13.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
მთავარიბაზილიკა ცისტრენა , სტამბოლი

ბაზილიკა ცისტრენა , სტამბოლი

€ 35

ერთ ადამიანზე

მნიშვნელოვანი დეტალები

1 - 1.5 სთ.
უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
ელექტრონული ვაუჩერი
ფასიანი პარკინგი

მიმოხილვა

ბაზილიკა ცისტერნა ჯერ კიდევ ძველ კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის ბრწყინვალე იმპერატორი იუსტინიანე პირველის მმართველობის დროს, ანუ მე-6 საუკუნეში, აშენდა. აქედან ბიზანტიის წყლით მომარაგება ხორციელდებოდა, ანუ რეალურად წარმოადგენდა ცისტერნას, შემდეგ კი სტამბოლის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ ქმნილებად იქცა. დღეს ბაზილიკა ცისტერნა ტურისტებისთვის ერთ-ერთი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია სტამბოლში ვიზიტის დროს.

ცისტერნის ბაზილიკას გარდა გარეგნული დიდებულებისა, ინტერიერიც დახვეწილი აქვს. აქ არსებული 12 წყვილი სვეტი საოცარ ანსამბლს ქმნის. თანაც, აქაური განათებები ადგილს უფრო მაგიურს ქმნის და ანტიკურ ელფერს უნარჩუნებს. სვეტთა კოლონადაში სიარულისას თქვენც ისტორიული პროცესების თანამონაწილედ იგრძნობთ თავს და ბიზანტიურ დიდებულებას თავად დაინახავთ. ამ სტატიაში კი ჩვენ შევეცდებით მოგაწოდოთ ის აუცილებელი დეტალები, რომელთა გათვალისწინებაც დაგჭირდებათ ცისტერნის ბაზილიკაში ვიზიტის წინ.

საინტერესო ფაქტები

  • ბაზილიკა მე-6 საუკუნეში აშენდა
  • იგი სტამბოლის უდიდეს ცისტერნას წარმოადგენს
  • უმჯობესია ბაზილიკას ნაკლებად დატვირთულ სეზონებზე, გაზაფხულსა ან შემოდგომაზე ეწვიოთ, ამ დროს ამინდებიც თბილია და ზაფხულის გრძელ რიგებსაც თავს აარიდებდით
  • უმჯობესია, ვიზიტი დილას ან შუადღეს დაჯავშნოთ
  • პიკის საათებში რიგში დგომა 30 წუთზე დიდხანს შეიძლება მოგიწიოთ
  • ჩვეულებრივ კი, რიგი დაახლოებით 10 წუთში გადის
  • ბაზილიკა ღიაა დილის 9-დან საღამოს 10 საათამდე
  • არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ბილეთი საჭიროების შემთხვევაში გააუქმოთ 24 საათით ადრე, რათა მხოლოდ გაუქმების საფასური ჩამოგეჭრათ

წესები და პირობები

  • ცისტერნის ბაზილიკაში ვიზიტის დროს არ შეეხოთ მის სვეტებს
  • არ ჩააგდოთ ხურდა წყალში
  • დრესკოდი არ მოქმედებს ცისტერნის ბაზილიკაში, თუმცა უმჯობესია, მოსაცმელი იქონიოთ თან, რადგან ცისტერნა მიწისქვეშ მდებარეობს და გრილა

მდებარეობა

Alemdar, Yerebatan Cd. 1/3, 34110 Fatih/İstanbul

ტელეფონის ნომერი

ელ.ფოსტა

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

მსგავსი აქტივობები

Al Fahidi Dubai

ალ ფაჰიდი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Aura Skypool Dubai

აურას ღია აუზი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Burj Khalifa Dubai

ბურჯ ხალიფა, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Dubai Global Village

გლობალური სოფელი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Dubai Frame

დუბაის ჩარჩო

გაუქმება არ არის შესაძლებელი
Dubai Museum of the future

მომავლის მუზეუმი, დუბაი

გაუქმება არ არის შესაძლებელი
Miracle Garden

საოცრებათა ბაღი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Desert Safari Dubai

დუბაის უდაბნოს საფარი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია