კვიპროსი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

კვიპროსი ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოა. მას ბერძნული და თურქული გავლენები აქვს და იდეალურ გარემოს სთავაზობს დამსვენებლებს. აქაური სანაპიროები, უგემრიელესი კულინარია, მისი ქალაქების ლაღი ატმოსფერო და განტვირთვის კარგი შესაძლებლობა ტურისტებს დაუვიწყარ მოგზაურობას პირდება. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ინფორმაციას კვიპროსის ქალაქების ღირსშესანიშნაობების, მთავარი კერძების, სანაპიროების შესახებ. ჩვენთან ერთად შეძლებთ მოგზაურობა მარტივად, სწრაფად და იაფად დაგეგმოთ.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

ბერძნული, თურქული

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

€ 0.7

დროის ზონა

GMT+3

ვალუტა

ევრო

კვება

ერთი სადილის ღირებულება

5-15 €

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე კვიპროსი

რომელი ქალაქები მოვინახულოთ კვიპროსში?

კვიპროსის ქალაქები ტურისტებისთვის პოპულარული დასასვენებელი ადგილებია. ყველა ქალაქი თავისებურად გამორჩეულია, აქაური სანაპიროები და ლამაზი არქიტექტურა იდეალური მოგზაურობისთვის კარგ პირობებს ქმნის.

კვიპროსზე საუბარი ცხადია მისი ყველაზე პოპულარული ქალაქი ლარნაკათი უნდა დავიწყოთ. იგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სანაპირო ქალაქია დასვენებისა და გართობის მოყვარულებისათვის. აქ კულტურულ და ისტორიულ ციხეებსა და ტაძრებსაც ნახავთ.

ლიმასოლი ადმინისტრაციული დატვირთვით მნიშვნელოვანი ქალაქია კვიპროსში, ხმელთაშა ზღვის სანაპიროზე. ლიმასოლი ცნობილია თავისი ალკოჰოლური სასმელების სიმრავლით. აქ ადგილობრივი წარმოების უგემრიელეს კონიაკს გასინჯავთ.

პაფოსი ასევე ტურისტული ქალაქია კვიპროსზე. იგი ორ ნაწილადაა დაყოფილი ღირსშესანიშნაობების, ტურისტული სანახაობებისა და კაფე-რესტორნების მიხედვით. პაფოსი კვიპროსის ადმინისტრაციული და კარგად განვითარებული ცენტრია.

ნიკოსია ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია, იგი ჩრდილოეთ კვიპროსში მდებარეობს. აქ კულტურული და ისტორიული კერების თავშეყრს ნახავთ.

აია ნაპა კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია. აქ გარდა სანაპიროებისა, ულამაზეს მონასტერსაც ნახავთ ქალაქის ცენტრში. აია ნაპა ითარგმნება, როგორც “წმინდა ტყე”, შესაბამისად აქ ულამაზესი ბუნება და დასვენებისათვის იდეალური გარემო დაგხვდებათ.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ კვიპროსზე?

კვიპროსის ქალაქებში ულამაზეს ძველ ტაძრებსა და ციხესიმაგრეებსაც ნახავთ. ქვეყანა ისტორიულ დროში მოგზაურობისთვისაც გაგიწევთ გიდობას.

თუ არქიტექტურისა და ხელოვნების მოყვარული ხართ, აუცილებლად მოგხიბლავთ ლარნაკაში მდებარე წმინდა ლაზარეს ბიზანტიური ტიპის ეკლესია. გარდა იმისა, რომ იგი ისტორიული ძეგლი და კვიპროსის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, მართლმადიდებლური ტრადიციისთვის დიდ და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს, აქ ინახება წმინდა ლაზარეს სამარხიც. ეკლესიაში არსებული ფრესკები, მისი ქრისტიანული მოწყობა მყუდრო გარემოს ქმნის.

ლარნაკას სასახლე შუასაუკუნეების შენობაა. იგი ოსმალეთის იმპერიის ისტორიიდან იღებს სათავეს. ითვლება, რომ ლარნაკას ციხესიმაგრე აიგო პორტის მტრებისაგან თავდასაცავად. მეორე სართულზე მუზეუმიცაა განთავსებული და აუცილებლად ეწვიეთ მას.

კამარეს აკვედუკები მე-18 საუკუნის ნაგებობაა. იგი ქალაქის წყლის მოსამარაგებელი უდიდესი შენობაა. მისი თაღოვანი არქიტექტურა და გრანდიოზულობა მნახველებზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

ნიკოსიას საფორტიფიკაციო ნაგებობა მე-16 საუკუნეში აიგო ოსმალო თავდასხმებისაგან თავდაცვისათვის. კედლის 3 მთავარი კარიბჭე დღესაც შემორჩენილია. ეს ნაგებობა კვიპროსის წარსულში გამოგზაურებთ.

ლიმასოლის სასახლე ქალაქის ცენტრში, მის პორტთან ახლოს მდებარეობს. სასახლე შუასაუკუნეების ნაგებობაა და ბიზანტიური არქიტექტურული შტრიხები აქვს.

შეგიძლიათ ესტუმროთ მარილიან ტბებს ლარნაკაში მოგზაურობისას. ტბების გარშემო თოვლიანი მთებია, რაც მაგიურ ატმოსფეროს ქმნის. ტბებთან აუცილებლად შეხვდებით ჩიტებს, რომლებიც დამსვენებლების ერთგული კომპანიონები იქნებიან. თუ სიმშვიდე და ყოველდღიური ცხოვრებისაგან დასვენება გსურთ, მარილიანი ტბების სანაპიროზე დაგეგმეთ გასვლა და დატკბით აქ არსებული ბუნებით.

ჰალა სულთანის თეკე არის ძველი ისლამური კომპლექტი ლარნაკაში – აქ არის მეჩეთი, სამარხი და მავზოლეული. ჰალა სულთანის თეკე მარილის ტბების სანაპიროზე მდებარეობს. ეს შუასაუკუნეების კომპლექტი აუცილებლად უნდა მოინახულოთ ლარნაკაში მოგზაურობისას.

ლარნაკას წმინდა ლაზარეს ბიზანტიური მუზეუმი ბიზანტიურ არტეფაქტებს – ხატებსა და ისტორიულ ნივთებს ინახავს. აქაურობა ლარნაკას კულტურულ ძეგლს წარმოადგენს.

აია ნაპას მონასტერი ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. იგი მე-14 საუკუნის ტაძარია. აქ ღვთისმშობლის ხატი იპოვეს და მას მიუძღვნეს მონასტერი. ეკლესიის აგებას მითოლოგიური მნიშვნელობა აქვს.

პაფოსი UNESCO-ს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი. მისი არქეოლოგიური ტერიტორია უძველესი განსახლების კერებიდან შემორჩენილ არტეფაქტებს ინახავს. ისტორიის მოყვარულებს აქაურობა ნამდვილად მოეწონებათ.

 

ფრენები კვიპროსში

რა ვჭამოთ კვიპროსში?

კვიპროსის მსუბუქი და მრავალფეროვანი მენიუ თქვენს მოგზაურობის დღეებს ბევრად დასამახსოვრებელს, სასიამოვნოსა და ტკბილად გასახსენებელს გახდის.

თუ ხორცის მოყვარული ხართ, მთავარ კერძად აუცილებლად გასინჯეთ Kleftiko. იგი მზადდება ბატკნის ხორცითა და ბოსტნეულით. გარნირად კი მოყვება კარტოფილი. Kleftiko ტრადიციული ბერძნული კერძია, მისი მომზადება საკმაოდ მარტივია და ნებისმიერ რესტორანში შეძლებთ გასინჯვას. თუ ხორცის მოყვარული ხართ, Kleftiko ნამდვილად მოგეწონებათ.

კვიპროსი პასტას განსხვავებული ვერსიითაც შეძლებს თქვენ გაკვირვებას. მაგალითისთვის, ეს კერძი მზადდება ქათმის ხორცითა და პასტით, მას ზემოდან ასხამენ ლიმონის წვენს. ასევე, შეგიძლიათ მასთან ერთად მიირთვათ ყველიც. როგორც წესი, პასტას პიტნით, დარიჩინით ან ლიმნით მიირთმევენ. აუცილებლად გირჩევდით ბერძნული პასტას დაგემოვნებას.

აფელა კვიპროსის სახასიათო კერძია. იგი სპეციალურად დამარინადებულ ხორცს გულისხმობს. ხორცეულის მოყვარულებს იგი ნამდვილად მოგეწონებათ.

ბერძნული კულინარია გამორჩეულია სალათებით. ალბათ ამიტომაც ვეგეტარიანელებისათვის განსაკუთრებით კომფორტულია კვიპროსში მოგზაურობა. აქ შეხვდებით სალათების მარტივ თუმცა გენიალურ რეცეპტებს, მათი გემო კი ნამდვილად დიდხანს გემახსოვრებათ. მაგალითისთვის გასინჯეთ პომიდვრისა და გრილზე შემწვარი ყველის სალათა. არ დაგავიწყდეთ ბერძნული ზეითუნის ზეთის გამოყენება სალათებში.

კვიპროსში აუცილებლად უნდა გასინჯოთ ბერძნული კულინარიის საპატიო წარმომადგენელი სუვლაკი. იგი პიტაში გახვეული ხორცისა და ბოსტნეულის ერთობას წარმოადგენს. თუმცა, შეგიძლიათ ხორცის გარეშეც მიირთვათ.

შემწვარი ყველი კვიპროსელების საყვარელი პროდუქტია. ჰალუმის უგემრიელესი შემწვარი ყველი რძის პროდუქტების მოყვარულებისათვის ნამდვილი სამოთხეა.

 

 

ახლოდან დანახული კვიპროსი

სად ვიშოპინგოთ კვიპროსში?

კვიპროსის ქალაქებში შოპინგსაც იდეალურად შეძლებთ. აქ ნახავთ როგორც თანამედროვე შოპინგ-ცენტრებსა და მაღაზიებს, ასევე ვინტაჟურ მაღაზიებსა და ადგილობრივ ბაზრებს.

 

Mall of Cyprus – ნიკოსიაში ყველაზე დიდი საშოპინგო ცენტრი დაგხვდებათ. აქ ნებისმიერ ნივთს იპოვით, იქნება ეს საერთაშორისო ბრენდების თუ ადგილობრივი წარმოების ტანსაცმელი და აქსესუარები.

Metropolis Mall – ყველაზე ცნობილი მოლი ლარნაკაში. აქ შეგიძლიათ იშოპინგოთ, შეხვიდეთ სალონებში თუ ეწვიოთ ადგილზე მდებარე კაფე-რესტორნებს.

Kings Avenue Mall – ეს საშოპინგო ცენტრი ქალაქ პაფოსში მდებარეობს. აქ ყველა ასაკის ადამიანისათვის უნიკალური ნივთები მოიპოვება. მოლში შეძლებთ შოპინგს, დასვენებასა თუ გართობას. ეწვიეთ მის კვების ობიექტებსაც.

ლიმასოლი, ნიკოსია და ლარნაკა შოპინგისთვის იდეალურ შესაძლებლობას მოგცემთ. აქაურ მოლებსა და ბაზრობებზე ნახავთ საკმაოდ ბიუჯეტურ პროდუქციას. საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდების ნაწარმი შეგიძლიათ მისაღებ ფასად იყიდოთ. იაფად ნახავთ სუვენირებსა და კულინარიულ პროდუქტებსაც. ქალაქების მარკეტებში კი ყოველდღიური მოხმარების კერძებსა და პროდუქტებს ბიუჯეტურად შეიძენთ.

Larnaca Municipal Market – ამ ბაზარს ლარნაკას მოსახლეობა დილაობით სტუმრობს. აქ ნახავთ როგორც ხილსა და ბოსტნეულს და ადგილობრივი წარმოების სხვა პროდუქტებს, ასევე შეგიძლიათ დაათვალიეროთ მყიდველების მიერ გამოტანილი სხვადასხვა საოჯახო თუ სასუვენირო ნივთები.

Finikoudes Market – ეს ბაზარი ლარნაკაში ფუნქციონირებს შაბათ-კვირას. აქ შეგიძლიათ ნახოთ სუვენირები, ტანსაცმელი თუ აქსესუარები.

Nicosia’s Old Town Market –  ისტორიითა და კულტურული მნიშვნელობითაა გაჟღენთილი, რაც ვიზიტორებს კვიპროსის უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობასსთავაზობს. ამ ხმაურიან ბაზარზე შეგიძლიათ იპოვოთ არტისტული ნივთები, გემრიელი ადგილობრივი სამზარეულოს კერძები და ორიგინალური სუვენირები.

Limassol’s Municipal Market –  ლიმასოლის მუნიციპალური ბაზარი კიდევ ერთი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულონ ლიმასოლში მოგზაურმა შოპოჰოლიკებმა. აქ ნახავთ უნიკალურ ნივთებს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის შემოქმედებითობასა და ოსტატობას წარმოაჩენს.

იშოპინგეთ ხმელთაშუა ზღვის ქალაქებში და თან წაიღეთ კვიპროსის ნაწილი.
სუვენირების სახით, კვიპროსის სახალხო ხელოვნების ნიმუშები განსაკუთრებით პოპულარულია. შეგიძლიათ შეიძინოთ მოქარგული ხელსახოცები და თეთრეული, ან პატარა ნაქსოვი ხალიჩები და სხვადასხვა ტყავის ნაწარმი. ტურისტებში ასევე პოპულარულია კერამიკა და კალათები. მათთვის, ვისაც სუვენირების სახით კულინარიული ღირსშესანიშნაობები ურჩევნია, რეკომენდებულია კვიპროსის ბრენდი ან შერი, კვიპროსის თაფლი და ცხვრის ყველი. მოგზაურებს მოსწონთ ხელით მოხატული ხატები, რომელთა შეძენაც ლიმასოლში ან მონასტერში ხატმწერებისგან შეგიძლიათ.

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი კვიპროსში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი ლარნაკა ავიაბილეთები ახლავე!

როდის არის საუკეთესო დრო კვიპროსში სამოგზაუროდ?

გაზაფხული-ზაფხულის თვეები ამინდის მხრივ იდეალურია კვიპროსში სამოგზაუროდ. ამ დროს შეძლებთ უპრობლემოდ ქალაქების სანაპიროებზე დასვენებასა და განტვირთვას. მზიანი, ცხელი ამინდები და გამჭვირვალე ხმელთაშუა ზღვა თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის. თანაც, გაზაფხულსა და ზაფხულში აქ ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. მაგალითად, გაზაფხულის თვეებში იმართება ყვავილების ფესტივალები და კვიპროსის ქალაქები ფერად-ფერადი თაიგულებით ირთვება. აღდგომის შემდეგ კი იმართება კატაკლიზმოსი – იგი ეძღვნება ნოეს წარღვნისაგან ხსნას. ამ დღესასწაულის ფარგლებში იმართება ნავების ჩემპიონატიც. შემოდგომა და ზამთარი კი შედარებით მშვიდია, ამ პერიოდში შეგიძლიათ წყნარად დაისვენოთ, მოინახულოთ კვიპროსის ბუნება და ისეირნოთ მის სანაპიროებზე, თანაც ნაკლებად გადატვირთულ ქუჩებში.

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ კვიპროსში?

კვიპროსში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და სანაპირო ხედებით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ძირითადად ავტობუსი.

კვიპროსში ავტობუსები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაადგილების საშუალებაა. არსებობს როგორც საქალაქო ავტობუსები, არამედ – ქალაქთაშორისიც. ფასები საკმაოდ იაფია, ძირითადად 1-2 ევროს შორის მერყეობს. დღიური ბილეთი 5 ევრო ღირს, 1 კვირაზე გათვლილი ბილეთი კი შეგიძლიათ შეიძინოთ 20 ევროდ.

კვიპროსში ფეხით გადაადგილებას მარტივად შეძლებთ. მის ქალაქებში ძალიან კარგი სასეირნო ბილიკები და ქუჩებია. ღირსშესანიშნაობებამდეც მარტივად მიხვალთ ქალაქის ცენტრში. ფეხით სეირნობისას ქალაქების ბუნებასა და სანახაობებს სხვა თვალით აღმოაჩენს.

შეგიძლიათ მანქანა დაიქირაოთ და კვიპროსის ქალაქებს შორის უპრობლემოდ იმოგზაუროთ. თანაც, სპეციალურ მანქანებსაც დაიქირავებთ ქვიშიან და შედარებით მთიან ადგილებში სამოგზაუროდ. ზაფხულში 50 ევროდან იქირავებთ მანქანას, არატურისტულ სეზონებზე კი 25 ევროდან.

ტაქსით გადაადგილება კვიპროსში მთავრობის მიერ კონტროლდება. მისი ფასი 3 ევროდან იწყება და თითოეულ კილომეტრზე 1 ევრო ემატება. შეგილიათ გამოიძახოთ “საზიარო ტაქსი”, რომელიც 8 მოგზაურს იტევს. საზიარო ტაქსები მთავარ ქალაქებში მარტივად მოგემსახურებათ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო სანაპიროები კვიპროსში?

კვიპროსი სანაპიროებით ცნობილი ქვეყანაა. მის ქალაქებს სხვადასხვა მხრიდან ხმელთაშუა ზღვა არტყია, ამიტომ ქვეყანა იდეალურ დასვენებას პირდება ზღვის მოყვარულებს.

ლარნაკას სანაპირო (Larnaca Beach) – ეს ყველაზე პოპულარული სანაპირო ზოლია ლარნაკაში. იგი ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს. აქ ნახავთ სხვადასხვა გასართობ სივრცეებს, კაფე-ბარებს და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს. ლარნაკას სანაპირო პალმის სასეირნო ბილიკებითაა ცნობილი.

დეკელიას სანაპირო (Dhekelia Beach) – ეს ყველაზე დიდი სანაპირო ზოლია ლარკანაში, მისი სანაპირო თითქოს არასოდეს მთავრდება. აქ ნახავთ რესტორნებსა და კაფე-ბარებსაც, სადაც ადგილობრივი თუ საერთაშორისო კულინარიული შედევრების დაგემოვნებას შეძლებთ.

ნისის სანაპირო (Nissi Beach) – კურორტ აია ნაპაზე მდებარე საოცნებო სანაპირო თავისი ოქროს ქვიშებით, გამჭვირვალე წყლითა და კეთილმოწყობილი სივრცით. სანაპიროს ხშირად მოგზაურების ახდენილ ოცნებასაც ეძახიან.

მაკენზის სანაპირო (Makenzie Beach) – მაკენზის სანაპირო აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. შეგიძლიათ აქ დაისვენოთ და თანაც უყუროთ თვითმფრინავების გადაფრენას.

ლეღვის სანაპირო (Fig Tree Bay) – აია ნაპასთან ახლოს მდებარე სანაპირო. იგი ცნობილია, როგორც ევროპაში მესამე საუკეთესო სანაპირო.

კონოსის სანაპირო (Konnosi Beach) – აია ნაპადან რამდენიმე წუთით სასიარულოა ტრანსპორტით. იგი ცნობილია თავისი კრისტალური წყლითა და ულამაზესი გარემოთი.

კონცერტები და ფესტივალები კვიპროსზე

კვიპროსი საინტერესო ღონისძიებებს გპირდებათ. მის ქალაქებში მუდამ საზეიმო განწყობა სუფევს. აქ ბევრი კონცერტი, ფესტივალი და სხვადასხვა კულტურული დღესასწაულები დაგხვდებათ.

ლიმასოლის კარნავალი (Limassol Carnival Festival) – გაზაფხულში მიმდინარე უდიდესი ევროპული კარნავალი. იგი აღდგომიდან 50 დღის შემდეგ იმართება.

მწვანე ორშაბათი (Green Monday) – მარხვის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აღინიშნება. იგი ქალაქ პაფოსში იმართება. აქაურები ფრანებს ჰაერში უშვებენ, პიკნიკს აწყობენ და ისვენებენ.

კიპრიას ფესტივალი (Kypria festival) – კიპრიას ფესტივალი კვიპროსის უდიდესი კულტურული და სახელოვნებო ფესტივალია. ამ დროს ქალაქში მუსიკალური შოუები ეწყობა, მას კვიპროსის მთავრობა აორგანიზებს.

ლიმასოლის ღვინის ფესტივალი (Limassol Wine Festival) – ზაფხულში მიმდინარე ღვინის დიდი ფესტივალი. კვიპროსელები ღვინოს უძველესი დროებიდან აყენებენ. შესაბამისად, აქ ღვინის ფესტივალი განსაკუთრებული მოწადინებით აღინიშნება.

აია ნაპას საერთაშორისო ფესტივალი (Ayia Napa International festival) – აია ნაპას უდიდესი ფესტივალი ოქტომბრის დასაწყისში. ამ დროს ცეცხლით მოცეკვავეები სპეციალურ წარმოდგენებს მართავენ.

გადაწყვიტე კვიპროსში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზებები და დაჯავშნე იაფი ფრენები კვიპროსში.

ხშირად დასმული კითხვები კვიპროსზე

გირჩევდით ნახოთ აია ნაპა, ლარნაკა, ლიმასოლი, პაფოსი, ნიკოსია.

პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. კვიპროსში შეგიძლიათ ბევრი იცურაოთ და მზეზე განიტვირთოთ, ამიტომ წაიღეთ საცურაო კოსტიუმები.

კვიპროსის ქალაქები ბრწყინვალე სანაპიროებს გთავაზობთ. აქვე ნახავთ ძველ კულტურულ და ისტორიულ შენობა-ნაგებობებს.

კვიპროსის ქალაქები საკმაოდ იაფია სამოგზაუროდ. აქ ბიუჯეტურად შეძლებთ დასარჩენი ადგილების მოძიებას, კერძების დაგემოვნებას თუ ფრენების შეძენას.

კვიპროსი უსაფრთხო ადგილია ტურისტებისთვის, აქაური ქალაქები მყუდრო, მოწესრიგებული და სანდოდ მოწყობილია. თუმცა, ცხადია, ფრთხილად უნდა იყოთ პირად ნივთებთან სანაპიროებსა თუ ტურისტულ ადგილებში.

კვიპროსში მოგზაურობა უმჯობესია გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე დაგეგმოთ. ამ დროს იდეალური ტემპერატურაა მის ქალაქებში და სანაპიროებზე განტვირთვასა და დასვენებას იდეალურად შეძლებთ.

  • ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტი (LCA)
  • პაფოსის საერთაშორისო აეროპორტი (PFO)
  • ერჯანის საერთაშორისო აეროპორტი (ECN)

საქართველოდან კვიპროსში ფრენები შეგიძლიათ ნახოთ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან. ფრენები სრულდება როგორც პირდაპირ, ასევე გადაჯდომით.

საქართველოდან კვიპროსში პირდაპირ ავიარეისებს ახორციელებენ Georgian Airways და  Wizz Air,  გადაჯდომით კი დაფრინავენ: Lufthansa, Pegasus, Turkish Airlines და სხვა ავიაკომპანიები.

გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას კვიპროსში მოგზაურობის წინ

ავიაბილეთები ლარნაკას მიმართულებით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, კუნძულ კვიპროსზე მდებარე ქალაქი…

იაფი ფრენები აია ნაპას მიმართულებით აია ნაპა კუნძულ კვიპროსზე მდებარე…

იაფი ავიაბილეთები ლარნაკაში კუნძულ კვიპროსზე მდებარე ულამაზესი ქალაქი ლარნაკა თავგადასავალის…

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან აია ნაპაში აია ნაპა კუნძული კვიპროსის ყველაზე…

იაფი ავიაბილეთები ლარნაკაში კვიპროსზე მდებარე ქალაქი ლარნაკა ხმელთაშუაზღვის საკურორტო ადგილებიდან…

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან აია ნაპაში აია ნაპას მზიანი ამინდები, ხმელთაშუა…

იაფი ფრენები კვიპროსის მიმართულებით კვიპროსი ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოა.…

კუნძულ კვიპროსზე მდებარე ქალაქი ლარნაკა ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული კურორტია. ხმელთაშუა…

კუნძულ კვიპროსზე მდებარე ქალაქი აია ნაპა ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული კურორტია.…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს