Etihad Airways საქართველოს ავიაბაზარზე კვლავ ბრუნდება და თავისი მარშრუტების ქსელს კიდევ უფრო აფართოებს. 2026 წლის მარტიდან აბუ-დაბის ზაიედის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყება. თბილისის მიმართულებით ფრენები მომდევნო წლის 13 მარტიდან კვირაში 8-ჯერ შესრულდება, რაც საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საჰაერო კავშირებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
Etihad Airways საქართველოს ავიაბაზარზე პირველად 2020 წელს გამოჩნდა. ამჟამად აბუ-დაბისა და თბილისს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას მხოლოდ Air Arabia ასრულებს, თუმცა Etihad-ის დაბრუნება კიდედვ უფრო გაამარტივებს მოგზაურობას როგორც ტურისტებისთვის, ასევე ბიზნეს მოგზაურებისთვის.
თბილისი აბუ-დაბი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
26 ივლისი 2025 | 29 ივლისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 337 -დან |
21 აგვისტო 2025 | 28 აგვისტო 2025 | ![]() | ავიაბილეთები 745 -დან |
22 სექტემბერი 2025 | 30 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 827 -დან |
თბილისის აეროპორტი -ს გარდა, Etihad Airways 2025-2026 წლებში კიდევ ექვს ახალ მიმართულებას ამატებს. ეს ქალაქებია: ალმათი, ბაქო, ბუქარესტი, მედინა, ტაშკენტი და ერევანი. მედინაში რეგულარული რეისები 2025 წლის 9 ნოემბერს დაიწყება, ხოლო თბილისი და დანარჩენი ქალაქები 2026 წლის გაზაფხულზე დაემატება.
ამ გაფართოებით Etihad Airways-ის მიერ 2025 წლისთვის გამოცხადებული ახალი მიმართულებების რაოდენობა ჯამში 29-მდე გაიზარდა. ავიაკომპანიამ უკვე დაიწყო რეგულარული ფრენები პრაღაში, ვარშავაში, სოჭსა და ატლანტაში, წლის ბოლომდე კი კიდევ 13 ახალ მიმართულებას შესთავაზებს მგზავრებს.
Etihad Airways-ის აღმასრულებელი დირექტორის, ანტონოალდო ნევესის განცხადებით, კომპანიის მიზანია სხვადასხვა კულტურის და ინტერესის მქონე მოგზაურებისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზება.
ნევესმა ასევე აღნიშნა, რომ Etihad Airways-ისთვის 2025-2026 წლები ისტორიულია, რადგან კომპანიამ ერთ წელიწადში 29 ახალი მარშრუტი დაამატა. ეს ნაბიჯი ასახავს Etihad-ის სტრატეგიულ მიზანს – გააძლიეროს აბუ-დაბის , როგორც გლობალური ავიაციური ცენტრის, პოზიციები.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907