ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi -მ გაზარდა ფრენების სიხშირე აბუ-დაბიდან თბილისის მიმართულებით. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმისთვის, რომ მგზავრებს მეტი არჩევანი შესთავაზოს და დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა პირდაპირ და ხელმისაწვდომ ფრენებზე არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქსა და საქართველოს შორის.
2025 წლის 7 აგვისტოდან ეარ არაბია ზაიედის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ფრენებს კვირაში 8 სიხშირით ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათობით ავიაკომპანია დღეში ორ ფრენას შემოგვთავაზებს, რაც მოგზაურობის დაგეგმვას კიდევ უფრო მოქნილს გახდის.
თბილისი აბუ-დაბი ავიაბილეთები
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
27 აგვისტო 2025 | 28 აგვისტო 2025 | ![]() | ავიაბილეთები 747 -დან |
2 სექტემბერი 2025 | 10 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 795 -დან |
6 ოქტომბერი 2025 | 22 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 872 -დან |
რით არის გამორჩეული აბუ-დაბი ?
აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი, წარმოადგენს ფუფუნებისა და თანამედროვეობის განსახიერებას, სადაც ტრადიციული არაბული კულტურა ჰარმონიულად ერწყმის ულტრათანამედროვე არქიტექტურას. ეს არის ქალაქი, რომელიც ტურისტებს უამრავ ღირსშესანიშნაობას სთავაზობს: გრანდიოზული შეიხ ზაიედის მეჩეთი, მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ნაგებობა, რომელიც ვიზიტორებს თავისი სილამაზით აოცებს; ლუვრის მუზეუმი აბუ-დაბიში, სადაც აღმოსავლური და დასავლური ხელოვნების შედევრებია გამოფენილი; და ფერარის სამყარო (Ferrari World), თემატური პარკი, სადაც ადრენალინის მოყვარულებს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ატრაქციონი ელოდებათ.
ქალაქი ასევე განთქმულია თავისი თვალწარმტაცი სანაპიროებით, უდაბნოს ტურებითა და დახვეწილი კულინარიით. აბუ-დაბი იდეალური ადგილია როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ისე თავგადასავლების მაძიებლებისთვის.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907