2025/2026 წლების ზამთრის სეზონისთვის ავიაკომპანიების გაერთიანება Lufthansa Group-ი მოგზაურებს განახლებულ და გაფართოებულ ქსელს სთავაზობს. მგზავრებს საშუალება ექნებათ, დაგეგმონ მოგზაურობა მსოფლიოს თითქმის 100 ქვეყანაში, 270-ზე მეტ მიმართულებას შორის არჩევით.
ჯგუფის მიზანია, როგორც საქმიანი, ასევე ტურისტული ვიზიტები ზამთრის პერიოდში კიდევ უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გახადოს.
ზამთრის სეზონის მთავარი სიახლეები:
- Austrian Airlines : ავიაკომპანია ვენიდან დუბაის მიმართულებით კვირაში 5 პირდაპირ რეისს იწყებს.
- Eurowings : ჯგუფის წევრი ავიაკომპანია ასევე ამატებს რეისებს დუბაიში ამჯერად დიუსელდორფიდან. გარდა ამისა, იხსნება ახალი მარშრუტი შტუტგარტიდან ამანის (იორდანია) მიმართულებით.
- ახლო აღმოსავლეთის მიმართულებები: გერმანიის რამდენიმე ქალაქიდან ფრენები დაიწყება ერბილისა (ერაყი) და ბეირუთის (ლიბანი) მიმართულებით.
Lufthansa Group-ის კოორდინირებული ფრენების ქსელი მგზავრებს საშუალებას აძლევს, მარტივად დაგეგმონ როგორც დასვენება თბილ კურორტებზე, ისე მნიშვნელოვანი საქმიანი ვიზიტები.
მიუხედავად იმისა, რომ ეს რეისები პირდაპირ თბილისის აეროპორტი -დან არ სრულდება, ქართველი მოგზაურებისთვის მთავარი სარგებელი არის გაუმჯობესებული და ახალი კავშირები Lufthansa Group-ის ევროპული ჰაბების (როგორიცაა ვენა, მიუნხენი, ფრანკფურტი, დიუსელდორფი) გავლით.
როგორც იცით, Lufthansa Group-ის გაერთიანებაში მყოფი ავიაკომპანიები (Lufthansa, Austrian Airlines) ამჟამად ოპერირებენ თბილისიდან.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907









