შვეიცარიის ქალაქი ჟენევა მთელი ევროპის ცენტრალური ქალაქია. აქ იდეალურად ერწყმის ერთმანეთს ბუნებრივი სილამაზე და ინდუსტრიული მიღწევები. ისტორიული და კულტურული ნაგებობების უკან საოცარი მთათა კასკადი და ტბები იმალება. აქაურობა ყველა ტიპის მოგზაურისთვისაა – მათთვის, ვინც დასვენებასა და განტვირთვას ესწრაფვის და მათთვისაც, ვისაც ღირსშესანიშნაობების მონახულება სურს მოგზაურობისას. ამ ბლოგში დეტალურად მოგიყვებით ქალაქის შესახებ: გაგაცნობთ მის ღირსშესანიშნაობებს, კვების ობიექტებს, სავაჭრო ცენტრებს და მოგცემთ რეკომენდაციებს მოგზაურობის უფრო მარტივად და ბიუჯეტურად დასაგეგმად.
ჟენევა – მარტივი გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
სად დავრჩეთ ჟენევაში?
დასარჩენი ადგილი მოგზაურობისას თქვენზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. გირჩევთ, წინასწარ განსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტები – ტურისტულ ადგილას დარჩენას ამჯობინებთ თუ შედარებით მშვიდ უბანში, ქალაქის ხმაურისაგან მოშორებით. დაბლა შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ უბანს ჟენევაში დასარჩენად.
ჟენევის ძველი ქალაქი
ჟენევის ძველი ქალაქი (Old Town of Geneva) – ეს უბანი ჟენევის ისტორიული ცენტრია. იგი ერთი მხრიდან რონასა და ჟენევის ტბას ესაზღვრება, ხოლო მეორე მხრიდან მდინარე არვეს, შესაბამისად იგი ქალაქის ყველაზე ტურისტული და ცნობილი უბანია. აქ იხილავთ ჟენევის მთავარ ძეგლებს, ასევე მრავალ მაღაზიასა და რესტორანს, რომლებიც მომხიბვლელ ქვაფენილიან ქუჩებში მდებარეობს. ძველი ქალაქი საუკეთესო ადგილია, თუ პირველად გეგმავთ ჟენევაში ჩასვლას.
ო-ვივის რაიონი
ო-ვივის რაიონი (Eaux-Vives District) – ეს უბანი ჟენევის ისტორიული ცენტრის აღმოსავლეთით მდებარეობს. იგი უფრო თანამედროვე მოწყობისაა და ძალიან სასიამოვნო უბანს წარმოადგენს ჟენევის ტბის პირას მდებარე მრავალი მწვანე სივრცის წყალობით. ეს ასევე საუკეთესო ადგილია ჟენევაში დასარჩენად, თუ გსურთ სანაპიროებით ტკბობა. იგი, ძირითადად, ადმინისტრაციული და საცხოვრებელი რაიონია, მაგრამ ძალიან ცოცხალი და მხიარულია უამრავი რესტორნით.
პლაინპალეი
პლაინპალეი (Plainpalais) – ეს უბანი ძველი ქალაქის სამხრეთით მდებარე ტერიტორიის ნაწილია. მას აქვს უზარმაზარი უპირატესობა, სპეციალური სივრცეები, რომლებიც სპეციალურად არის მოწყობილი მრავალი ღონისძიებისა და შეკრების მოსაწყობად. ის ასევე პოპულარული ადგილია ახალგაზრდებისთვის, სათამაშო მოედნებით, დიდი სკეიტ-პარკითა და პიკნიკის ადგილებით.
პაკისა და სენ-ჟერვეის ოლქები
პაკისა და სენ-ჟერვეის ოლქები (Pâquis and Saint-Gervais Districts) – ეს უბნები ერთმანეთის მომიჯნავეა და რონის მეორე მხარეს, ჟენევის ძველი ქალაქის მოპირდაპირედ მდებარეობს. სწორედ ამ ორი რაიონის ნაპირებზე იპოვით ჟენევის რამდენიმე საუკეთესო სასტუმროს. პაკი და სენ-ჟერვე ძალიან პოპულარულია როგორც ადგილობრივებში, ასევე ტურისტებში, ტბისა და მდინარის გასწვრივ მდებარეობის წყალობით.
გროტე-სენ-ჟერვეის რაიონი
გროტე-სენ-ჟერვეის რაიონი (Grottes-Saint-Gervais district) – ეს უბანი ჟენევაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტერიტორიაა. იგი პოპულარული ადგილია თავისი უცნაური არქიტექტურით, რომელიც, მაგალითად, გაუდის არქიტექტურას მოგაგონებთ. აქაური ფერადი საცხოვრებლები აუცილებლად სასიამოვნო მოგონებებს შეგიქმნით.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ ჟენევაში?
ჟენევაში ბევრი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობა დაგხვდებათ. გადაავლეთ თვალი მის ციხე-კოშკებსა და სასახლეებს. რამდენიმე ცნობილ ძეგლს ამ სექციაში შემოგთავაზებთ.
ჩილონის ციხე
ჩილონის ციხე ჟენევის ტბის გასწვრივ მდებარეობს. იგი ულამაზეს შვეიცარიულ ბუნებას იდეალურად ერწყმის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი ბრინჯაოს ხანიდან იყო დასახლებული, დღევანდელი ციხესიმაგრის ფესვები მე-12 საუკუნეში, სავოიის გრაფების ეპოქიდან იღებს სათავეს. მას შემდეგ იგი მრავალი დიდგვაროვანის ხელში გადავიდა. აქ გამოფენილია მე-19 მე-20 საუკუნეების ნივთები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების დროს იქნა ნაპოვნი.
კონსერვატორია და ბოტანიკური ბაღი
ჟენევის კონსერვატორია და ბოტანიკური ბაღი ქალაქის ულამაზესი ღირსშესანიშნაობებია. აქ 12 000 ზე მეტი ტიპის მცენარეს ნახავთ. სიმწვანეში ჩაფლული ეს საოცარი ბაღი ნებისმიერი ტიპის მოგზაურს აღაფრთოვანებს თავისი სიმშვიდითა და გრანდიოზულობით.
შვეიცარიის ცნობილი ფანტანი
შვეიცარიის ფანტანს ქალაქის თავზე გადაფრენისასაც კი დაინახავთ. იგი ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ფანტანი უზარმაზარია და მდებაეობს ჟენევის ტბასთან.
ინგლისური ბაღები
უყურეთ გედების ცურვას ჟენევას ინგლისურ ბაღებში. ინგლისური ბაღი, სადაც ცნობილი ყვავილების საათი და მისი 12 000 ყვავილია განთავსებული, იდეალური ადგილია ნავსადგურის მოსანახულებლად და საოცარი ფოტოების გადასაღებად. აქ მდებარეობს ჟენევას ცნობილი ტბაც.
ჟუნკტინი
ეს ადგილი ორი მდინარის თავშეყრის საყურებლად იდეალურია. ისინი სხვადასხვა ადგილიდან მოდიან, არც ერთი ფერი აქვთ და არც ერთი სიჩქარე. არვი და რონა ორი მდინარეა, რომლებიც ერთმანეთს არ ჰგვანან, თუმცა ჟენევაში ერთიანდებიან. არ გამოტოვოთ ამ ორი მდინარის შთამბეჭდავი სანახაობა, როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებიან.
წმინდა პიერის ტაძარი
წმინდა პიერის ტაძარი ითვლება, რომ იყო სახლი ჟან კალვინის, პროტესტანტული რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის. ტაძარში ნახავთ სკამსაც, რომელიც ჟან კალვინს ეკუთვნოდა. შესაბამისად, ამ შენობას არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ისტორიული დატვირთვაც აქვს.
რეფორმაციის კედელი
შვეიცარია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რეფორმაციული რელიგიური მიმდინარეობის გავრცელების. რეფორმაციის კედელი მე-20 საუკუნეში სწორედ ამ სიმბოლური თემატიკის უკვდავსაყოფად აიგო. მასზე დატანილია რეფორმაციაში მნიშვნელოვანი როლის შემტანი ადამიანების ქანდაკებები.
ჟენევის გემის ტურები
ჟენევის გემის ტურები იდეალურია, თუ მოგზაურობისას ბევრი ლამაზი კადრისა და მოგონების დაგროვება გსურთ. აღმოაჩინეთ ჟენევის სანაპიროების საიდუმლოებები, მოუსმინეთ აუდიო გიდს გემზე ყოფნისას და შეიტყვეთ მეტი ჟენევას დიდებულ ბუნებაზე. თქვენ გაეცნობით ისეთი ღირსშესანიშნაობების ისტორიას, როგორიცაა ინგლისური ბაღი, სადაც უძველესი ნავსადგური ტყეს ხვდება, ცნობილი ჟენევის შადრევანი და შვეიცარიული საათები. ყურეში გასეირნებისას იხილავთ ულამაზეს პარკებს, დიდებულ ვილებს, ისტორიულ ძეგლებს და გაეროს ოფისს.
ტბის მარგალიტი
გსურთ გაისეირნოთ შესანიშნავ პარკში, საიდანაც ტბისა და მთების ხედი იშლება? როდესაც ამინდი მოწმენდილია, მონბლანი ჰორიზონტზე ძლიერად მოჩანს. აქ სიმშვიდე და ბუნება გელოდებათ და ნებისმიერ ამინდსა და სეზონზე სიამოვნო სეირნობას გპირდებათ.
სალევეს მთა
სალევეს მთა – პანორამა ველურ ბუნებაში – ჟენევიდან რამდენიმე წუთის სავალზე თქვენს წინაშე სამოთხე გადაიშლება. ცენტრიდან სულ ავტობუსის რამდენიმე გაჩერების და საბაგირო გზით ხუთი წუთის სავალზე, თქვენ მთის მწვერვალზე აღმოჩნდებით! აქ ჟენევისა და მისი შემოგარენის ჯადოსნური ხედი გელოდებათ. ლაშქრობა, პარაპლანით ფრენა, მთის ველოსიპედით ფრენა ან ზამთარში თხილამურებით სრიალი სპორტის მოყვარულთა მოთხოვნილებებს უდავოდ დააკმაყოფილებს!
დაჯავშნე ჟენევის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!
ფრენები ჟენევაში
სად ვჭამოთ ჟენევაში
ჟენევაში ბევრნაირ რესტორანს ნახავთ – იქნება ეს ტრადიციული სამზარეულოს თუ საერთაშორისო კერძების ადგილი. ამ სექციაში რამდენიმე ცნობილ კვების ობიექტს შემოგთავაზებთ.
საუკეთესო რესტორნები ჟენევაში
Natürlich – მდინარე რონიდან და BFM თეატრიდან სულ რაღაც რამდენიმე მეტრში მდებარე ეს პოპულარული რესტორანი თავისი მოდური და მშვიდი ატმოსფეროთი იზიდავს ტურისტებს. ის გთავაზობთ სეზონურ კერძებს, რომლებიც მზადდება ხარისხიანი რეგიონული ინგრედიენტებით. მენიუში კერძებს თან ახლავს შესანიშნავი ღვინის სია, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან ვარიანტებს.
SACHI – ეს რესტორანი მდებარეობს ჟენევას ცნობილ მდიდრულ სასტუმროში. თანამედროვე გარემოში მდებარე რესტორანი გთავაზობთ კომპლექსურ მენიუს, რომელიც სავსეა არომატების გემრიელი თანამედროვე ნაზავით, აქ ნახავთ სუშის დახვეწილ არჩევანს. მენიუ იაპონურ სტილშია გაწყობილი და აუცილებლად შეძლებთ საინტერესო კერძების ამორჩევას. აქ შეგიძლიათ ივახშმოთ რონის სანაპიროზე მდებარე ტერასაზე.
Osteria della Bottega – ეს ცოცხალი ატმოსფეროს მქონე რესტორანი ჟენევის ძველ ქალაქში, ციცაბო პატარა ქუჩაზე მდებარეობს. ელეგანტური ინდუსტრიული სტილის ფონზე, ღია სამზარეულოთი, სტუმრებს თანამედროვე, სეზონური ინგრედიენტებით შთაგონებული იტალიური სამზარეულ დახვდებათ. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ღვინოებიც. უმჯობესია დაჯავშნოთ ადგილი წინასწარ, რადგან ოსტერია ძალიან პოპულარულია.
ტრადიციული სამზარეულო
შვეიცარიული სამზარეულო კულინარიულ თავგადასავალს გპირდებათ. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ფონდიუ, რაკლეტი და როსტი, თუმცა ბაზელს თქვენთვის კიდევ უფრო მეტი რამ აქვს მომზადებული.
Schlüsselzunft – რესტორანი აბსოლუტურად აკმაყოფილებს 21-ე საუკუნის სტანდარტებს. აქ დააგემოვნებთ უგემრიელეს ადგილობრივ კერძებს, განსაკუთრებით კი თევზის კერძებს. შეგიძლიათ მიირთვათ სასმელიც.
Safran Zunft – იდეალური ადგილი ისტორიის, ტრადიციისა და კულინარიის ურთიერთშერწყმისთვის. აქ დააგემოვნებთ ბაზელის უნაზეს კერძებს უნიკალურ ატმოსფეროში.
Brauerei – ამ რესტორანში ტრადიციულობა მოდერნულობას ერწყმის. დააგემოვნეთ თანამედროვე ტექნიკებით მომზადებული ტრადიციული შვეიცარიული კერძები. რესტორნის ტერასიდან კი გადახედავთ ბაზელის ძველი ქალაქის ტერიტორიას.
პოპულარული კაფეები
Café des Banques – ჟენევის გულში მდებარე ეს ელეგანტური ბისტრო თანამედროვე ფრანგული კერძების შესაქმნელად სეზონურ ინგრედიენტებსა და მაღალტექნოლოგიურ ტექნიკას იყენებს. ელეგანტური, მაგრამ ამავდროულად კომფორტული და მყუდრო გარემო იდეალურად ერწყმის ისეთ კერძებს, როგორიცაა მაგალითად ზღვის ნიჟარების კარპაჩო. ღვინის მოყვარულებს მარანი მოხიბლავთ, სადაც ძირითადად ფრანგული ღვინის კოლექცია დაგხვდებათ. აქ წარმოდგენილი და უცხოური დესერტებიც.
Il Lago – ჟენევის უძველეს მდიდრულ სასტუმროში ფრესკებით მოჭედილი კედლების ფონზე უგემრიელესი მაღალხარისხიანი იტალიური სამზარეულოს კერძების დაგემოვნებას შეძლებთ. ხმელთაშუა ზღვის აქცენტებით, მდიდარი არომატებით, დახვეწილობითა და დელიკატურობით შექმნილი მენიუ ყველანაირი გემოვნების ადამიანს მოაწონებს თავს.
Izumi – აქაური ატმოსფერო ნამდვილად საერთაშორისოა: იაპონური და სხვა აზიური გავლენის მქონე ფიუჟენ სამზარეულოში უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებია გამოყენებული. სასტუმროს მეშვიდე სართულზე მდებარე ამ რესტორნის ცოცხალი ატმოსფერო და ელეგანტური, თანამედროვე იერსახე ისეთივე მიმზიდველია, როგორც აქაური საკვები. არ გამოტოვოთ სახურავის ტერასა, ერთი სართულით ზემოთ, საიდანაც ჟენევის, მისი მთებისა და ტბის განსაცვიფრებელი ხედი იშლება.
ახლოდან დანახული ჟენევა





სად ვიშოპინგოთ ჟენევაში?
ჟენევაში ნახავთ როგორც ცნობილ ბრენდებს, დიდი მოლებსა და საერთაშორისო მაღაზიებს, ასევე ადგილობრივი წარმოების ბევრ მაღაზიასა და მეორეულ ტანსაცმელს. დაბლა რამდენიმე ცნობილ საშოპინგო ცენტრსა და ქუჩას შემოგთავაზებთ.
რომელია საუკეთესო საშოპინგო ცენტრები ჟენევაში?
Manor Geneva – ცნობილი სავაჭრო ცენტრია, სადაც პროდუქციის ფართო არჩევანია, მათ შორის ტანსაცმელი, სილამაზის პროდუქტები, სამკაულები, მოგზაურობის ნივთები და შვეიცარიული შოკოლადები. მას აქვს დიდი კვების განყოფილება ახალი პროდუქტებითა და მზა კერძებით. მაღაზია ასევე გთავაზობთ ცნობილ შვეიცარიულ საათებსა და სუვენირებს, რაც მას ვიზიტორებისთვის პოპულარულ ადგილად აქცევს. ზედა სართულზე არის რესტორანი ტერასით, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დასვენება. დამატებით მომსახურებებს შორისაა ბარგის დატოვების შესაძლებლობა და შენაძენებზე დღგ-ს დაუყოვნებლივ დაბრუნება.
Balexert – ეს მოლი აერთიანებს ყველა აუცილებელ ნივთს, რათა თქვენი ყოველდღიური ცხოვრება გაამარტივოს. სტუმრების მოთხოვნილებებისა და სურვილების დასაკმაყოფილებლად, 1971 წლიდან მოლი მიყვება კონცეფციას, რომ ყველა აუცილებელი ნივთი ერთი სახურავის ქვეშ გააერთიანოს.
ყველაზე ცნობილი ბაზრობა ჟენევაში
Geneva’s Plainpalais Flea Market – ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, ჟენევის ქუჩები ცოცხლდება ულამაზესი ბაზრობით, რომელიც გთავაზობთ უნიკალურ ანტიკვარულ ნივთებს, ვინტაჟურ ტანსაცმელს და კოლექციონირებულ ნივთებს. ღია ცის ქვეშ მდებარე ბაზარი ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს, რაც ტურისტებისთვის მარტივად მისადგომს ხდის მას. ვინტაჟური სტილის მოყვარული ხართ თუ ნამდვილი საგანძურის მაძიებელი, შეგიძლიათ იპოვოთ მომხიბლავი ნივთები, რომლებიც შვეიცარიის ისტორიებს მოგვითხრობს.
საუკეთესო ქუჩები საშპინგოდ
Rue du Rhône და Rue de la Confédération – ამ ორი ქუჩის მთელ ჩაყოლებაზე ცნობილ ბრენდებსა თუ ადგილობრივი წარმოების მაღაზიებს ნახავთ. აქ შეგეძლებათ შეიძინოთ როგორც ტანსაცმელი, აქსესუარები თუ ყოველდღიური მოხმარების ნივთები, ასევე სამახსოვრო სუვენირები ჟენევაში მოგზაურობის სამუდამოდ დასამახსოვრებლად.
სად შევიძინოთ ცნობილი შვეიცარიული შოკოლადი?
ჟენევა მსოფლიოში ცნობილია როგორც შოკოლადის ქალაქი. შვეიცარიული შოკოლადი, კაკაოს გემო, თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო გემრიელს გახდის.
Auer – 1939 წელს დაარსებული Auer ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შოკოლადის დაწესებულებაა. ჟენევის ცენტრში, რიუს ბასში მდებარე კომპანია დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით მაღალი ხარისხის პრემიუმ პროდუქციისა და ცნობილი, სასიამოვნო ამანდეს პრინცესების წყალობით. მაღაზიაში ორმოცდაათი სახეობის შოკოლადია ხელმისაწვდომი.
Arn – გაემართეთ ძველი ქალაქის ცენტრში, რათა დააგემოვნოთ ქალაქის ერთ-ერთი უძველესი მწარმოებლის შოკოლადი. თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში, Arn-ი აღაფრთოვანებდა როგორც პატარებს, ასევე უფროსებს. ბრენდის ცნობილ შოკოლადებს შორისაა ტრადიციული მარმიტები და პრალინეს ბატონები, შავი ან რძიანი შოკოლადით.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ჟენევაში? მაშინ დაჯავშნე თბილისი ჟენევა ავიაბილეთები დღესვე!
როდის არის საუკეთესო დრო ჟენევაში სამოგზაუროდ?
ჟენევაში სამოგზაუროდ, ამინდების მხრივ, ზაფხული საუკეთესოა. ამ პერიოდში ქალაქში საუკეთესო ტემპერატურაა. ასევე, ზაფხულსა და ზამთარში საშოპინგოდ სპეციალური პირობები დაგხვდებათ, დიდი ფასდაკლებები და შეთავაზებები. ივლისში აქ სპეციალური კულტურული დღესასწაულები და ლაშქრობები იმართება, ასევე ამ პერიოდში კვების ფესტივალებიც ეწყობა, მათ შორის ინდური სამზარეულოს გამოფენა. გაზაფხული და შემოდგომა კი შედარებით ნეიტრალური სეზონებია და ამ დროს ნაკლები ტურისტიცაა ქალაქში. მოკლედ, ნებისმიერ სეზონზე ჟენევა იდეალურ დასვენებას გპირდებათ.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ ჟენევაში?
ჟენევაში გადაადგილებას შეძლებთ როგორც ფეხით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც საკმაოდ გამართულია ქალაქში.
ტრამვაი
ჟენევაში ტრამვაი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია. 1 საათის განმავლობაში თქვენ მგზავრობას შეძლებთ 3 CHF-ს ფასად. ტრამვაი ჟენევაში UNESCO -ს ძეგლთა სიაშია შეყვანილი.
ფეხით
ჟენევა ფეხით სასიარულოდ საკმაოდ კარგი ქალაქია. ძველი ქალაქი შეგიძლიათ ფეხით შემოიაროთ, ღირსშესანიშნაობები საკმაოდ ახლო-ახლოსაა ერთმანეთთან. ფეხით სიარულისას უკეთ აღმოაჩენთ ქალაქს.
ავტობუსი
ჟენევას ავტობუსი ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებამდე მარტივად მიგიყვანთ. ერთჯერადი ბილეთის საფასური 3 CHF-ს შეადგენს, იგი აქტიურია 1 საათის განმავლობაში. ბილეთები კი უნდა შეიძინოთ ავტობუსის სადგურზე, რადგან თავად ავტობუსებში არ არის ბილეთების შესაძენი აპარატები.
ტურისტებისთვის
ტურისტები აიღებთ ონლაინ ბილეთს, რომელიც უფასოდ მოგცემთ წვდომას დარჩენის პერიოდის განმავლობაში. ამიტომ, ტურისტებს შეუძლიათ უფასოდ იმგზავრონ ჟენევას საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
რომელია საუკეთესო პარკები ჟენევაში?
ჟენევას ბუნებაში მოწყობილი პარკები იდეალური ადგილია დასასვენებლად. აქ შეძლებთ შვეიცარიის ულამაზესი ბუნების დათვალიერება.
ინგლისური ბაღები
უყურეთ გედების ცურვასი ჟენევას ინგლისურ ბაღებში. ინგლისური ბაღი, სადაც ცნობილი ყვავილების საათი და მისი 12 000 ყვავილია განთავსებული, იდეალური ადგილია ნავსადგურის მოსანახულებლად და საოცარი ფოტოების გადასაღებად. აქ მდებარეობს ჟენევას ცნობილი ტბაც.
ჟუნკტინი
ეს ადგილი ორი მდინარის თავშეყრის საყურებლად იდეალურია. ისინი სხვადასხვა ადგილიდან მოდიან, არც ერთი ფერი აქვთ და არც ერთი სიჩქარე. არვი და რონა ორი მდინარეა, რომლებიც ერთმანეთს არ ჰგვანან, თუმცა ჟენევაში ერთიანდებიან. არ გამოტოვოთ ამ ორი მდინარის შთამბეჭდავი სანახაობა, როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებიან.
ბოტანიკური ბაღი
ჟენევის კონსერვატორია და ბოტანიკური ბაღი ქალაქის ულამაზესი ღირსშესანიშნაობებია. აქ 12 000 ზე მეტი ტიპის მცენარეს ნახავთ. სიმწვანეში ჩაფლული ეს საოცარი ბაღი ნებისმიერი ტიპის მოგზაურს აღაფრთოვანებს თავისი სიმშვიდითა და გრანდიოზულობით.
სალვეს მთა
ასე ეწოდება იმ ადგილს, სადაც ნახავთ პანორამას ველურ ბუნებაში – ჟენევიდან რამდენიმე წუთის სავალზე თქვენს წინაშე სამოთხე გადაიშლება. ცენტრიდან სულ ავტობუსის რამდენიმე გაჩერების და საბაგირო გზით ხუთი წუთის სავალზე, თქვენ მთის მწვერვალზე აღმოჩნდებით! აქ ჟენევისა და მისი შემოგარენის ჯადოსნური ხედი გელოდებათ. ლაშქრობა, პარაპლანით ფრენა, მთის ველოსიპედით ფრენა ან ზამთარში თხილამურებით სრიალი სპორტის მოყვარულთა მოთხოვნილებებს უდავოდ დააკმაყოფილებს!
ტბის მარგალიტი
გსურთ გაისეირნოთ შესანიშნავ პარკში, საიდანაც ტბისა და მთების ხედი იშლება? როდესაც ამინდი მოწმენდილია, მონბლანი ჰორიზონტზე ძლიერად მოჩანს. აქ სიმშვიდე და ბუნება გელოდებათ და ნებისმიერ ამინდსა და სეზონზე სიამოვნო სეირნობას გპირდებათ.
ჟენევის ტბა
ჟენევის ტბის მიმდებარე ტერიტორია იდეალური ადგილია ჟენევაში სამოგზაუროდ. აქ მდებარეობს შვეიცარიის ცნობილი შადრევანიც. თუ ბუნებაში სეირნობა და ულამაზესი ადგილების დათვალიერება გსურთ, ამ ადგილს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
გადაწყვიტე მოიწყო საინტერესო მოგზაურობა ჟენევაში? მაშინ იაფი ფრენები ჟენევაში სწორედ შენთვისაა!
ხშირად დასმული კითხვები ჟენევაზე
რამდენი დღეა საკმარისი ჟენევის მოსანახულებლად?
2 დღე მაინც გათვალეთ ქალაქში მოგზაურობისათვის მისი ღირსშესანიშნაობების სრულად დასათვალიერებლად.
რა უნდა წავიღოთ ჟენევაში?
პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ მოგზაურობისათვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადება, იქნება ეს პასპორტი თუ საიდენტიფიკაციო ბარათი. ასევე, წაიღეთ რაც შეიძლება კომფორტული და სეზონისთვის შესაფერისი ტანსაცმელი და შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. უმჯობესი იქნება, თუ წაიღებთ კომფორტულ ზურგჩანთას, რადგან ჟენევაში ბევრი სიარული მოგიწევთ და სასეირნო ადგილებიც ბევრია. ასევე, საჭიროებისამებრ, გირჩევდით წაიღოთ პორტატული დამტენი და ფოტოების გადაღების მოყვარულებს, არ დაგრჩეთ ფოტოაპარატიც, რათა კარგად აღბეჭდოთ შვეიცარიული ბუნება.
რით არის გამორჩეული ჟენევა?
ჟენევა ცნობილია თავისი ისტორიული და კულტურული ძეგლებით. ამას ემატება ულამაზესი ბუნება და სიმწვანეში ჩაფლული არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნება.
რამდენად ძვირია ჟენევა?
ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით, ჟენევაში მოგზაურობა ძვირია. თუმცა, თუ წინასწარ შეიძენთ ავიაბილეთებს და დაჯავშნით დასარჩენ ადგილებს, გაცილებით იაფი დაგიჯდებათ მოგზაურობა.
რამდენად უსაფრთხოა ჟენევაში მოგზაურობა?
ჟენევაში მოგზაურობა საკმაოდ უსაფრთხოა, თუმცა ტურისტულ ადგილებსა და ხალხმრავალ სივრცეებში ყურადღება უნდა მიაქციოთ პირად ნივთებს.
როდის არის საუკეთესო დრო ჟენევაში სამოგზაუროდ?
ზაფხული საუკეთესო დროა ჟენევაში სამოგზაუროდ ამინდების მხრივ. აქ ზაფხულში ძალიან არ ცხელა, პირიქით, სასიამოვნო ტემპერატურაა.
რომელია ჟენევასთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
GVA – ჟენევას აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 4 კილომეტრში მდებარეობს.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან ჟენევაში?
ჟენევაში გაფრენას შეძლებთ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან .თბილისიდან ჟენევას მიმართულებით ნახავთ როგორც პირდაპირ ასევე გადაჯდომით ფრენებს. ქუთაისიდან შეგიძლიათ მხოლოდ გადაჯდომითი ავიარეისები ნახოთ.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან ჟენევაში?
თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ასრულებს ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია EasyJet. გადაჯდომით კი შემოგთავაზებთ ბერძნული ავიაკომპანიების SkyExpress-ისა და Aegean Airlines-ის, გერმანული Lufthansa-ს, პოლონური Lot-ისა და თურქული Pegasus-ს ავიაბილეთებს. ქუთაისიდან კი Wizz Air-ისა და Pegasus-ის ფრენებს შემოგთავაზებთ.
როგორ შევიძინოთ ჟენევის იაფი ავიაბილეთები?
მოგზაურობის მაქსიმალურად ბიუჯეტურად დაგეგმვისათვის, პირველ რიგში აუცილებელია 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები ჟენევაში და დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს. ასევე, საუკეთესო ფასების მისაღებად უნდა გამოიყენოთ ავიაბილეთების საძიებო სისტემა, როგორიცაა avia.ge
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი სხვა მნიშვნელოვან დეტალებს ჟენევა მოგზაურობის წინ















