თურქეთი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო მიმართულებაა მსოფლიოში. შავ, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის მდებარე ქვეყანა ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების მთელ მრავალფეროვნებას გთავაზობთ – სტამბოლის სასახლეებითა და მეჩეთებით დაწყებული, ანტალიისა და ბოდრუმის სანაპიროებით დამთავრებული. ამ გზამკვლევში თურქეთის ქალაქებზე მოგიყვებით, გაგაცნობთ ინფორმაციას ადგილობრივ ტრანსპორტზე, ღირსშესანიშნაობებზე, ტრადიციულ კერძებსა და სხვა თავისებურებებზე. რაც მთავარია, avia.ge-სთან ერთად მოგზაურობის მარტივად და ბიუჯეტურად დაგეგმვას შეძლებთ.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

თურქული

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

₺ 75

დროის ზონა

მთელი წლის განმავლობაში

GMT+3

ვალუტა

თურქული ლირა

₺

კვება

ერთი სადილის ღირებულება

₺ 300-700

ელექტრობა

Plug type: C / F

2 pins • 230V

აღმოაჩინე თურქეთი

რომელი ქალაქები მოვინახულოთ თურქეთში?

თურქეთის ქალაქები ტურისტებისთვის მოსანახულებლად საყვარელი ადგილებია. ყველა ქალაქი თავისებურად გამორჩეულია, აქ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებს ნახავთ. ასევე, ქალაქები პოპულარულია თავისი სანაპიროებით.

მარმარილოსა და შავი ზღვების სანაპიროზე გაშენებული ულამაზესი სტამბოლი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქია. თავისი ტერიტორიული მდებარეობიდან გამომდინარე, სტამბოლი წარმოადგენს აღმოსავლეთ და დასავლეთ ცივილიზაციების ერთგვარ შესაყარს, ამიტომ ამ ქალაქში ისტორიულ, ხელოვნებისა თუ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს მრავლად შეხვდებით.

სამხრეთ თურქეთში მდებარე ქალაქი ანტალია საპორტო და საკურორტო მნიშვნელობისაა. იგი წლებია ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად რჩება. იგი ხმელთაშუა ზღვის გაყოლებაზეა გაშენებული და სანაპიროების მრავალფეროვნებას გთავაზობთ.

ბოდრუმი თურქეთის სამხრეთ-დასავლეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქია. იგი მსოფლიოში პოპულარულია თავისი სანაპიროებითა და დასვენების კარგი შესაძლებლობებით. ბოდრუმი კულტურულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებსაც დაგახვედრებთ. აქაური კოშკები, ძველი ნაგებობები, ციხესიმაგრეები და მუზეუმები ისტორიულ ატმოსფეროს ქმნიან.

თურქეთის დედაქალაქი და გეოგრაფიული ცენტრი ანკარა ცენტრალური ანატოლიის მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ქალაქია. ანკარაში ყოფნისას შეგიძლიათ დაათვალიეროთ მისი ისტორიული მუზეუმები, სასახლეები და სხვადასხვა ეპოქის შენობები. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ თურქულ ბაზრობებს და დაესწროთ კულტურულ ღონისძიებებს.

ქალაქი იზმირი თურქეთის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლოკაციაა. იგი ცნობილია თავისი კულტურული და ისტორიული ღირებულებით. იცოდით, რომ იზმირი ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში ბერძნების დაარსებული კოლონია იყო? ეს ასპექტი ქალაქის ინფრასტრუქტურაში კარგად ჩანს.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ თურქეთში?

თურქეთის ქალაქები მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს. ქვეყანა სავსეა მუზეუმებით, ციხე-კოშკებითა თუ ტაძრებით.

აია სოფიას ტაძარი მე-6 საუკუნის კულტურული ძეგლია. იგი ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე პირველმა ააშენა და დღემდე ღირსშესანიშნაობად რჩება. 1453 წელს ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, 1934 წლიდან მუზეუმი იყო, 2020 წლიდან კი კვლავ მეჩეთად ფუნქციონირებს. მისი გუმბათებისა და სვეტების წყობა საოცარ არქიტექტურულ სტილს ქმნის.

ბაზილიკა ცისტერნა ბიზანტიის ძლევამოსილი იმპერატორის იუსტინიანე პირველის მიერ აშენდა მე-6 საუკუნეში. ცისტერნა ძველი ბაზილიკის ადგილას, მიწისქვეშ მდებარეობს და სწორედ აქედან ხდებოდა სტამბოლის მოსახლეობის წყლით მომარაგება. დღეს ცისტერნაში 12 რიგად განლაგებული 336 სვეტი იდეალურ, ჰარმონიულ გარემოს ქმნის.

თოფქაფის სასახლე ოსმალეთის სულთნის მეჰმედ მეორის ბრძანებით აშენდა. აქედან იშლება ბოსფორის სრუტეზე ულამაზესი ხედი. სასახლე 4 ეზოსა და მრავალი შენობისგან შედგება. აქ ოსმალეთის სულთნების საგანძური, იარაღი და წმინდა რელიქვიებია დაცული. სასახლეს გარს არტყია ულამაზესი ბაღები.

ანტალიის აკვარიუმი ცოცხალი სახეობების კოლექციაზე მეტია, ის გთავაზობთ წყალქვეშა საფარის დათვალიერებას უნიკალური თემატური ზონებით, რომლებიც მარჯნის რიფების, ტროპიკული ტყეების, დაკარგული ქალაქი ატლანტიდისა და სხვა ობიექტების მიხედვითაა შექმნილი.

ანტალიის სელფის პარკი სახალისო თავგადასავალს გპირდებათ. აქ მრავალი ფოტოგენური ინსტალაციაა, სადაც გადაიღებთ უამრავ ფოტოს თქვენი სოც-მედია გვერდებისათვის.

აია-სოფიას მეჩეთთან ახლოს მდებარეობს სულთან აჰმედის მეჩეთი, ან ლურჯი მეჩეთი. იგი მე-17 საუკუნეში აიგო და მდებარეობს სტამბოლის ცენტრში. მეჩეთი კლასიკური ოსმალური არქიტექტურის ნიმუშია. მისი უდიდესი გუმბათები და სვეტები ნებისმიერ მნახველს აღაფრთოვანებს. ყურადღებას იპყრობს ინტერიერის ლურჯი იზნიკის კაფელიც, რის გამოც მას ლურჯ მეჩეთს უწოდებენ.

გალათას კოშკი ოქროს რქის ჩრდილოეთ ნაპირზე, ბეიოღლუს რაიონში მდებარეობს, იგი ფაქტობრივად მთელ ქალაქს გადმოჰყურებს, ამიტომ თუ ქალაქის ხედებით ტკბობა განგიზრახავთ, აუცილებლად ეწვიეთ მას. 2020 წლიდან კოშკი მუზეუმად ფუნქციონირებს, ზედა სართულის ღია აივნიდან კი სტამბოლის პანორამული ხედებით დატკბებით.

პრინცის კუნძულები არის 9 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი, რომელიც მდებარეობს მარმარილოს ზღვაში, სტამბოლის სამხრეთით. ბიზანტიურ ეპოქაში კუნძულები გამოიყენებოდა მთავრებისა და სამეფო ოჯახის წევრების გადასახლების ადგილად, რაც მათ სახელწოდებას უკავშირდება. მოგვიანებით, ოსმალეთის პერიოდში, ისინი სტამბოლის მდიდარი ოჯახების პოპულარულ დასასვენებელ ადგილად იქცა.

ანტალიის თურქული აბანოები თურქეთის ისტორიულ დროში გამოგზაურებთ. აქ შეგეძლებათ დაისვენოთ, განიტვირთოთ, ჩაიტაროთ სხვადასხვა პროცედურები და მოწყდეთ ყოველდღიურობას.

ჰალიკარნასის მავზოლეუმი ძველი მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი იყო. ეს დიდებული აკლდამა ძვ. წ. IV საუკუნეში კარიის მმართველ მავსოლოსს აუგეს. ნაგებობა მიწისძვრებმა დაანგრია და დღეს ბოდრუმში მისი საძირკველი და ნანგრევებია შემორჩენილი, ღია ცის ქვეშ მუზეუმის სახით.

 

ფრენები თურქეთში

რა ვჭამოთ თურქეთში?

თურქეთი შეიძლება ცნობილი იყოს თავისი ქაბაბებით, მაგრამ ეს პოპულარული კერძი თურქული სამზარეულოს აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. თურქეთის კერძების მრავალფეროვნება ქვეყნის ადგილმდებარეობის დამსახურებაა –  ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან ზეითუნის ზეთზე დამზადებული კერძები, ცენტრალური ანატოლიიდან გულიანი პურ-ფუნთუშეული, აღმოსავლეთიდან კი დახვეწილი ცხარე არომატები – პრეტენზიული მჭამელებიც კი იპოვიან თურქეთში საყვარელ კერძებს.

თურქეთი დაიკვეხნის თავისი ქაბაბებით. იგი სპეციალური რეცეპტით მზადდება და ნახავთ როგორც რესტორნებში, ასევე ქუჩის სწრაფი კვების ობიექტებშიც. თურქული ქაბაბი ქართულისგან განსხვავდება სუნელების შეზავების ტექნიკითა და მისაყოლებელი სოუსებით.

ყველის მოყვარულებმა აუცილებლად დააგემოვნეთ ბორეკი. იგი თურქეთის ტრადიციული კერძია. რამდენიმე ფენა ცომში გარეული თეთრი ყველი (ბეიაზ პეინირი) უგემრიელეს კომბინაციას ქმნის. იგი სხვადასხვა ტექნიკით მზადდება თურქეთის სხვადასხვა პროვინციაში. შეიძლება შეგხვდეთ კარტოფილის ან ხორცის შიგთავსითაც, შესაბამისად თქვენს გემოვნურ რეცეპტორებზე მაქსიმალურად მორგებული ბორეკის დაგემოვნება არ გაგიჭირდებათ.

თურქეთი ცომეულის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამის ნათელი მაგალითია სიმითი, რომელიც წარმოადგენს გამომცხვარ ცომს სეზამის მარცვლებით. სიმითი განსაკუთრებით საუზმისთვის განკუთვნილი საჭმელია. იგი თურქეთის ქალაქების ნებისმიერ საცხობში შეგხვდებათ. აუცილებლად გირჩევთ ამ ტრადიციული ფუნთუშის დაგემოვნებას.

კოფტე არის პატარა ხორცის ბურთულები, რომლებიც ასევე თავისებურად მზადდება. იგი ადგილობრივების საყვარელი სასუსნავია, თუმცა საკმაოდ დამანაყრებელია.

თურქეთი ტკბილეულის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით კარგი სამოგზაურო ადგილია. აქ შეგიძლიათ გასინჯოთ თურქული ბაქლავა, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს. ბაქლავას ნებისმიერ საცხობსა თუ კაფეში ნახავთ.

თურქული მუსაკა (musakka) ბერძნულისგან განსხვავდება: იგი შემწვარი ბადრიჯნის, დაკეპილი ხორცის, ხახვისა და პომიდვრის სოუსისგან მზადდება, ბეშამელის სოუსის გარეშე. მას ხშირად ბრინჯის ფლავთან და იოგურტთან ერთად მიირთმევენ.

 

 

ახლოდან დანახული თურქეთი

სად ვიშოპინგოთ თურქეთში?

თურქეთში შოპინგსაც იდეალურად შეძლებთ. აქ ნახავთ როგორც თანამედროვე შოპინგ-ცენტრებსა და მაღალი კლასის მაღაზიებს, ასევე ვინტაჟურ მაღაზიებსა და ფლი-მარკეტებს.

 

Mall of Istanbul ერთ-ერთი დიდი მოლია თურქეთში, სტამბოლში. ის მაღაზიების ფართო არჩევანს მოიცავს, აქ მრავალი კომპანიის პროდუქციაა განთავსებული, რომლებიც შემოგთავაზებენ ცნობილ ბრენდებს, ასევე, თურქეთში დამზადებულ ტანსაცმელს, ქსოვილებს, აქსესუარებსა და სხვა.

İstanbul Cevahir Shopping Mall  – ეს მოლი სტამბოლში ათათურქის მუზეუმთან ახლოს მდებარეობს. იგი სავაჭრო და გასართობი სივრცეა. ამ გრანდიოზულ არეალში ბევრ მაღაზიასა და მოსასვენებელ სივრცეს ნახავთ.

Ankamall – ანკარის ერთ-ერთი უდიდესი საშოპინგო ცენტრი, რომელიც უამრავ მაღაზიასა და გასართობ სივრცეს იტევს,

Antalya Migros Shopping Mall – ანტალიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული საშოპინგო ცენტრი. იგი საკმაოდ მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს. მოლში ბევრი ცნობილი ბრენდის მაღაზიაა, აქ ნახავთ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს, საოჯახო ტიპის ნივთებსა თუ ტექნიკას.

Deepo Outlet Center Antalya – აქ ბიუჯეტურად შეძლებთ ცნობილი ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტყავის ნივთების შეძენას. მოლში სათამაშოებისა და ტექნიკის მაღაზიებიც მდებარეობს.

Erasta Shopping Mall Antalya – ასევე ძალიან ცნობილი მოლი ანტალიაში. აქ ნახავთ ტანსაცმელს, აქსესუარებს, თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებს, წიგნის მაღაზიებსა და მოსასვენებელ სივრცეებს.

სტამბოლი და ანტალია ყველაზე კარგ შესაძლებლობას მოგცემთ თურქეთში შოპინგისათვის. ამ ქალაქებში უამრავი გრანდიოზული მოლი, ბაზრობები და სხვადასხვა ტიპის მაღაზიები დაგხვდებათ. იპოვით ყველანაირ პროდუქციას, ტანსაცმლით დაწყებული, აქსესუარებითა თუ სიმბოლური სუვენირებით დამთავრებული.

Grand Bazaar – სტამბოლის “დიდი ბაზარი” ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე პოპულარული ბაზარია. მისი მშენებლობა სულთან მეჰმედ II-ის ბრძანებით 1455–1461 წლებში დაიწყო. ბაზარი მნიშვნელოვანი ადგილია სტამბოლისა და აქაური მაცხოვრებლების მეხსიერებაში ჩასაბეჭდად. მრავალფეროვანი ტანსაცმლის, დახვეწილი ხელნაკეთი ტექსტილის, სხვადასხვა პროდუქციისა და ცნობილი თურქული ხალიჩების გარდა, ის ასევე შემოგთავაზებთ ვერცხლისა და ოქროს ნაკეთობებს, გამორჩეულ საათებს, ძვირფას ქვებს, სპილენძის ნაკეთობებს, უძველეს მონეტებს და ბევრ სხვა ნივთს.

Spice Bazaar -გსმენიათ ოდესმე თურქეთის სანელებლების ბაზრის შესახებ? სანელებლების ბაზარი თურქეთში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ადგილობრივი პროდუქციის გასინჯვისთვის. ეს ადგილი 1660 წელს აშენდა. დღეს ის დიდი კომერციული სივრცეა, სადაც ეგვიპტური და ადგილობრივი სანელებლები იყიდება და, რა თქმა უნდა, ყველა მნახველს აღაფრთოვანებს მრავალფეროვანი გემოებით. სანელებლების ბაზარი Grand Bazaar-თან ახლოს მდებარეობს, ასე რომ, როგორც კი სტამბოლის დიდ ბაზრობაზე სუვენირებისა და საჩუქრების შეძენას დაასრულებთ, შესაძლოა, მოისურვოთ სანელებლების ბაზრიდან ეგზოტიკური სანელებლების, ჩირის, თხილის, ზეითუნის ზეთის, ყავისა და თურქული ნუგბარის დაგემოვნება.

Kemeralti Market – ქემერალთის ბაზარში თურქეთის მონახულებისას ბევრი ექსკლუზიური ნივთის შეძენაა შესაძლებელი. ქემერალთის ბაზარი იზმირში მდებარეობს, მისი ისტორია XVII საუკუნიდან იწყება და დღემდე საპატიო ადგილს იკავებს თურქეთის პოპულარულ ბაზრებს შორის. ის ცნობილია ანტიკვარული მაღაზიებით და, რა თქმა უნდა, ტრადიციული ხელნაკეთი ნაწარმით!

  • ტანსაცმელი და აქსესუარები – ტყავის ტანსაცმელი და აქსესუარები (ჩანთები, ქამრები, საფულეები). თურქეთი ცნობილია ტყავის ნაწარმით, რომელიც ხშირად ევროპულზე იაფია.
  • ნაქსოვი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდების ნაწარმი თურქეთში გაცილებით იაფად შეგიძლიათ ნახოთ
  • საიუველირო ბრენდები ასევე იაფ პროდუქციას შემოგთავაზებენ
  • ზეთისხილი – თურქეთი ზეთისხილის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი პოპულარული სუვენირებია.
  • სასაჩუქრე პროდუქცია – თურქული თხილი, ლოკუმი (თურქული ნუგბარი),
    ჰალვა, ბაქლავა და კადაიფი, თაფლი, ვარდის ფურცლების მურაბა.

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი თურქეთში? მაშინ დაჯავშნე თბილისი სტამბოლის ავიაბილეთები ახლავე!

როდის არის საუკეთესო დრო თურქეთში სამოგზაუროდ?

ამინდის მხრივ გაზაფხულის ან შემოდგომის თვეები უმჯობესია თურქეთში სამოგზაუროდ, თუ ყველაფრის გამოცდა გსურთ ქვეყანაში – მუზეუმების მშვიდად დათვალიერება, ნეიტრალურ ამინდებში სანაპიროებზე სეირნობა და კარგად დასვენება. ამ დროს მის ქალაქებში თბილა და თანაც, პიკის სეზონთან შედარებით ნაკლები ტურისტია. ღონისძიებების მხრივ, ყველა სეზონი ერთმანეთზე უკეთესია. გაზაფხულზე თურქეთში ტულპანების ულამაზესი დღესასწაული იმართება, ამ პერიოდში თურქები ზეიმობენ გაზაფხულის დადგომას. ზაფხულში თურქეთში ბევრი ფესტივალი იმართება. ზაფხულის თვეებში ანტალიის სანაპიროებზე იდეალურად შეძლებთ განტვირთვას, დასვენებასა და მზის აბაზანების მიღებას. შემოდგომა კულტურული დღესასწაულებისა და კულინარიული ზეიმის სეზონია. შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში ბოსფორის სრუტეზე თოლიების თანხლებით სეირნობას შეძლებთ. ასევე, ზამთარში ულამაზესად ირთვება საახალწლოდ თურქული ქალაქების ქუჩები. აქაურობა ნამდვილ ჯადოსნურ ზღაპარს პირდება დამსვენებლებს წელიწადის ნებისმიერ დროს.

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ თურქეთში?

თურქეთში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და ქალაქების ხედებით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საკმაოდ გამართულად ფუნქციონირებს.

ტრამვაი თურქეთის დიდ ქალაქებში მოსახერხებელი გადასაადგილებელი საშუალებაა. სტამბოლში ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული T1 ხაზია, რომელიც სულთანაჰმეთს, ემინონიუს და ქარაქოის აკავშირებს, ამიტომ მისით ძველი ქალაქის ღირსშესანიშნაობებამდე მისვლა ძალიან მარტივია. თანაც, სტამბოლის ტრამვაი თანამედროვე და სუფთაა და დილიდან გვიან ღამემდე ხშირი ინტერვალით მოძრაობს. ტრამვაი იზმირსა და ანტალიაშიც შეგხვდებათ.

მეტრო ასევე სწრაფი საშუალებაა გადაადგილებისათვის. არ დაგავიწყდეთ სამოგზაურო ბარათის გამოყენება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას. სტამბოლის მიწისქვეშა ფუნიკულიორი „ტიუნელი“ (1875 წ.) ლონდონის მეტროს შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მიწისქვეშა ხაზია, თანამედროვე მეტროს კი 10-ზე მეტი ხაზი და 150-ზე მეტი სადგური აქვს. სტამბოლის მეტრო მკაცრი გრაფიკით მუშაობს, ამიტომ მისით გადაადგილება დროს საკმაოდ დაგაზოგინებთ. მეტრო ასევე მოგემსახურებათ იზმირში, ბურსასა და ანკარაშიც. 2026 წელს სტამბოლში მეტროს, ტრამვაისა და ავტობუსის სრული ბილეთი Istanbulkart-ით 42 ლირაა.

ბორანით გასეირნება პოპულარულია თურქეთში. განსაკუთრებით, ბოსფორის სრუტეში გირჩევთ ბორანით მგზავრობას. არ გამოტოვოთ უნიკალური შესაძლებლობა, აღმოაჩინოთ თურქეთი სხვა პერსპექტივიდან. სტამბოლის ქალაქის ბორნის (Şehir Hatları) ბილეთი Istanbulkart-ით 2026 წელს დაახლოებით 45 ლირიდან იწყება.

თურქეთის ქალაქები ფეხით მარტივად შემოვლადია. სტამბოლის ქუჩებში, მის აღმართებში, აუცილებლად უნდა იაროთ და გალატას კოშკი საკუთარი ფეხით მოინახულოთ.  თურქეთის ქალაქების სანაპიროებზე სეირნობისას მის უნიკალურ ბუნებასა და ზღვის ხედებს დაათვალიერებთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

საუკეთესო სანაპიროები თურქეთში

თურქეთი თავისი სანაპიროებით მოგხიბლავთ. ხმელთაშუა, ეგეოსისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლი, ქვიშიანი ან კლდოვანი რელიეფები, იდეალურ დასვენებას გპირდებათ. დაბლა რამდენიმე პოპულარულ სანაპიროს შემოგთავაზებთ თურქეთის ქალაქებში.

ანტალია თურქეთის საუკეთესო პლაჟების სამშობლოა. მერმერლის სანაპირო, რომელიც ძველი ქალაქის ნავსადგურში მდებარეობს, ქალაქის საუკეთესო სასტუმროებიდან რამდენიმე ნაბიჯშია.

პეპლების ველი ქვიშიანი სარტყელია, რომელიც ნავით მისასვლელად შთამბეჭდავი კლდეების ფერდობებს შორისაა განლაგებული. დრო აქ გაჩერებულია და გრძელი შუადღეები მზის სხივების ქვეშ იხარჯება ცისფერ ხმელთაშუა ზღვასა და უხვ მიწას შორის, სადაც 100-ზე მეტი სახეობის პეპელა ფარფატებს ველურ ყვავილებსა და ხეხილიან ხეებს შორის.

კლეოპატრას სანაპირო ალანიის (ანტალიის პროვინცია) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპიროა და ამას საფუძვლიანი მიზეზი აქვს. იგი იდეალური ადგილია ქალაქის აურზაურისგან თავის დასაღწევად. ამ სანაპიროზე ნახავთ კაფე-რესტორნებსაც, ასევე სანაპიროზე შეგიძლიათ წყლის აქტივობებითაც დატკბეთ.

18 კილომეტრიანი პატარას სანაპირო თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ქვიშიანი მონაკვეთია. იგი ანტალიის პროვინციაში, კალკანსა და ფეთჰიეს შორის მდებარეობს. სატრანსპორტო კვანძებთან და ავტოსადგომებთან ახლოს მდებარე ტერიტორიები ცოტა ხალხმრავალია, თუმცა უფრო ქვემოთ ჩასვლისას იქ მშვიდი ადგილი გექნებათ დასასვენებლად თუნდაც ზაფხულის პიკში. ზოგიერთ ადგილას ზღვის კუები (კარეტა-კარეტა) ბუდობენ.

ეს სანაპირო სტამბოლიდან ადვილად მისადგომ ადგილას მდებარეობს. შილეს სანაპიროს ეძახიან შავი ზღვის სამოთხეს. აქ სტამბოლელები შაბათ-კვირას ქალაქის ქაოსს აარიდებენ თავს. შილეს ცენტრალური პლაჟი შესანიშნავი ადგილია რამდენიმე საათით ახლომდებარე რესტორანში პანორამული ხედებით ტკბობისათვის.

ბოდრუმში მდებარე ეს ულამაზესი სანაპირო ტურისტებს დასვენების კარგ შესაძლებლობას პირდება. აქ წყალი კრისტალურად სუფთა და არაღრმაა, იდეალურია ბავშვებთან ერთად დასვენებისას. მოემზადეთ მზის აბაზანების მიღებისას ულამაზესი ხედით ტკბობისას.

კონცერტები და ფესტივალები თურქეთში

თურქეთი კონცერტების, ფესტივალებისა და სხვადასხვა კულტურული დღესასწაულების მთელ სიას შემოგთავაზებთ. მის ქალაქებს მხიარულება და საინტერესო ტურისტული ღონისძიება არ აკლიათ.

 

სტამბოლის ტულპანების ფესტივალი (Istanbul Tulip Festival) – გაზაფხულის თვეებში თუ ეწვევით სტამბოლს, ყვავილების ჯადოსნურ ფესტივალზე აღმოჩნდებით. ტულპანებით მორთულ მთელ ქალაქს აპრილში იხილავთ.

სტამბოლის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი (International Istanbul Film Festival) – სტამბოლის საერთაშორისო კინოფესტივალი თურქეთის ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია, რომელიც საერთაშორისო და თურქული ფილმების მრავალფეროვან წარმოდგენებს გთავაზობთ. ის მოიცავს ჩვენებებს, სემინარებსა და პანელურ დისკუსიებს, რაც მთელი მსოფლიოდან კინორეჟისორებს, მსახიობებსა და კინომოყვარულებს იზიდავს. ფესტივალი პლატფორმას სთავაზობს როგორც უკვე ცნობილ, ასევე ახალბედა ნიჭიერ ადამიანებს და აუცილებლად დასასწრები ღონისძიებაა კინოთი გატაცებული ყველა ადამიანისთვის.

შექერ და ყურბან ბაირამი (Seker & Kurban Festivals) – შექერ ბაირამი, ასევე ცნობილი როგორც შაქრის დღესასწაული, რამადანის შემდეგ აღინიშნება ოჯახური შეკრებებით, საჩუქრების ჩუქებითა და ტკბილეულის მომზადებით. ყურბან ბაირამი, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული, აბრაამის შვილის მსხვერპლად შეწირვის მზადყოფნას აღნიშნავს და ცხვრის ან თხის რიტუალურ დაკვლას გულისხმობს.

იზმირის მსოფლიო გამოფენა (Izmir World Fair) – იზმირი თურქეთის ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს მრავალთემატურ ღონისძიებას – იზმირის საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. ეს არის გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც კომერციულ გამოფენებს, მუსიკალურ აქტივობებს, ცოცხალ წარმოდგენებსა და კულტურულ შოუებსა გთავაზობთ.

რამადანი (Ramadan) –რამადანი თურქეთში მნიშვნელოვანი რელიგიური თვეა – მარხვის თვე, რომლის თარიღები ყოველწლიურად იცვლება. მარხვა გამთენიიდან მზის ჩასვლამდე გრძელდება. რამადანის დამთავრებას მოჰყვება შექერ ბაირამი – სიხარულით აღნიშვნა. რამადანის დროს ზოგიერთი რესტორანი იხურება ან ზღუდავს მენიუს, ზოგი კი დიდი სტუმართმოყვარეობით აგრძელებს მომსახურებას.

გადაწყვიტე თურქეთში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზებები და დაჯავშნე იაფი ფრენები სტამბოლში.

ხშირად დასმული კითხვები თურქეთზე

ცხადია, მოგზაურობა უნდა დაიწყოთ სტამბოლითა და ანკარათი. ასევე, გირჩევთ ესტუმროთ იზმირს, ბოდრუმსა და ანტალიას.

პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. თურქეთში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. თურქეთში შეგიძლიათ ბევრი იცურაოთ და მზეზე განიტვირთოთ, ამიტომ წაიღეთ საცურაო კოსტიუმები.

თურქეთი ცნობილია თავისი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით. აქაურ ქალაქებში ულამაზესი სანაპირო ზოლიც დაგხვდებათ.

თურქეთის ქალაქები საკმაოდ იაფია სამოგზაუროდ. აქ ბიუჯეტურად შეძლებთ დასარჩენი ადგილების მოძიებას, კერძების დაგემოვნებას თუ ფრენების შეძენას. ღირსშესანიშნაობების ნაწილს უფასოდ ან საკმაოდ მისაღებ ფასად მოინახულებთ.

თურქეთი უსაფრთხო ადგილია ტურისტებისთვის, აქაური ქალაქები მოწესრიგებულია და მორგებულია დამსვენებლებზე.

თუ სანაპირო ზოლით ტკბობა გსურთ, თბილი სეზონები საუკეთესოა. ნეიტრალური ამინდის მხრივ, შუა გაზაფხული და შემოდგომა ასევე კარგი არჩევანია თურქეთში ვიზიტისთვის. ამ დროს კომფორტულად შეძლებთ თოლიების თანხლებით ბოსფორის სრუტეზე სეირნობას.

  • სტამბოლის აეროპორტი (IST)
  • საბიჰა გიოქჩენის აეროპორტი (SAW)
  • ანტალიის აეროპორტი (AYT)

პირდაპირი რეისები ძირითადად თბილისიდან სრულდება – სტამბოლში (IST და SAW), ანკარასა და ანტალიაში. ქუთაისიდან და ბათუმიდან რეისების ხელმისაწვდომობა სეზონისა და ავიაკომპანიის მიხედვით იცვლება, ამიტომ აქტუალური ვარიანტები avia.ge-ზე გადაამოწმეთ.

თბილისიდან თურქეთში პირდაპირ რეისებს ასრულებენ: Turkish Airlines (სტამბოლი), Pegasus (სტამბოლი – საბიჰა გიოქჩენი, ანტალია), AJet (სტამბოლი – საბიჰა გიოქჩენი, ანკარა) და სეზონურად SunExpress (ანტალია).

გირჩევთ, ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა avia.ge-ს.

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას თურქეთში მოგზაურობის წინ

სტამბოლის იაფი ავიაბილეთები იაფი ფრენები სტამბოლში საუკეთესო საშუალებაა აღმოაჩინოთ კულტურულად…

იაფი ფრენები ბოდრუმის მიმართულებით ბოდრუმი თურქეთის სამხრეთში მდებარე ქალაქია. იგი…

იაფი ავიაბილეთები იზმირში იზმირი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქია. აქაური…

იაფი ავიაბილეთები სტამბულის მიმართულებით სტამბოლი ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ლოკაციაა.…

იაფი ავიაბილეთები სტამბოლში თურქეთის დედაქალაქი სტამბოლი თავისი საოცარი გარემოთი, ღირსშესანიშნაობებითა…

იაფი ავიაბილეთები ბათუმიდან სტამბოლში სტამბოლი ისტორიისა და კულტურის ქალაქია. იგი…

იაფი ავიაბილეთები ანტალიაში ანტალია მსოფლიოს ტურისტული ქალაქების სიაში მოწინავე ადგილს…

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან ანტალიაში ანტალია ყველასათვის ცნობილი თურქული ქალაქია. იგი…

იაფი ავიაბილეთები ბათუმიდან ანტალიაში ანტალია ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი ქალაქია. იგი…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს