Etihad Airways აფართოებს თავის მარშრუტების ქსელს და 2025-2026 წლებში ფრენებს რამდენიმე ახალ მიმართულებაზე იწყებს. ახალი მიმართულებებია – თბილისი, ალმათი, ბაქო, ბუქარესტი, მედინა, ტაშკენტი და ერევანი. ავიაბილეთების გაყიდვა უახლოეს დღეებში დაიწყება. მედინაში რეგულარული რეისები 2025 წლის 9 ნოემბერს დაიწყება, დანარჩენი მიმართულებები კი, მათ შორის თბილისი 2026 წლის მარტში შეემატება Etihad-ის ქსელს.
ავიაკომპანია აბუ-დაბის ზაიედის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ოპერირებას 2026 წლის 13 მარტიდან დაიწყებს. რეისები შესრულდება კვირაში 8-ჯერ.
აღსანიშნავია, რომ Etihad 2020 წლიდან ოპერირებდა თბილისის საერთასორისო აეროპორტი -ს მიმართულებით. ამ დროისათვის კი თბილისი აბუ-დაბი აბუ-დაბი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე პირდაპირ ავიამიმოსვლას ავიაკომპანია Air Arabia ახორციელებს.
თბილისი აბუ-დაბი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
28 ივლისი 2025 | 31 ივლისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 148 -დან |
21 აგვისტო 2025 | 28 აგვისტო 2025 | ![]() | ავიაბილეთები 747 -დან |
22 სექტემბერი 2025 | 30 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 868 -დან |
ამ ახალი მიმართულებების დამატებით, Etihad Airways -ის მიერ 2025 წლისთვის გამოცხადებული ახალი მიმართულებების საერთო რაოდენობა 29-მდე გაიზარდა, რაც მოიცავს როგორც მუდმივ, ასევე სეზონურ მარშრუტებს.
Etihad Airways-მა 2025 წელს უკვე განახორციელა საზეიმო პირველი ფრენები ოთხ ახალ მიმართულებაზე – პრაღაში, ვარშავაში, სოჭსა და ატლანტაში. ავიაკომპანიის განცხადებით, წლის ბოლომდე კიდევ 13 ახალი მარშრუტის დამატებას გეგმავს.
Etihad Airways-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანტონოალდო ნევესმა აღნიშნა:
„მედინას სულიერი მნიშვნელობიდან დაწყებული, თბილისისა და ერევნის ისტორიული ხიბლით, ბაქოსა და ალმათის თანამედროვე დინამიკით დასრულებული, თითოეული მიმართულება ამდიდრებს ჩვენს მზარდ ქსელს და იზიდავს სხვადასხვა ინტერესის მქონე მოგზაურებს.“
მან ასევე დაამატა:
„ამ შვიდი ახალი მიმართულების დამატებით, Etihad-ი ერთ წელიწადში ჯამში 29 ახალ მარშრუტს გახსნის – ეს არის შესანიშნავი მიღწევა, რომელიც ასახავს ჩვენს ამბიციას და ერთგულებას აბუ დაბის ზრდის მიმართ.“
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907