Etihad Airways-მა განაცხადა, რომ აბუ-დაბიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს. თუმცა, ეს მხოლოდ საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნება არ არის, ავიაკომპანია აქტიურად აგრძელებს მარშრუტების ქსელის გაფართოებას 2025-2026 წლებში. Etihad-ის განცხადებით, მათ კიდევ 6 ახალი მიმართულება დაამატეს. ესენია: თბილისი, ალმათი, ბაქო, ბუქარესტი, მედინა, ტაშკენტი და ერევანი.
თბილისის მიმართულებით ფრენები ოფიციალურად 2026 წლის 13 მარტს დაიწყება. Etihad-ი აბუ-დაბის ზაიედის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისისკენ კვირაში 8 რეისს განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ Etihad Airways წარსულშიც ოპერირებდა თბილისის აეროპორტში ამავე მარშრუტზე. ამჟამად კი თბილისი აბუ-დაბი აბუ-დაბი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე პირდაპირ ავიამიმოსვლას Air Arabia უზრუნველყოფს.
თბილისი აბუ-დაბი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
26 ივლისი 2025 | 29 ივლისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 337 -დან |
21 აგვისტო 2025 | 28 აგვისტო 2025 | ![]() | ავიაბილეთები 745 -დან |
22 სექტემბერი 2025 | 30 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 827 -დან |
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Wizz Air -მა ახლახანს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2025 წლის 1 სექტემბრიდან აბუ-დაბიში ფრენებს აუქმებს. ავიაკომპანიის გადაწყვეტილების მიზეზებად რეგიონში არსებული ბაზრის დინამიკა, საოპერაციო სირთულეები და რთული გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება.
მგზავრები, რომლებსაც ავიაბილეთები 2025 წლის 31 აგვისტოს შემდეგ აქვთ დაჯავშნილი Wizz Air-ის აბუ-დაბის რეისებზე, ელექტრონული ფოსტით მიიღებენ ინფორმაციას თანხის უკან დაბრუნების ან ალტერნატიული მგზავრობის შესახებ. თუ ავიაბილეთები მესამე მხარის მეშვეობით შეიძინეს (მაგალითად, ტურისტული სააგენტო), უნდა დაუკავშირდნენ შესაბამის სააგენტოს დეტალების გასარკვევად.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907