მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ქალაქებს შორის სტამბოლი ერთ-ერთ მოწინავე ადგილს ნამდვილად საპატიოდ იკავებს. აზრიური და ევროპული კულტურის შერწყმა ამ ქალაქს ზღაპრულ ადგილად აქცევს და მის მნახველებს დაუვიწყარ მოგონებებს უტოვებს.

იაფი ავიაბილეთები სტამბოლის მიმართულებით თქვენ საშუალებას მოგცემთ მრავალფეროვანი და საინტერესო მოგზაურობა მოიწყოთ. ეს ქალაქი შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობების სიმრავლით ნამდვილად გამოირჩევა და მართლაც რთულია, რომელიმე მათგანის ნახვაზე უარი თქვათ.

აქ შეგიძლიათ იხილოთ ულამაზესი და სახელგანთქმული ტაძარი „აია სოფია“ , რომელიც, ერთდროულად, დიდ ისტორიას, რელიგიურ მნიშვნელობას, გასაოცარ არქიტექტურასა და სილამაზეს იტევს. „ტოპკაპის სასახლე“- ში კი თქვენ საოცარი სიფერადისა და მოზაიკების ნახვას შეძლებთ და გაეცნობით თუ როგორც ცხოვრობდნენ ოსმალი სულთანები ამ სასახლეში საუკუნეების განმავლობაში.

თუ თქვენ გსურთ ბოლომდე ჩაწვდეთ და შეიგრძნოთ თურქეთის კულტურა, ეს ქალაქი მეჩეთების მონახულების გარეშე ნამდვილად არ უნდა დატოვოთ. „სულეიმანის მეჩეთი“ და „ლურჯი მეჩეთი“ თავისი არქიტექტურითა და ინტერიერით თქვენზე მართლაც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს და  მოგზაურობას კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის.

რაც შეეხება გართობას, სტამბოლი ამ მხრივაც გამოირჩევა არჩევანის სიმრავლით. ავიაბილეთები სტამბოლის მიმართულებით საუკეთესო საშუალებაა ისტორიული და კულტურული ძეგლების მონახულებასთან ერთად, დასვენებისა დ გართობის სხვადასხვა გზებს მიმართოთ.

ბორანით გასეირნება სტამბოლში მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რადგან თქვენ შეგიძლიათ გაისერნოთ თოლიების თანხლებით და დატკბეთ ულამაზესი ხედებით, გადაიღოთ დაუვიწყარი სურათები ბოსფორის ხიდის ფონზე, რომელიც განსაკუთრებული სილამაზით ღამის განმავლობაში გამოირჩევა.

ასეთ დაუვიწყარ მოგზაურობაზე უარის თქმა ნამდვილად რთულია, ამიტომ ავიაბილეთები სტამბოლის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღებას გაგიმარტივებთ. ამ საოცარ ქალაქში მოხვედრას თქვენ თბილისის აეროპორტიდან პირდაპირი რეისით შეძლებთ. რეგულარულ რეისებს დედაქალაქიდან სამი თურქული ავიაკომპანია : Turkish Airlines, Pegasus და Atlasglobal ასრულებენ.

თუ ბიუჯეტური მოგზაურობის მოყვარული ხართ, ამ შემთხვევაში პეგასუის ავიაბილეთები თქვენთვისაა. სხვა კონკურენტი ავიაკომპანიებისგან განსხვავებით მათი ფასებით მართლაც კმაყოფილი დარჩებით. აღსანიშნავია პეგასუის ავიაბილეთებს თუ რამდენიმე თვით ადრე შეიძენთ 250 ლარიდან 300 ლარამდეც კი შეძლება ორი გზის ყიდვას.

თბილისი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
6 ნოემბერი 202612 ნოემბერი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 285 -დან
3 დეკემბერი 20263 დეკემბერი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 307 -დან
10 თებერვალი 202717 თებერვალი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 308 -დან
10 მარტი 202725 მარტი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 280 -დან

თურქეთის ავიახაზებით  სტმაბოლის ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 500-დან 700 ლარამდე მერყეობს,  რათქმაუნდა Turkish Airlines -ი თავისი  სერვისით და ფასით იდელურია ისეთი კატეგორის მოგზაურთვის ვინც ფრენის დროს მაღალი სერვისი მოყვარულია.

თბილისი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
9 აპრილი 202712 აპრილი 2027პირდაპირიTurkish Airlinesავიაბილეთები 679 -დან

სტამბოლში პირდაპირ ფრენებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც გვთავაზობს, თუმცა მხოლოდ „Turkish Airlines”- ით შეძლებთ სარგებლობას. რაც შეეხება ბათუმი სტამბოლის ავიაბილეთების ფასებს, ორმხრივი გზა 500-დან 900 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ.

ბათუმი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
15 მაისი 202617 მაისი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 525 -დან
5 ივნისი 202610 ივნისი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 545 -დან
21 ივლისი 202629 ივლისი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 636 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაკომპანია AtlasGlobal-ი ბრუნდება
შემდეგი სტატიაქართული ავიაკომპანიები რუსეთის მიმართულებით რეისებს წყვეტენ
4.3 4 votes
შეაფასე სტატია
3 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
იმოგზაურე უფრო სწრაფად - სტამბოლის აეროპორტში ახალი სისტემა დაინერგა
8 months ago

[…] კიდევ უფრო განამტკიცებს სტამბოლის პოზიციას, როგორც ერთ-ერთ […]

Turkish Airlines-ი ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში ახალ მარშრუტებს ამატებს
1 month ago

[…] -ში მეორე მარშრუტს გახსნის და სტამბოლი -დან სიდნეიში პირდაპირ ფრენებს […]

ავიაკომპანია Pegasus-ი ქუთაისის აეროპორტიდან იწყებს ოპერირებას
1 month ago

[…] აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus georgia სტამბოლის მიმართულებით ფრენებს დეკემბრის ბოლოდან, კვირაში 3 […]