კუნძულ კვიპროსზე მდებარე ქალაქი აია ნაპა ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული კურორტია. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები, კრისტალური წყალი და მუდამ მზიანი, თბილი ამინდები მოგზაურებისათვის მომხიბვლელი ვარიანტია. აია ნაპაში კულტურული სანახაობებიც დაგხვდებათ – ქალაქს ეტყობა ბერძნული, ბიზანტიური და თურქული გავლენები. ამ ბლოგში სწორედ აია ნაპას შესახებ მოგიყვებით – გაგაცნობთ ინფორმაციას მის ღირსშესანიშნაობებზე, დასარჩენ ადგილებზე, კაფე-ბარებსა და გასართობ სივრცეებზე. გამოგვყევით კვიპროსის პოპულარულ კურორტზე სამოგზაუროდ.
აია ნაპა – მარტივი გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
სად დავრჩეთ აია ნაპაში?
იდეალური მოგზაურობა დასარჩენი ადგილის მოძიებით იწყება. უბანი, რომელში დარჩენასაც აპირებთ, თქვენზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ აია ნაპას ცნობილ დასარჩენ უბნებს, სადაც კარგ სასტუმროებს ნახავთ საკმაოდ იაფად და მაქსიმალურად კომფორტულად შეძლებთ დასვენებას.
ძველი ქალაქი
ძველი ქალაქი (Old Town) – აია ნაპას ძველი ქალაქი შესანიშნავი ადგილია მათთვის, ვინც პირველად სტუმრობს ქალაქს. ქალაქის ცენტრში ყოფნა მოგცემთ პირდაპირი წვდომას მის ყველა ღირსშესანიშნაობაზე, რესტორანსა და მაღაზიაზე, რაც საკმაოდ მოსახერხებელს გახდის მოგზაურობას.
ნისი სანაპირო
ნისი სანაპირო (Nissi Beach) – აია ნაპას ეს სანაპირო ყველაზე ცნობილია. იგი ქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოს მდებარეობს. მის ახლომახლო დარჩენა ძალიან კარგი ვარიანტი იქნება, რადგან აქ დღისით მშვიდი ატმოსფეროა, ღამით კი უამრავი შესაძლებლობაა გართობისთვის. აქაურ რესტორნებში კი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კულინარიული შედევრების დაგემოვნებას შეძლებთ.
პროტარას
პროტარას (Protaras) – ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი აია ნაპაზე. აქ ქალაქის ცნობილი სანაპიროები, მაგალითად მწვანე სანაპირო და ლეღვის სანაპირო დაგხვდებათ. პროტარას ტერიტორიაზე კართობას და დასვენებას კარგად შეძლებთ.
მაკრონისოს სანაპირო
მაკრონოსის სანაპირო (Makronissos Beach) – აია ნაპას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპირო. მის ტერიტორიაზე უამრავ კეთილმოწყობილ სივრცეს, კომფორტულ სასტუმროებსა და ბიუჯეტურ ვარიანტებს ნახავთ.
აია თეკლა
აია თეკლა (Ayia Thekla) – ეს უბანი შედარებით მშვიდია. იგი ქალაქის ცენტრიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს. აქ რამდენიმე ცნობილი სანაპირო დაგხვდებათ და კომფორტულად დასვენებას შეძლებთ.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ აია ნაპაში?
აია ნაპაში მოგზაურობის წინ გაეცანით ღირსშესანიშნაობების სიას. აქ დაგხვდებათ შემორჩენილი ძველი ისტორიული და კულტურული ნაგებობები.
აია ნაპას მონასტერი
აია ნაპას წყალქვეშა ქანდაკებების მუზეუმები
ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე, აია ნაპას წყალქვეშა ქანდაკებების მუზეუმში (MUSAN) წარმოდგენილია ბრიტანელი მოქანდაკის, ჯეისონ დეკაირს ტეილორის, 90-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში. იგი ხშირად მოიხსენიება, როგორც „წყალქვეშა ტყე“, რომელიც სავსეა ხეების, ადამიანებისა და ჰიბრიდების ქანდაკებებით.
აია ნაპას ნავსადგური
აია ნაპას ნავსადგური შესანიშნავი ადგილია სასეირნოდ, ზღვის პროდუქტების გასასინჯად, რესტორნისა და ბარების მოსანახულებლად. აქ ღია ცის ქვეშ დასაჯდომი ადგილებია განთავსებული და სათევზაო ნავების დათვალიერება შეგიძლიათ. აია ნაპას ნავსადგური ქალაქის მთავარი პორტი და რეგიონში ნავით ტურისტების მთავარი გამგზავრების წერტილია.
ანტიკური კასტროს ნანგრევები
ვენეციური სვეტები
სიყვარულის ხიდი
კეიპ გრეკოს კიდეზე სიყვარულის ხიდი ბუნებრივი კლდის თაღია, რომელიც წყალშია გადაჭიმული. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, თუ თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი ხიდზე გახვალთ, ერთმანეთს აკოცებთ და სურვილს ჩაიფიქრებთ, სურვილი აუცილებლად ახდება.
კეიპ გრეკოს ხედი
კოზმასა და დამიანეს ეკლესია
კაპო გრეკოზე, კლდის პირას მდებარე წმინდა ანარგიროს კოზმასა და დამიანესადმი მიძღვნილი პატარა, მშვენიერი ეკლესიაა. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია იშვიათად არის ღია, ბევრი ადამიანი მაინც მოდის აქ, რათა აღფრთოვანდეს მიმდებარე ზღვით. ეკლესიიდან ულამაზესი ხედები იშლება.
წმინდა გიორგის ეკლესია
აია ნაპას აკვედუკები
ფრენები აია ნაპაში
სად ვჭამოთ აია ნაპაში?
აია ნაპამნახველებს კულინარიითაც მოაწონებს თავს. ბერძნული და აღმოსავლური სამზარეულო ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის მისწრებაა – ჯანსაღი კვება იქნება თუ სწრაფი კულინარია, აია ნაპას სანაპირო ზოლის კაფე-ბარები თუ ქალაქის რესტორნები არც ერთზე გეტყვიან უარს.
აია ნაპას ცნობილი კაფე-რესტორნები
AVRA Authentic Cypriot Kitchen – მდებარეობს აია ნაპას ცენტრში, ამიტომ მას მარტივად მიაგნებთ. მის მენიუში შედის ტრადიციული კვიპროსული სამზარეულოს ულუფები, რომლებიც მყუდრო და ოჯახურ გარემოში მზადდება. დღის განმავლობაში აქ მსუბუქი კვიპროსული მუსიკა უკრავს, კვირაში ერთხელ კი ცოცხალი მუსიკაც დაგხვდებათ.
Napa Tavern – აია ნაპას პირველი ტავერნა. იგი კვიპროსში 1932 წლით დათარიღებულ ტრადიციულ სახლში მდებარეობს და შიდა და გარე სასადილო სივრცეებით გამოირჩევა. გარე სასადილო სივრცეები პატარა ვენახშია განთავსებული, სადაც დიდი ბუხარი გრილ თვეებში რესტორანს ათბობს.
En Yevo Tavernaki – მორგებულია ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოზე. მათ მენიუზე ბერძნულ გავლენას აუცილებლად შეამჩნევთ. ფართო სასადილო სივრცე და საშუალო ფასები მას საკმაოდ პოპულარულს ხდის აია ნაპას ადგილობრივ მოსახლეობაში. კერძები ყოველდღიურადად მზადდება ადგილობრივი წარმოშობის ინგრედიენტებით.
სად ვჭამოთ ყველაზე გემრიელი სუვლაკი აია ნაპაზე
STAMNA TAVERN – ყველაზე ცნობილი ტავერნა აია ნაპაზე. აქ ბერძნული კერძების მთელი ასორტიმენტი დაგხვდებათ. ტავერნაში უგემრიელეს სუვლაკებს ნახავთ, მათ შორის ვეგეტარიანულსაც.
Kota Greek Souvlaki – მყუდრო ატმოსფერო და აქაური საფირმო სუვლაკები სანაპიროზე ყოფნის შემდეგ განსატვირთად იდეალურია.
Taverna Napa est.1976 – ამ ტავერნაში კულინარია ხელოვნების დონეზე აქვთ აყვანილი. აქ დააგემოვნებთ უგემრიელეს სუვლაკებსა და ხმელთაშუა ზღვის კერძებს. შეგიძლიათ გასინჯოთ ვეგეტარიანული კერძებიც.
ბარები აია ნაპას სანაპიროზე
iPANEMA Lounge Bar – ეწვიეთ აია ნაპას ცნობილ ბარს მის სანაპიროებზე სეირნობისას, დატკბით ხმელთაშუა ზღვიდან მონაბერი სიოთი და დააგემოვნეთ ადგილობრივი ბარმენებისაგან შემოთავაზებული კოქტეილები.
Isola Beach Bar – დღის განმავლობაში აქ ყავასა და გამაგრილებელ სასმელებს მიირთმევთ, საღამოობით კი ალკოჰოლური კოქტეილებითაც გაგანებივრებენ ბარმენები. ეს ბარი ნისი სანაპიროზე, აია ნაპას ყველაზე ტურისტულ ადგილას, მდებარეობს.
Riva Beachouse – ეს ბარ-რესტორანი მყუდრო გარემოს, გემრიელ კერძებსა და სასმელებს დაგახვედრებთ. აქ სასიამოვნო საღამოს გატარებას შეძლებთ.
ახლოდან დანახული აია ნაპა





სად ვიშოპინგოთ აია ნაპაში?
აია ნაპაში შოპინგსაც იდეალურად შეძლებთ. აქ ნახავთ როგორც თანამედროვე შოპინგ-ცენტრებსა თუ მაღალი კლასის მაღაზიებს.
მოლები
Plaza – ქალაქის ცენტრში მდებარე შენობაში უამრავი სუვენირებისა თუ სასაჩუქრე მაღაზიაა, სადაც ტურისტებისთვის მაისურებს, ნაქარგ ფეხსაცმელსა და უცნაურ წვრილმანებს ყიდიან.
Stathis Shopping Center – სავაჭრო ცენტრი სუვენირების, საკვების, ალკოჰოლური სასმელების და ყოველდღიური მოხმარების ნივთების ფართო არჩევანს გთავაზობთ. ქალაქის უმეტესი მაღაზიის მსგავსად, ეს სავაჭრო ცენტრიც იმ ვიზიტორებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც სახლში წასაღებ საჩუქრებსა და ადგილობრივ პროდუქტებს ეძებენ. ადგილობრივი ღვინის, იმპორტირებული სპირტიანი სასმელების და ადგილობრივი საჭმლის ფართო არჩევანის გარდა, ქალბატონებისთვის ასევე არის ჩანთები და ბერძნული კოსმეტიკა, ხოლო ბავშვებისთვის და უფროსებისთვის – სახალისო, უჩვეულო საჩუქრები მისაღებ ფასებში.
ყველაზე ცნობილი ბაზრობა
Ayia Thekla Market – აია ნაპას დასავლეთით, აია თეკლას სანაპიროზე მდებარე აია თეკლას ბაზარს ბრიტანელი ემიგრანტების ჯგუფი მართავს. ზაფხულში ამ ბაზარზე დაახლოებით 50 დახლია განთავსებული, სადაც უცხოელი და ადგილობრივი გამყიდველები საქონლის ფართო ასორტიმენტს ყიდიან. ტურისტები აქ მოდიან წვრილმანების, წიგნების, მეორადი საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის დაბალ ფასებში შესაძენად. აქ ასევე იმპორტირებული თევზის, ადგილობრივი ფერმიდან მოწოდებული ახალი ხილისა და ბოსტნეულის ყიდვასაც შეძლებთ.
ყველაზე ცნობილი ქუჩები საშოპინგოდ
Nissi Avenue – აია ნაპას ცენტრში მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სავაჭრო ქუჩაა. ეს ქუჩა სავსეა მოდის ბუტიკებით, საიუველირო და სუვენირების მაღაზიებით, რაც ტურისტებს ძალიან იზიდავს.
Makarios Avenue – აია ნაპას ხმაურიანი სავაჭრო ქუჩაა, სადაც საერთაშორისო მაღაზიები და ფუფუნების ბუტიკებია განთავსებული. აქ ასევე ნახავთ ცნობილი ბრენდების მაღაზიებს. თუმცა, თუ ადგილობრივ პროდუქტებს ეძებთ, აქ არის სპეციალური მაღაზიები, სადაც ასევე იყიდება ადგილობრივი წარმოების ზეითუნის ზეთი, ხელნაკეთი ტყავის ნაწარმი და სუვენირები.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი აია ნაპაში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი აია ნაპა ავიაბილეთები!
როდის არის საუკეთესო დრო აია ნაპაში სამოგზაუროდ?
აია ნაპა პოპულარულია თავისი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებით. ქალაქში ნებისმიერ დროს კარგი ტემპერატურაა, თუმცა ყველაზე მეტად რეკომენდებულია ზაფხულში მოგზაურობა. ამ დროს ქალაქში ცხელა და კარგად შეძლებთ სანაპირო ზოლზე დასვენებას და ზღვაში ცურვას. თუმცა, აია ნაპა სხვა სეზონებზეც არ დაგწყვეტთ გულს. მაგალითად შემოდგომას აქ უდიდესი კარნავალი იმართება. აია ნაპას უდიდესი ფესტივალი ოქტომბრის დასაწყისში მიმდინარეობს. ამ დროს ცეცხლით მოცეკვავეები სპეციალურ წარმოდგენებს მართავენ, რომლის ყურებაც ერთი დიდი სიამოვნებაა. თანაც, შემოდგომის თვეებში აქ ნაკლები ტურისტია და უფრო მშვიდად დასვენებას შეძლებთ.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ აია ნაპაში?
ლარნაკაში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და ქალაქის ხედებით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ყველაზე პოპულარული გადაადგილების საშუალება ავტობუსია.
ავტობუსი
ქალაქში გადაადგილების ყველაზე პოპულარული საშუალება ავტობუსია. ავტობუსით ყველაზე იაფად შეძლებთ აია ნაპაში სიარულს. ერთჯერადი ბილეთის ფასი მერყეობს €1.50-დან €2.50-მდე. დღიურ ბილეთს კი 5 ევროდ შეიძენთ. ავტობუსები ყოველ 15-20 წუთში მოგემსახურებათ.
ტაქსი
ტაქსით გადაადგილება კომფორტული მგზავრობის მოყვარულებისთვისაა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მარშრუტების ფასი €10-€15-დან იწყება. ტაქსის პოპულარული აპლიკაციაა Bolt.
ფეხით
აია ნაპა ის ქალაქია, სადაც გაადადგილება ფეხით ძალიან მარტივია. სანაპირო ზოლსა თუ ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად ფეხით სიარული სწრაფი, მარტივი და სასიამოვნო გადაადგილების საშუალებაა.
რომელია საუკეთესო სანაპიროები აია ნაპაზე?
აია ნაპა ყველაზე მეტად ცნობილია თავისი სანაპიროებით. ქალაქი ხმელთაშუა ზღვის გაყოლებაზე მდებარეობს, ამიტომ მას უამრავი ცნობილი სანაპირო აქვს.
მიკრონისოს სანაპირო
მაკრონისოს სანაპირო (Makronissos Beach) – აია ნაპას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპირო ზოლი. ის სამი სანაპიროსაგან შედგება – გრძელი მთავარი მონაკვეთს ორი პატარა ყურე აკრავს. მას ოქროსფერი ქვიშა და წყნარი, სუფთა ტალღები აია ნაპაში დასვენებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად აქცევს. აქვე ნახავთ შეზლონგებსა და პლაჟის ბარებს. საშუალება გექნებათ გამოსცადოთ წყლის სპორტის სახეობები, ჰიდროციკლით და პარაშუტით დაწყებული, ვინდსერფინგითა და პადლბორდინგით დამთავრებული.
ლეღვის სანაპირო
ლეღვის სანაპირო (Fig Tree Bay) – აია ნაპასთან ახლოს მდებარე სანაპირო. იგი ცნობილია, როგორც ევროპაში მესამე საუკეთესო სანაპირო. აია ნაპა ამ სანაპიროს მონახულების გარეშე არ უნდა დატოვოთ.
აია თეკლას სანაპირო
აია თეკლას სანაპირო (Ayia Thekla Beach) – აია ნაპას ცნობილ უბანში სანაპირო ზოლი. იგი მშვიდი გარემოთი და კრისტალური წყლით გამოირჩევა. აქ აია ნაპას ულამაზესი ბუნება კარგად ერწყმის ზღვასა და მშვიდ ატმოსფეროს.
ნისი სანაპირო
ნისი სანაპირო (Nissi Beach) – ეს კუნძული კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლაჟია. ის ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალზეა და ადვილად მისადგომია როგორც მანქანით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. პლაჟი ყურეში მდებარეობს, ამიტომ აქ წყალი მშვიდი და არაღრმაა. ზღვა ძალიან სუფთაა, ამიტომ აუცილებლად თან იქონიეთ საცურაო კოსტუმები და სათანადო აქსესუარები ფერადი წყლის არსებების დასათვალიერებლად.
კონოსის სანაპირო
კონოსის სანაპირო (Konnosi Beach) – აია ნაპადან რამდენიმე წუთით სასიარულოა ტრანსპორტით. იგი ცნობილია თავისი კრისტალური წყლითა და ულამაზესი გარემოთი.
ლიმანაკის სანაპირო
ლიმანაკის სანაპირო (Limanaki Beach) – ოქროს ქვიშიანი სანაპირო. აქ წყალი ძალიან შორ მანძილამდე მხოლოდ მუხლებამდეა, შესაბამისად ეს სანაპირო რეკომენდებულია ოჯახთან ერთად დასვენებისას.
რომელია საუკეთესო პარკები აია ნაპაში?
აია ნაპაში ულამაზესი პარკები დაგხვდებათ, სადაც განტვირთვას მშვიდ და კომფორტულ გარემოში შეძლებთ, მაგალითად აუცილებლად უნდა ნახოთ გრანდიოზული ბოტანიკური ბაღი. თუმცა, ქალაქში ბევრი გასართობი პარკიც მდებარეობს, სადაც დაუვიწყარ დროს გაატარებთ.
აია ნაპას აკვაპარკი
აია ნაპას აკვაპარკი (Ayia Napa Waterpark) – აია ნაპას აკვაპარკი საერთაშორისოდ აღიარებული და დაჯილდოებულია. იგი მდებარეობს აია თეკლას ქუჩაზე, აია ნაპას დასავლეთ ნაწილში. ძველი ბერძნული მითოლოგიით შთაგონებული აკვაპარკი უნიკალურ გამოცდილებას გთავაზობთ. მისი თემატური დიზაინი ბერძნულ პერსონაჟებს მარტივი, მაგრამ რეალისტური გზით აცოცხლებს, რომლებიც წყლის ატრაქციონებზე, დასასვენებელ ზონებსა და სხვადასხვა გასართობ ზონაში არიან წარმოდგენილი. ეს მითოლოგიური ელემენტები ქმნის ინტერაქტიულ და ვიზუალურად მიმზიდველ ატმოსფეროს.
პროტარას აკვარიუმი
პროტარას აკვარიუმი (Ocean Aquarium Protaras) – შეაბიჯეთ წყალქვეშა თავგადასავლების სამყაროში პროტარასის ოკეანის აკვარიუმში. აქ 1000-ზე მეტი მომხიბვლელი სახეობა დაგხვდებათ, მათ შორის პირანიებ, კუები, ნიანგები და პინგვინები – ეს აკვარიუმი ყველასთვის საინტერესო სიამოვნებას გთავაზობთ.
კიჰერბიას ბოტანიკური ბაღი
კიჰერბიას ბოტანიკური ბაღი (Cyherbia Botanical Garden) – კიჰერბიას ბოტანიკური პარკი აია ნაპადან 40 კმ-ში მდებარეობს. ეს არის დიდი, მშვენიერი ბაღი, სავსე სამკურნალო მცენარეებითა და ყვავილებით, მცენარეების საოცარი სამყარო. ეს მყუდრო ბაღი ფაქტობრივად სამოთხეა დედამიწაზე. აია ნაპაში მოგზაურობისას მას აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
პალიაცოს პარკი
პალიაცოს პარკი (Parko Paliatso) – აია ნაპაში მდებარე პალიაცოს პარკი კუნძულის უდიდესი გასართობი პარკია. აქ 25-ზე მეტი ატრაქციონია. ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა Sling Shot – ევროპაში ყველაზე მაღალი ატრაქციონი. ასევე გამოსცადეთ 45 მეტრის სიმაღლის გიგანტური ბორბალი, რომელიც ყველა ასაკის ადამიანს განსაცვიფრებელ ხედებსა და გართობას სთავაზობს.
აია ნაპას სკულპტურების პარკი
აია ნაპას სკულპტურების პარკი (Sculpture Park Ayia Napa) – აია ნაპას ქანდაკებების პარკი ღია ცის ქვეშ არსებული ქანდაკებების მუზეუმია. აქ წარმოდგენილია როგორც დიდი, ასევე პატარა ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც შექმნილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 40-ზე მეტი მოქანდაკის მიერ.
გადაწყვიტე აია ნაპაში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზება და დაჯავშნე იაფი ფრენები აია ნაპაში!
ხშირად დასმული კითხვები აია ნაპაზე
რამდენი დღეა საკმარისი აია ნაპას მოსანახულებლად?
გირჩევთ 5-7 დღე გათვალოთ აია ნაპაზე დასასვენებლად, რათა კარგად მოასწროთ მისი სანაპიროებით, ადგილობრივი კულინარიითა თუ ლამაზი ატმოსფეროთი ტკბობა.
რა უნდა წავიღოთ აია ნაპაში?
პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. აია ნაპაში ბევრი სანაპირო ზოლი დაგხვდებათ, ამიტომ არ დაგავიწყდეთ საცურაო კოსტიუმების წაღებაც. წყლის აქტივობების მოყვარულებს კი შესაბამისი აღჭურვილობა არ დაგრჩეთ.
რით არის გამორჩეული აია ნაპა?
მისი ულამაზესი სანაპიროებით. თუმცა, გარდა ამისა ქალაქი ისტორიული მნიშვნელობისაცაა.
რამდენად ძვირია აია ნაპა?
აია ნაპაში მოგზაურობა საკმაოდ იაფია ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით. თუ წინასწარ დაგეგმავთ მოგზაურობას, კიდევ უფრო ბიუჯეტურად შეძლებთ ავიაბილეთების შეძენასა და სასტუმროს ნომრების დაჯავშნას.
რამდენად უსაფრთხოა აია ნაპაში მოგზაურობა?
აია ნაპაში მოგზაურობა ტურისტებისთვის უსაფრთხოა, თუმცა პირად ნივთებს უნდა მოუფრთხილდეთ და მიაქციოთ ყურადღებას.
როდისაა საუკეთესო დრო აია ნაპაში სამოგზაუროდ?
ზაფხული საუკეთესო დროა აია ნაპაში სამოგზაუროდ, რათა მზიან ამინდებში კარგად დაისვენოთ მის ლამაზ სანაპიროებზე.
რომელია აია ნაპასთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
LCA – ლარნაკას აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს მდებარეობს.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან აია ნაპაში?
აია ნაპაში დასვენებისათვის უნდა ჩაფრინდეთ ლარნაკას აეროპორტში. ლარნაკაში გაფრენას შეძლებთ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან. თბილისიდან და ქუთაისიდან პირდაპირი ავიარეისებით გამგზავრებას შეძლებთ, ბათუმიდან კი მხოლოდ გადაჯდომით.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან აია ნაპაში?
თბილისიდან ლარნაკას მიმართულებით შემოგთავაზებთ Georgian Airways-ის, Aegean Airlines -ის, Lot-ისა და სხვა ავიაკომპანიის ავიაბილეთებს. აქედან საქართველოს ავიახაზები პირდაპირ ფრენებს შემოგთავაზებთ. ქუთაისიდან კი პირდაპირი რეისით გამგზავრებისთვის შემოგთავაზებთ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air -ის ფრენებს.
როგორ შევიძინოთ აია ნაპას ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას აია ნაპაში მოგზაურობის წინ