საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებიც ადასტურებს. 2025 წლის იანვრიდან აგვისტომდე ქვეყნის აეროპორტებმა ჯამში 5.5 მილიონზე მეტი მგზავრი მიიღეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-იანი, ხოლო 2023 წელთან შედარებით 44%-იანი ზრდაა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისის აეროპორტი მგზავრთა ზრდის საგრძნობი ტემპით გამოირჩევა. 2025 წლის პირველ რვა თვეში მას 3,539,596 მგზავრი მოემსახურა. ეს 12%-ით მეტია, ვიდრე 2024 წელს, ხოლო 33%-ით მეტია პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით. 2023 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 48%-ს აღწევს.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Adler/Sochi31 December 202610 January 2027Red Wingsავიაბილეთები 304 -დან
Almaty4 September 202612 September 2026Air Astanaავიაბილეთები 1 154 -დან
Amsterdam15 October 202625 October 2026Transaviaავიაბილეთები 817 -დან
Ankara19 September 202621 September 2026Ajetავიაბილეთები 351 -დან
Athens15 November 202622 November 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 462 -დან
Abu Dhabi7 September 202611 September 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 844 -დან

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

ბათუმის აეროპორტი -ში მგზავრთნაკადი განსაკუთრებით გააქტიურდა. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში აეროპორტმა 840,893 მგზავრი მიიღო. ეს მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით 32%-ით, 2023 წელთან კი 90%-ით გაზრდილია. პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით ზრდა 89%-ს შეადგენს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტმაც შთამბეჭდავი ზრდა აჩვენა. 2025 წლის რვა თვეში მისი მგზავრთნაკადი 2019 წლის მონაცემებს 130%-ით აღემატება. 2024 წელთან შედარებით მგზავრების რაოდენობა 11%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty1 October 20268 October 2026FlyArystanავიაბილეთები 842 -დან
Athens18 January 202722 January 2027Wizz Airავიაბილეთები 195 -დან
Barcelona10 February 20271 March 2027Wizz Airავიაბილეთები 394 -დან
Berlin2 February 20279 February 2027Wizz Airავიაბილეთები 336 -დან
Brussels1 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 238 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027Wizz Airავიაბილეთები 148 -დან

 

ამ მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები სტაბილურად აგრძელებენ ზრდას და პანდემიამდელ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად უსწრებენ.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიLufthansa -მ გერმანიის რამდენიმე ქალაქში შეიძლება ფრენები შეწყვიტოს
შემდეგი სტატიაWizz Air-მა ქუთაისი ვენეციის ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted