხის მისაღებად დაგჭირდებათ 3 სამუშაო დღე, რის ფარგლებშიც პასუხს ვიზაზე მიიღებთ ელექტრონულად.

მაქსიმუმ რა პერიოდით გულისხმობს ტურისტული ვიზა დუბაიში დარჩენის შესაძლებლობას?

თუკი თქვენ გადაწყვეტთ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავროთ ტურისტული ვიზით, მაშინ თქვენ დუბაიში დარჩენა შეგეძლებათ მაქსიმუმ 30 დღის ვადით, რაც გულისხმობს ერთჯერად ვიზიტს.

როგორც წესი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ქართველი ტურისტების ჩასვლა და სტუმრობა საკმაოდ მიღებული და აპრობირებული პროცესია. ქართველი მოგზაურებისთვის დუბაის მონახულება ერთ-ერთ ყველაზე მარტივ და სასიამოვნო პროცესს წარმოადგენს.

ვიზის მოთხოვნის აპლიკაციის გაგზავნა და ვიზის გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაგება ელექტრონული კომუნიკაციის წყალობით ბევრად უფრო ამარტივებს და კომფორტულს ხდის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში წასვლის შესაძლებლობას.

Avia.ge ამ ეტაპზე სავიზო მომსახურებას არ გთავაზობთ.

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ბაქოს მიმართულებით
შემდეგი სტატიამსოფლიოს ულტრაგრძელი ავიარეისები
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments