ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა ავსტრია. მისი ქალაქები უნიკალური ადგილია მსოფლიო დონის კულტურულ, სახელოვნებო თუ ისტორიულ გამოცდილებებთან საზიაროდ. ვენის ოპერა იქნება ეს თუ ზალცბურგის ულამაზესი ბაღები, ავსტრია საოცარ გამოცდილებებს გპირდებათ. მისი ქალაქები ბუნებრივი სილამაზით დატვირთულია. აქ ნახავთ ულამაზეს ბაღებსა და პარკებს. ავსტრიულ ტავერნებში კი შეძლებთ მსოფლიოში ცნობილი კერძების დაგემოვნებას. გამოგვყევით ცენტრალურ ევროპაში სამოგზაუროდ – ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ავსტრიის ქალაქების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, avia.ge-სთან ერთად კი მოგზაურობას მარტივად და იაფად დაგეგმავთ.
ავსტრია – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
რომელი ქალაქები მოვინახულოთ ავსტრიაში?
ამ სექციაში ავსტრიის ყველაზე ცნობილი ქალაქების შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას. გაეცანით მის ზღაპრულ ქალაქებს.
ვენა
ავსტრიის დედაქალაქი ვენა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქია. აქ ჩასულ მოგზაურებს მუდმივად დროში მოგზაურობის უცნაური განცდა დასდევთ თან. მისი მუზეუმები კი მსოფლიო დონის საგანძურს ინახავს.
ინსბრუკი
ინსბრუკი ავსტრიის ცნობილი ქალაქია თავისი სამთო-სათხილამურო კურორტებით. თანაც, აქაურობა ანტიკური განსახლების არეალია ევროპაში. ქვის ხანიდან მოყოლებული, ინსბრუკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ ავსტრიის, არამედ მსოფლიო ისტორიაში.
ლინცი
ლინცი ავსტრიის სიდიდით მესამე ქალაქია, რომელიც მდინარე დუნაის ნაპირზე მდებარეობს. 2009 წელს მას ევროპის კულტურის დედაქალაქის ტიტული მიენიჭა. აქ აუცილებლად ეწვიეთ Ars Electronica Center-სა და ლენტოსის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს, ქალაქის პანორამული ხედით კი ფოსტლინგბერგის გორიდან დატკბით. არ დაგავიწყდეთ ცნობილი ლინცერ ტორტის გასინჯვა.
ზალცბურგი
ზალცბურგი ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია. მისი მთიანი რელიეფი და კულტურული გარემო შესაძლებლობების ზღვას გადაგიშლით. თანაც, ზალცბურგი მოცარტის დაბადების ადგილია.
გრაცი
გრაცი ავსტრიის სიდიდით მეორე ქალაქია. იგი ითვლება ცენტრალური ევროპის კულტურის დედაქალაქად, ასევე მიიღო კულინარიისა და დიზაინის ქალაქის ტიტული. გრაცი საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ქალაქია. აქ რამდენიმე დიდი უნივერსიტეტი მდებარეობს. მისი ძველი ქალაქის ტერიტორია ითვლება იუნესკოს მსოფლიო ძეგლად.
ჰალშტატი
ჰალშტატი ზალცკამერგუტის რეგიონში, ჰალშტატის ტბის ნაპირზე გაშენებული პატარა ქალაქია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. აქ მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მარილის მაღარო, რომლის დათვალიერებაც ტურისტებს შეუძლიათ. ჰალშტატი ძალიან პოპულარულია, ამიტომ ვიზიტი ადრე დილით ან სეზონის გარეთ დაგეგმეთ.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ ავსტრიაში?
ავსტრიის ქალაქები მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიულ და კულტურულ სანახაობებს ინახავს. აქ დაგხვდებათ ისტორიული მუზეუმები, ციხე-კოშკები თუ სასახლეები.
ბელვედერეს მუზეუმი ვენაში
ბელვედერეს მუზეუმს ორი შენობა აქვს. მუზეუმთან ნახავთ პარკსაც, რომელზეც დაბლა სექციაში მოგიყვებით. ბელვედერეს მუზეუმი ინახავს სხვადასხვა ეპოქების დიდი ფიგურების ნამუშევრებს. სწორედ ამ მუზეუმში მდებარეობს გულსტავ კლიმტის ცნობილი ნახატი “კოცნა”.
ალბერტინას მუზეუმი ვენაში
ხელოვნების მოყვარულებს ალბერტინას მუზეუმის ნახვა არ უნდა დაგავიწყდეთ ვენაში მოგზაურობისას. აქ ნახავთ მსოფლიოში ცნობილი მხატვრების: პიკასოს, კლოდ მონეს, რენე მაგრიტისა და სხვათა ნამუშევრებს.
წმინდა პეტრეს ტაძარი ვენაში
წმინდა პეტრეს ტაძარი მე-18 საუკუნის ძეგლია. იგი რომაული კათოლიკური ეკლესიაა. ტაძარი ბაროკოს სტილის არქიტექტურისაა. აუცილებლად უნდა მოინახულოთ ეს დიდებული ტაძარი ვენაში მოგზაურობისას.
ჰოენზალცბურგის ციხესიმაგრე ზალცბურგში
ჰოენზალცბურგის ციხესიმაგრე მე-11 საუკუნის ნაგებობაა. იგი ბაროკოს არქიტექტურული სტილის ისტორიული შენობაა. ცენტრალური ევროპის ეს უდიდესი ციხესიმაგრე იდეალურადაა შემონახული და ზალცბურგის სიმბოლოს წარმოადგენს. ციხესიმაგრე გთავაზობთ ქალაქისა და მისი შემოგარენის 360-გრადუსიანი ხედიდს.
მირაბელის სასახლე და ბაღი ზალცბურგში
მირაბელის სასახლე და ბაღი ზალცბურგის ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა. მთელი ეს ადგილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. სასახლე ბაროკოს ტიპის ნაგებობაა.
ფროიდის მუზეუმი ვენაში
თუ ფსიქოლოგია თქვენი გატაცებაა, გეცოდინებათ, რომ ფროიდის მუზეუმიც ვენაში მდებარეობს. გარდა იმისა, რომ აქ ფროიდის სამუშაო ოთახსა და ბევრ ისტორიულ არტეფაქტს ნახავთ, მუზეუმში შეგეძლებათ საფოსტო ბარათებისა და სხვა სუვენირების შეძენაც.
ვენის სახელმწიფო ოპერა
სახელმწიფო ოპერა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული, გამორჩეული არქიტექტურული სტილით შესრულებული ნაგებობაა. იგი აშენდა მე-17 საუკუნეში და მუდამ საცერემონიალო დატვირთვას ატარებდა. მისი დარბაზები, ულამაზესი ჭერი და განათებები, აუცილებლად მოახდენს თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას.
შონბრუნის სასახლე ვენაში
შონბრუნის სასახლე იმპერატორების საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. იგი მე-17 საუკუნიდან იწყებს სათავეს. შონბრუნის სასახლე თავისი ბაღით კარგად გამოხატავს დიდგვაროვანთა ცხოვრებას და ჰამბურგების დინასტიის დიდებულებას.
მოცარტის მუზეუმი ზალცბურგში
მუსიკის მოყვარულებს გეცოდინებათ, რომ მოცარტი ავსტრიიდან არის. მისი დაბადების ადგილი ზალცბურგის ერთ-ერთი მთავარი მუზეუმი და ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. აქ კლასიკოსის არტეფაქტები ინახება.
ზალცბურგის მონხსბერგის თანამედროვე მუზეუმი
ზალცბურგის თანამედროვე მუზეუმი ზალცბურგის ძველი ქალაქის თავზე, ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. ოთხ სართულზე, მე-20 და 21-ე საუკუნეების საერთაშორისო ხელოვნების საგანძური ელეგანტურ გარემოშია წარმოდგენილი.
დაჯავშნე ავსტრიის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!
ფრენები ავსტრიაში
რა ვჭამოთ ავსტრიაში?
ავსტრიაში კულინარიის მოყვარულებს ნამდვილი თავგადასავალი გელით. აქ დააგემოვნებთ მსოფლიო დონის შედევრებს. რამდენიმე ცნობილ ტრადიციულ კერძს დაბლა შემოგთავაზებთ.
შნიცელი
ალბათ ყველას გვსმენია ავსტრიული შნიცელის შესახებ. იგი სპეციალურად მომზადებული ხორცის ნაჭერია და ყველა რესტორანში თავისებური რეცეპტით მზადდება. შნიცელი სერვირდება ლიმონთან ერთად, რაც კერძს უფრო ჰაეროვანს ხდის. ვეგეტარიანელებისთვის უხორცო ალტერნატივაც მოიძებნება რიგ რესტორნებში. შნიცელის დაგემოვნება ავსტრიულ ლუდთან ერთად ერთ-ერთი აუცილებლად რეკომენდირებული გამოცდილებაა.
მოცარტკუგელი
კიდევ ერთ ტკბილეულს შემოგთავაზებთ, რომელიც იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ – ფსტის კრემისა ნუგის შიგთავსის შოკოლადის ბურთულებს. მას მოცარტის პატივსაცემად მოცარტკუგელი ეწოდება. ეს ტკბილეული ვენის ყველაზე ცნობილი კერძების სიაში მოწინავე ადგილს იკავებს, ამიტომ არ გაუშვათ შანსი მისი დაგემოვნებისა.
ზალცბურგერ ნოკერლი
ეს ზალცბურგის ცნობილი ტკბილეულია. იგი რამდენიმე ფენა სომისა და სუფლესაგან შედგება. კერძი გამორჩეულია როგორც ესთეტიკურად, ასევე გემოებითაც.
კაიზერშმარნი
კაიზერშმარნი ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დესერტია – ფუმფულა ბლინი, რომელსაც ტაფაზე პატარა ნაჭრებად ჭრიან და შაქრის პუდრს აყრიან. მას ხშირად ქლიავის ან ვაშლის კომპოტთან ერთად მიირთმევენ. კერძის სახელი იმპერატორს („კაიზერს“) უკავშირდება და ის განსაკუთრებით პოპულარულია ალპურ რესტორნებსა და სათხილამურო კურორტებზე.
შტრუდელი
შტრუდელი წარმოადგენს ვაშლის ნამცხვარს. იგი რამდენიმე ფენისაგან შედგება და ადგილობრივების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დესერტია. შტრუდელს ვენის ყველა რესტორანში დააგემოვნებთ.
საჩერტორტე
არ დაგავიწყდეთ ამ უგემრიელესი შოკოლადის ნამცხვრის დაგემოვნება. იგი სამეფო კარისათვის მისართმევად გამოიგონეს ავსტრიელებმა. სიმბოლურად, ეს ნამცხვარი ასახავს ნოსტალგიას ვენის იმპერიული წარსულისა.
ტაფელშპიცი
ტაფელშპიცი ვენის ტრადიციული კერძია – ბულიონში ნელ ცეცხლზე მოხარშული საქონლის ხორცი. როგორც წესი, მას ბულიონთან, შემწვარ კარტოფილთან და ვაშლისა და პირშუშხას სოუსთან ერთად მიირთმევენ. ამბობენ, რომ ეს კერძი იმპერატორ ფრანც იოზეფის საყვარელი საჭმელი იყო.
ახლოდან დანახული ავსტრია





სად ვიშოპინგოთ ავსტრიაში?
ავსტრიაში შოპინგსაც იდეალურად შეძლებთ. მის ქალაქებში დიდ მოლებსა და საშოპინგო სივრცეებს ნახავთ.
ყველაზე ცნობილი სავაჭრო ცენტრები
ვენის მოლი (Wien Mitte The Mall) – ეს უმსხვილესი საშოპინგო ცენტრია ვენაში. იგი ქალაქის შუაგულში მდებარეობს და გთავაზობთ 60-მდე მაღაზიასა და რესტორანს ერთ სივრცეში.
ვესტფილდის დუნაის ცენტრი (Westfield Donau Zentrum) – ამ საშოპინგო ცენტრში 250-მდე მაღაზია დაგხვდებათ, ამიტომ თქვენს სასურველ პროდუქტებს მარტივად აარჩევთ.
ვენის ცენტრალური მოლი (BahnhofCity Wien Hauptbahnhof) – ამ მოლში ყველანაირი ტიპის მაღაზია დაგხვდებათ, აქ შეძლებთ ტექნიკის, ტანსაცმლისა და სხვა ნივთების შეძენას.
ევროპარკი ზალცბურგი (Europark Salzburg) – ეს ზალცბურგის ყველაზე ცნობილი მოლია თავისი 130 მაღაზიითა და კვების ობიექტებით. აქ მთელი დღეც შეიძლება დაჰყოთ.
ინსბრუკის მოლი (DEZ Innsbruck) – ეს მოლი კი ინსბრუკში მოგზაურებმა უნდა ჩაინიშნონ. აქ ცნობილი ბრენდების მაღაზიებს ნახავთ. იგი ქალაქის უდიდესი მოლია.
ყველაზე იაფი ქალაქები საშოპინგოდ
იქიდან გამომდინარე, რომ ავსტრიის ორი ყველაზე ცნობილი და უდიდესი ქალაქი ვენა და ზალცბურგია, აქ შოპინგის მრავალი ვარიანტიცაა. მათი გრანდიოზული მოლები და სხვადასხვა მაღაზიები მრავლადაა ქალაქში გაბნეული, ამიტომაც აქ მარტივად და ბიუჯეტურად შეძლებთ შოპინგს.
აუტლეტები
ბრენდული ნივთების შედარებით იაფად შესაძენად ეწვიეთ Designer Outlet Parndorf-ს, რომელიც ვენიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ბურგენლანდის მხარეში მდებარეობს. აქ ასზე მეტი მაღაზია დაგხვდებათ ფასდაკლებებით. ზალცბურგის მახლობლად კი Designer Outlet Salzburg მოქმედებს.
ყველაზე ცნობილი ბაზრობები საშოპინგოდ
საჭმლის ბაზარი ვენაში (Naschmarkt) – ამ ბაზრის სლოგანია “რაც ბაზარში არ გხვდებათ, ესე იგი არ გჭირდებათ”, შესაბამისად შეგიძლიათ ივარაუდოთ, რომ აქ ყველანაირ პროდუქტს ნახავთ. ეს ყველაზე პოპულარული ბაზარია ვენაში და ადგილობრივები ხშირად დადიან აქ.
კუჩკერმარკეტ ვენაში (Kutschkermarkt) – ესეც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბაზარია ვენაში. განსაკუთრებით ეს ადგილი შაბათობითაა პოპულარული, რადგან ამ დროს ადგილობრივი ფერმერები ამარაგებენ ბაზარს და განსაკუთრებით ხალხმრავლობაა.
შრანენმარკეტი ზალცბურგში (Schrannenmarkt) – ზალცბურგში, მირაბელის სასახლის მოპირდაპირედ, ავსტრიაში სიდიდით მესამე ბაზარი. აქ ადგილობრივი კვების პროდუქტების შეძენას შეძლებთ.
კაპიტელმარკეტი ზალცბურგში (Kapitelmarkt) – ასევე ცნობილი ბაზრობა ზალცბურგში. აქ შეძლებთ სხვადასხვა ორიგინალური ნივთისა და სუვენირების შეძენას.
ცნობილი სავაჭრო ქუჩები
ვენაში შოპინგისთვის საუკეთესო ადგილებია მარიაჰილფერ შტრასე (Mariahilfer Straße) – ქალაქის ყველაზე გრძელი სავაჭრო ქუჩა, ასევე ქერნტნერ შტრასე (Kärntner Straße) და გრაბენი (Graben), სადაც ცნობილი ბრენდების მაღაზიებს ნახავთ. ზალცბურგში აუცილებლად გაიარეთ გეტრაიდეგასე (Getreidegasse) – ვიწრო ისტორიული ქუჩა, სადაც მოცარტის დაბადების სახლიც მდებარეობს.
საშობაო ბაზრობები
ზამთარში ავსტრიის ქალაქები საშობაო ბაზრობებით ივსება. ყველაზე ცნობილია ვენის რათჰაუსპლაცზე გამართული ბაზრობა (Wiener Christkindlmarkt), რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებიდან იწყებს მუშაობას. აქ შეიძენთ ხელნაკეთ სათამაშოებს, საახალწლო დეკორაციებსა და სუვენირებს, გასინჯავთ ცხელ ღვინოს (Glühwein) და ტრადიციულ ტკბილეულს. საშობაო ბაზრობები ზალცბურგსა და ინსბრუკშიც იმართება.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ავსტრიაში? მაშინ დაჯავშნე თბილისი ვენის ავიაბილეთები ახლავე!
როდის არის საუკეთესო დრო ავსტრიაში სამოგზაუროდ?
ავსტრიაში სამოგზაუროდ იდეალური პერიოდი ზაფხულია. გვიანი მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში თბილი ამინდია და კომფორტულად შეძლებთ მის დათვალიერებას. აქ შემაწუხებელი სიცხე არ დაგხვდებათ, ამიტომ თავისუფლად გაატარებთ დროს. თანაც, ზაფხულობით ავსტრიის ქალაქების ბაღებშიც ისეირნებთ. გარდა ამისა, ზაფხულში აქ უამრავი კონცერტი და გარე აქტივობები იგეგმება. განსაკუთრებით ივლისი მუსიკის ფესტივალებითაა დატვირთული და გართობის მოყვარულებს დიდ თავგადასავლებს პირდება. თუმცა, სხვა სეზონებზეც შეძლებთ თქვენზე მაქსიმლურად მორგებულად გაატაროთ დრო, ზამთარში ავსტრიის ქალაქები ულამაზესად ეწყობა საშობაოდ. აქ საშობაო ბაზრობები ეწყობა და ყველგან საზეიმო განწყობა იგრძნობა, თანაც ზამთრის კურორტების მოყვარულებს სათხილამურო თავადასავლის ჩუქებაც შეუძლიათ საკუთარი თავისთვის.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ ავსტრიაში?
ავსტრიაში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და ქალაქების ხედებით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საკმაოდ გამართული სისტემით ფუნქციონირებს.
მეტრო
ავსტრიაში მეტრო მხოლოდ ვენაში შეგხვდებათ. ქალაქს მეტროს 5 ხაზი აქვს, რომლებიც სხვადასხვა ნომრითა და ფერით გამოიხატება. აუცილებლად უნდა გაააქტიუროთ თქვენი ბილეთი მეტროში მგზავრობისას. ვენაში მეტრო დილის 5 საათიდან შუაღამემდე მოგემსახურებათ ყოველ 15 წუთში.
რამდენიმე ტიპის ბილეთს შეიძენთ:
- ერთჯერადი ბილეთი
- 24/48/72-საათიანი ბილეთი
- ვენის ქალაქის ქარდი
ფეხით
ავსტრიის ქალაქებში ფეხით სეირნობას თავისუფლად შეძლებთ. თანაც, აქ უამრავი ლამაზი ბაღი და პარკია, ამიტომ სეირნობისათვის იდეალური გარემოა. ავსტრიის ბუნების დათვალიერება და მისით მაქსიმალურად ტკბობა თუ გსურთ, ფეხით სეირნობას გირჩევთ.
ავტობუსი
ავსტრიის ქალაქებში ავტობუსები ტრამვაისა და მეტროს ქსელს ავსებს, ხოლო ქალაქებსა და მთის სოფლებს შორის PostBus-ის ავტობუსები დადის. ავტობუსით მოხვდებით იმ ადგილებშიც, სადაც მატარებელი არ მიდის, მაგალითად ზალცკამერგუტის ტბებთან.
მანქანის ქირაობა
თუ ალპებში ან ტბებთან მოგზაურობას გეგმავთ, მოსახერხებელია მანქანის დაქირავება. გაითვალისწინეთ, რომ ავსტრიის ავტობანებსა და ჩქაროსნულ გზებზე მოძრაობისთვის სავალდებულოა ვინიეტი (გზის გადასახადი), რომელიც წინასწარ, ონლაინ უნდა შეიძინოთ. ზოგიერთ მთის გვირაბსა და გზაზე დამატებითი საფასური მოქმედებს.
ტრამვაი
ტრამვაი ყველაზე პოპულარულია ავსტრიაში. ვენაში, გრაცში, ინსბრუკში ტრამვაითი სარგებლობას შეძლებთ. მათ ბილეთებს სპეციალურ ჯიხურებში შეიძენთ. ერთჯერადი ბილეთის საფასური 3 ევრომდეა. ისინი გამთენიიდან შუაღამემდე მოგემსახურებათ.
მატარებელი
ავსტრიის ქალაქებს შორის შეგიძლიათ მატარებლით გადაადგილდეთ. ნახავთ სხვადასხვა პირობების ბილეთებს, მაგალითად ეკონომ ან პირველი კლასის. პოპულარული მარშრუტებია:
- ვენა – ზალცბურგი = 2,5 საათზე ნაკლები
- ზალცბურგი – ინსბრუკი = 2 საათზე ნაკლები
- ინსბრუკი – ბრეგენცი = დაახლოებით 2,5 საათი
- ვენა – გრაცი = 2 საათი და 38 წთ
- გრაცი – ლინცი = დაახლოებით 3 საათი
- გრაცი – ინსბრუკი = დაახლოებით 6 საათი
ველოსიპედი
ავსტრიის ქალაქები ველოსიპედისტებისთვის მოსახერხებელია – ვენაში ველობილიკების ვრცელი ქსელია. ქალაქში მოქმედებს ველოსიპედების გაქირავების სისტემა WienMobil Rad, რომლითაც ველოსიპედის აღება მობილური აპლიკაციით შეგიძლიათ. პოპულარულია დუნაის ველობილიკიც, რომელიც ქვეყნის დიდ ნაწილს კვეთს.
კონცერტები და ფესტივალები ავსტრიაში
ავსტრიაში ბევრი კულტურული თუ გასართობი ღონისძიება ეწყობა. ამ ქვეყნის ქალაქებში გართობასა და მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვას მარტივად შეძლებთ. დაბლა რამდენიმე ცნობილ ღონისძიებას შემოგთავაზებთ.
ზალცბურგის ფესტივალი
ზალცბურგის ფესტივალი – ყველაზე ცნობილი ღონისძიება ზალცბურგში. იგი 1920 წლიდან იმართება ივლისში და რამდენიმე კვირას გრძელდება. ამ ფესტივალზე მუსიკის მოყვარულები ძალიან კარგ დროს გაატარებენ.
ვენის ჯაზ ფესტივალი
ვენის ჯაზ ფესტივალი – მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ ფესტივალი, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმართება ზაფხულობით და ასობით ათას მაყურებელს იტევს.
Snowbombing ფესტივალი მაირჰოფენში
ავსტრიაში პოპულარულია ზამთრის კურორტები. ერთ-ერთ მათგანში, ტიროლის მაირჰოფენში, ყოველ გაზაფხულზე იმართება Snowbombing – ელექტრონული მუსიკის ფესტივალი თოვლიან მთებში. დღისით სტუმრები თხილამურით სრიალებენ, საღამოობით კი ღია ცის ქვეშ მოწყობილ კონცერტებს ესწრებიან.
გრაფენეგის ფესტივალი
გრაფენეგის ფესტივალი – დედაქალაქთან ახლოს ასევე საინტერესო ფესტივალი ეწყობა ზაფხულში. ამ ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა და კონცერტები იგეგმება. არ გამოტოვოთ იგი ავსტრიაში მოგზაურობისას.
ელექტრო მუსიკის ფესტივალი
ელექტრო მუსიკის ფესტივალი – ზალცბურგის ცნობილი ფესტივალი, რომელიც ასევე ივლისში იმართება. ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს აქ ნამდვილად სასიამოვნო დროის გატარება და დაუვიწყარი მოგონებების მოგროვება შეუძლიათ.
გადაწყვიტე ავსტრიაში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზებები და დაჯავშნე იაფი ფრენები ვენაში.
ხშირად დასმული კითხვები ავსტრიაზე
ავსტრიის რომელ ქალაქებს უნდა ვესტუმროთ?
ავსტრიაში მოგზაურობა აუცილებლად ვენიდან უნდა დაიწყოთ, შემდეგ აუცილებლად ნახეთ ზალცბურგი, გრაცი და ინსბრუკი.
რა უნდა წავიღოთ ავსტრიაში?
პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. აქ ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. ფესტივალებზე დასწრებას თუ აპირებთ, გირჩევთ შესაბამისად გამოეწყოთ.
რით არის გამორჩეული ავსტრია?
ავსტრია ცნობილია თავისი ბუნებრივი სილამაზით, ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით. აქაური მუზეუმები მსოფლიო დონის შედევრებს ინახავს.
რამდენად ძვირია ავსტრია?
ავსტრიაში მოგზაურობა მისაღები ფასი დაგიჯდებათ, თუ წინასწარ დაგეგმავთ ვიზიტს. აქ მარტივად ნახავთ თქვენს ბიუჯეტზე მორგებულ დასარჩენ ადგილებსა თუ საშოპინგო სივრცეებს.
რამდენად უსაფრთხოა ავსტრიაში მოგზაურობა?
ავსტრია უსაფრთხო ადგილია ტურისტებისთვის, თუმცა აუცილებლად უნდა მოუფრთხილდეთ პირად ნივთებს და ბნელ უბნებში გვიან სიარულს მოერიდოთ.
როდისაა საუკეთესო დრო ავსტრიაში სამოგზაუროდ?
გირჩევთ, ავსტრიაში ზაფხულში იმოგზაუროთ, ამ პერიოდში თბილი ამინდი და გრძელი დღეები დაგხვდებათ ავსტრიაში.
რომელია ავსტრიის ყველაზე დიდი აეროპორტები?
- ვენა – ვენის საერთაშორისო აეროპორტი (VIE)
- ინსბრუკი – ინსბრუკის საერთაშორისო აეროპორტი (INN)
- ზალცბურგი – ზალცბურგის აეროპორტი (SZG)
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან ავსტრიაში?
საქართველოდან ავსტრიაში გაფრენა შესაძლებელია თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან. თბილისიდან ვენაში პირდაპირი ავიარეისები სრულდება, ქუთაისიდან და ბათუმიდან კი ავსტრიის ქალაქებში გადაჯდომით იმოგზაურებთ.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან ავსტრიაში?
საქართველოდან ავსტრიაში პირდაპირი ავიარეისები ხორციელდება თბილისიდან ვენის მიმართულებით. ფრენებს ასრულებს Georgian Airways, სეზონურად კი – Austrian Airlines. გადაჯდომით ავსტრიის ქალაქებში დაფრინავენ Turkish Airlines, Pegasus, Air Serbia, Lufthansa და სხვა ავიაკომპანიები.
როგორ შევიძინოთ ავსტრიის ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევთ, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავსტრიაში მოგზაურობის წინ




















