ვროცლავი – მარტივი გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

ვროცლავი პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ტურისტული ქალაქია, ქვემო სილეზიის დედაქალაქი მდინარე ოდრის ნაპირზე. მისი ფერადი ბაზრის მოედანი, ათობით ხიდი და კუნძული, ქუჩებში მიმოფანტული ბრინჯაოს ჯუჯები და მდიდარი ისტორიის მქონე მუზეუმები ყველა სტუმარს აღაფრთოვანებს. ამ გზამკვლევში გაგაცნობთ ვროცლავის დასარჩენ უბნებს, ღირსშესანიშნაობებს, პოპულარულ კერძებს, შოპინგისა და ტრანსპორტის დეტალებს, avia.ge-სთან ერთად კი მოგზაურობას მარტივად და იაფად დაგეგმავთ.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

პოლონური

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

zł 9

დროის ზონა

ზაფხულში GMT+2

GMT+1

ვალუტა

პოლონური ზლოტი

zł

კვება

სადილის ღირებულება

zł 35-70

ელექტრობა

Plug type: C / E

2 pins • 230V

აღმოაჩინე ვროცლავი

სად დავრჩეთ ვროცლავში?

დასარჩენი ადგილი თქვენზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. გირჩევთ, წინასწარ განსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტები – ტურისტულ ადგილას დარჩენას ამჯობინებთ თუ შედარებით მშვიდ ადგილას, ქალაქის ხმაურისაგან შორს. ასევე, მნიშვნელოვანია როგორი მოგზაურობის ტიპს ანიჭებთ უპირატესობას. დაბლა შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ არეას ვროცლავში მოგზაურობისათვის.

ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული დასარჩენი არეაა ძველი ქალაქი (Stare Miasto) – იგი ცნობილია ისტორიული ღირსშესანიშნაობებითა და არქიტექტურით. აქაა ბაზრის მოედანი, ძველი რატუშა, ფერადი სახლები და უამრავი კაფე თუ რესტორანი, ხოლო ღირსშესანიშნაობების უმეტესობა ფეხით სავალ მანძილზეა.

ნადოდჟე (Nadodrze) – ერთ-ერთი ყველაზე არტისტული უბანი ვროცლავში. აქ ნახავთ გალერეებს, კაფეებს, ქუჩის ხელოვნებას და XIX–XX საუკუნეების ლამაზ შენობებს.

ვროცლავის სამხრეთ უბნები (გრაბიშინი, ბორეკი, კშიკი, პარტინიცე, კლეცინა – Grabiszyn, Borek, Krzyki, Partynice, Klecina) – ეს უბნები ნაკლებად ტურისტულია და უფრო მშვიდ გარემოს გთავაზობთ. ცენტრამდე ტრამვაითა და ავტობუსით მარტივად მიხვალთ, ახლოს კი სამხრეთის პარკი და პარტინიცეს იპოდრომია.

საკათედრო კუნძული (Ostrów Tumski) – ქალაქის უძველესი ნაწილი და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი ვროცლავში, იოანე ნათლისმცემლის ტაძრითა და გაზის ფარნებით განათებული ქუჩებით. მის მახლობლად მდებარეობს ვროცლავის ბოტანიკური ბაღიც. აქ, მშვიდ გარემოში, ძველი ქალაქიდან რამდენიმე წუთის სავალზე ნახავთ კომფორტულ დასარჩენ ადგილებს.

ოლბინი (Ołbin) – საცხოვრებელი უბანი ქალაქის ცენტრის ჩრდილოეთით. აქ ბევრ შედარებით იაფ დასარჩენ ადგილს ნახავთ, მათ შორის ჰოსტელებს. ოლბინში დარჩენა მათთვისაა რეკომენდებული, ვისაც ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაკვირვება სურს.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ ვროცლავში?

ვროცლავი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია ისტორიულობითა და კულტურული მნიშვნელობის თვალსაზრისით. ქალაქში ნახავთ მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლებს. ვროცლავი ისტორიულ მოგზაურობას მოგიწყობთ. დაბლა შემოგთავაზებთ რამდენიმე ცნობილ ღირსშესანიშნაობას.

რაკლავიცის პანორამა (Panorama Racławicka) – უზარმაზარი პანორამული ტილო, რომელიც 1794 წლის რაკლავიცის ბრძოლას ასახავს. ნახატი 1893–1894 წლებში იან სტიკამ და ვოიცეხ კოსაკმა შექმნეს, ვროცლავში კი იგი 1985 წლიდან სპეციალურ როტონდაშია გამოფენილი. აუცილებლად გირჩევთ რაკლავიცის პანორამის მონახულებას.

საუკუნის დარბაზი (Hala Stulecia) – 1911–1913 წლებში არქიტექტორ მაქს ბერგის პროექტით აშენებული რკინაბეტონის გუმბათოვანი შენობა, რომელიც 2006 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. დღეს აქ კონცერტები, გამოფენები და სხვა ღონისძიებები იმართება, შენობის გარშემო კი პერგოლა, მულტიმედიური შადრევანი და იაპონური ბაღია.

მონანიეთა ხიდი (Mostek Pokutnic) – საფეხმავლო ხიდი, რომელიც წმინდა მარია მაგდალინელის ეკლესიის ორ კოშკს აკავშირებს. ლეგენდის თანახმად, ხიდზე ცოდვილთა სულები ინანიებდნენ. ხიდზე ასვლა შესაძლებელია და აქედან ძველი ქალაქის ლამაზი ხედი იშლება.

ცის კოშკი (Sky Tower) – 212 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენი, პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი შენობა. ზედა სართულზე სადამკვირვებლო მოედანია, საიდანაც მთელ ვროცლავს გადმოხედავთ, ქვედა სართულებზე კი სავაჭრო ცენტრია.

ისტორიის ცენტრი ზაიეზდნია (Centrum Historii Zajezdnia) – მუზეუმი ყოფილ ავტობუსების დეპოში, სადაც 1980 წლის აგვისტოში გაფიცვა დაიწყო. მუდმივი გამოფენა ვროცლავის ომისშემდგომ ისტორიასა და „სოლიდარობის“ მოძრაობაზე მოგითხრობთ, აქ დროებითი გამოფენებიც იმართება.

მოქალაქეთა ხელოვნების მუზეუმი (Muzeum Sztuki Mieszczańskiej) – ვროცლავის ქალაქის მუზეუმის ფილიალი ძველ რატუშაში, ბაზრის მოედანზე. აქ ნახავთ ქალაქის ისტორიასა და ხელოსნობასთან დაკავშირებულ ექსპონატებს, თავად გოთიკური რატუშა კი ვროცლავის ერთ-ერთი სიმბოლოა.

მულტიმედიური შადრევანი (Fontanna Multimedialna) – 2009 წელს საუკუნის დარბაზთან გაიხსნა. თბილ სეზონში აქ წყლის, სინათლისა და მუსიკის შოუები იმართება, რომლებიც განსაკუთრებით შთამბეჭდავია საღამოობით.

ეროვნული მუზეუმი (Muzeum Narodowe we Wrocławiu) – პოლონეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მუზეუმი, სადაც შუა საუკუნეების სილეზიური ხელოვნებიდან თანამედროვე ხელოვნებამდე ნიმუშებია წარმოდგენილი. სუროთი დაფარული შენობა მდინარე ოდრის მახლობლად, რაკლავიცის პანორამის გვერდით დგას.

იოანე ნათლისმცემლის ტაძარი (Archikatedra św. Jana Chrzciciela) – საკათედრო კუნძულზე მდებარე გოთიკური ტაძარი. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი მძიმედ დაზიანდა და ომის შემდეგ ეტაპობრივად აღადგინეს. ერთ-ერთ კოშკზე ლიფტით ასვლა შეიძლება – იქიდან კუნძულისა და ქალაქის ხედი იშლება.

ვროცლავის ოპერა (Opera Wrocławska) – ოპერის თეატრის შენობა 1841 წელს გაიხსნა და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კლასიცისტური ნაგებობაა. აქ ოპერისა და ბალეტის წარმოდგენებს ნახავთ, დახვეწილი ინტერიერი კი ნებისმიერ სტუმარს აღაფრთოვანებს.

 

ფრენები ვროცლავში

სად ვჭამოთ ვროცლავში?

ვროცლავი არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. აქაური რესტორნები და კაფეები მუდამ მზადაა ტურისტებისთვის გულთბილი მასპინძლობის გასაწევად. ვროცლავში შეგიძლიათ დააგემოვნოთ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ევროპული კულინარია და გასინჯოთ უგემრიელესი სასმელიც.

Dinette – ეს კაფე-რესტორანი პოპულარული ადგილია საუზმის მისართმევად. აქ მენიუს უამრავ ვარიანტს ნახავთ: შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ან თუნდაც ინგლისური საუზმე.

Bułka z masłem Włodkowica – ამ კაფეში შეძლებთ მიირთვათ უგემრიელესი საუზმე ან დესერტები და მისი ბაღებითაც დატკბეთ.

Burger Ltd – თუ გემრიელი ბურგერების ჭამა გსურთ, ამ ადგილს უნდა ეწვიოთ. აქაური სპეციალური ტექნიკით დამზადებული ბურგერები აუცილებლად მოგაწონებთ თავს.

Bar Mleczny Miś – ტრადიციული პოლონური „რძის ბარი“, სადაც იაფად დააგემოვნებთ მარტივ ადგილობრივ კერძებს. გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან ცნობილი ადგილია და ხშირად რიგიც დაგხვდებათ.

Konspira – ამ რესტორანში გარდა იმისა, რომ ძალიან მყუდრო ატმოსფერო, 80-იანების სტილში მოწყობილი გარემო დაგხვდებათ, აქ უგემრიელეს პოლონურ კერძებს გასინჯავთ.

100 Bridges Brewery – ამ ბარში კოქტეილების დაგემოვნებას შეძლებთ. რაც მთავარია, აქ უამრავი სახეობის ლუდი დაგხვდებათ და შეძლებთ თქვენი საყვარელი გემო ამოირჩიოთ.

Papa Bar – ეს ბარი არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივებისთვისაც კარგი ადგილია განსატვირთად. აქ უამრავი ტიპის სასმელი დაგხვდებათ და თქვენი გემოვნების მიხედვით შეძლებთ მათ არჩევას.

Pub Pod Trzema Miotłami – ამ ბარში მყუდრო ატმოსფერო დაგხვდებათ. გარდა სასმლის მრავალფეროვნებისა, აქ იდეალურად შეძლებთ განტვირთვას.

 

პივნიცა შვიდნიცკა (Piwnica Świdnicka) – ძველი რატუშის სარდაფში მდებარე რესტორანი, რომელიც ევროპის ერთ-ერთ უძველეს რესტორნად ითვლება – აქ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ასხამდნენ ლუდს. ისტორიულ თაღოვან დარბაზებში ტრადიციულ პოლონურ კერძებსა და ადგილობრივ ლუდს დააგემოვნებთ.

Przystań & Marina – რესტორანი მდინარე ოდრის ნაპირზე, ძველი ქალაქის მახლობლად. აქ ევროპულ და ხმელთაშუაზღვის სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ, ტერასიდან კი მდინარისა და ქალაქის ლამაზი ხედი იშლება.

OK Wine Bar – ღვინის ბარი-რესტორანი ღვინის ფართო არჩევანით და ევროპული მენიუთი – კარგი ადგილი მშვიდი საღამოსთვის.

პიეროგი (Pierogi) – ცომის პელმენები სხვადასხვა შიგთავსით: ხაჭოთი და კარტოფილით (რუსკიე), ხორცით, კომბოსტოთი ან ხილით.

ჟურეკი (Żurek) – მჟავე ჭვავის სუპი სოსისით და მოხარშული კვერცხით, რომელსაც ხშირად პურის „ჯამში“ მიირთმევენ.

ბიგოსი (Bigos) – მჟავე და ახალი კომბოსტოსა და სხვადასხვა ხორცისგან დიდხანს მომზადებული ტრადიციული კერძი.

კოტლეტ შაბოვი (Kotlet schabowy) – პურის ფქვილში ამოვლებული შემწვარი ღორის კოტლეტი, რომელსაც კარტოფილთან და კომბოსტოს სალათთან ერთად მიირთმევენ.

სერნიკი (Sernik) – პოლონური ხაჭოს ტორტი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტი.

 

 

ახლოდან დანახული ვროცლავი

სად ვიშოპინგოთ ვროცლავში?

ვროცლავში შოპინგისას აღმოაჩენთ ყველაფერს, რასაც შეიძლება კოსმოპოლიტურ სივრცეში მოელოდეთ – იქნება ეს ქუჩაზე ჩაყოლებული პატარა მაღაზიები თუ დიდი შოპინგ მოლები, აქ ყველაფრის პოვნას შეძლებთ.

რენომა (Renoma) – 1930 წელს აშენებული ისტორიული სავაჭრო სახლი ქალაქის ცენტრში, რომელიც დღეს თანამედროვე სავაჭრო ცენტრია.

ვროცლავია (Wroclavia) – დიდი სავაჭრო ცენტრი რკინიგზის მთავარი სადგურის მახლობლად, რომელშიც ქალაქის ავტობუსების სადგურიც მდებარეობს. აქ ცნობილი ბრენდების მაღაზიებს, კინოთეატრს და კვების ობიექტებს ნახავთ.

დომინიკელთა გალერეა (Galeria Dominikańska) – სავაჭრო ცენტრი ძველი ქალაქის მახლობლად, სადაც შოპინგთან ერთად კაფეებსა და რესტორნებსაც ნახავთ.

ვროცლავის ყველაზე პოპულარული სუვენირებია ქალაქის სიმბოლოს – ჯუჯების (krasnale) ფიგურები, ბოლესლავეცის კერამიკა, ქარვის სამკაულები და ადგილობრივი ტკბილეული. სუვენირების მაღაზიებს ბაზრის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ნახავთ.

ბაზრის მოედანი (Rynek) – ევროპის ერთ-ერთი უდიდესი შუასაუკუნეების საბაზრო მოედანი და ქალაქის გული. მის ცენტრში ძველი რატუშაა, გარშემო კი ფერადი სახლები, მაღაზიები, კაფეები და რესტორნები. ზამთარში აქ საშობაო ბაზრობა იმართება, სადაც სუვენირებს, ხელნაკეთ ნივთებსა და ადგილობრივ დელიკატესებს იყიდით.

ჰალა ტარგოვა (Hala Targowa) – 1906–1908 წლებში აშენებული საბაზრო დარბაზი მდინარე ოდრის მახლობლად, ძველი ქალაქის კიდეზე. აქ ადგილობრივები ხილს, ბოსტნეულს, ყველს, ხორცსა და ყვავილებს ყიდულობენ, ტურისტებს კი რკინაბეტონის თაღოვანი ინტერიერი იზიდავს. კარგი ადგილია ადგილობრივი პროდუქტებისა და იაფი სუვენირების საყიდლად.

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ვროცლავში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი ვროცლავი ავიაბილეთები დღესვე!

როდის არის საუკეთესო დრო ვროცლავში სამოგზაუროდ?

ვროცლავში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდი ზაფხულის თვეებია. ამ დროს ქალაქში ტემპერატურა საკმაოდ კარგია და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას უპრობლემოდ შეძლებთ, იმის მიუხედავად, რომ ზაფხული ტურისტული სეზონია და ქალაქში ბევრი დამსვენებელი იყრის თავს. თანაც, ზაფხულის დროს შეგიძლიათ კარგად დატკბეთ ქალაქში სეირნობით და საგარეო აქტივობებით, ეწვიოთ ვროცლავის შესანიშნავ პარკებს ან თუნდაც აკვაპარკებს. ზამთარში კი, მართალია ტემპერატურა საკმაოდ დაბლა ეცემა ვროცლავში, თუმცა აქაური საშობაო ბაზრები, დეკორაციები და ფერადად მორთული ქუჩები იდეალურ მოგზაურობას დაგპირდებათ.

არ გადადო. დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება!

როგორ გადავაადგილდეთ ვროცლავში?

ვროცლავში გადაადგილება საკმაოდ მარტივია. თქვენი მარშრუტის უკეთ დასაგეგმად კი გიზიარებთ საჭირო ინფორმაციებს.

ვროცლავში ავტობუსებისა და ტრამვაის ფართო ქსელია (MPK Wrocław). ძველ ქალაქში ფეხით სიარული მოსახერხებელია, ხოლო ცენტრიდან მოშორებით მდებარე ღირსშესანიშნაობებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მარტივად მიაღწევთ. ღამით ღამის ხაზები მუშაობს. ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ გაჩერებებზე და ტრანსპორტში განთავსებულ ავტომატებში (ბარათითაც). ბილეთების ფასები (ნორმალური):

ერთჯერადი ბილეთი: 4,60 PLN
15 წუთი: 3,20 PLN
30 წუთი: 4,00 PLN
60 წუთი: 5,20 PLN
90 წუთი: 7,00 PLN
24 საათი: 15,00 PLN
48 საათი: 26,00 PLN
72 საათი: 32,00 PLN
168 საათი (7 დღე): 54,00 PLN

ვროცლავი არის ქალაქი, სადაც ფეხით გადაადგილებას უპრობლემოდ შეძლებთ. განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ უბანში ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას ფეხით სეირნობისას იდეალურად შეძლებთ, რადგან ისინი საკმაოდ მოკლე რადიუსში მდებარეობს ერთმანეთისგან.

ტაქსით სარგებლობისას ენდეთ ოფიციალურ, მარკირებულ ტაქსებს ან გამოიძახეთ მანქანა აპლიკაციით (მაგ. Uber, Bolt, FreeNow). ფასი დამოკიდებულია მანძილზე, დროსა და ტარიფზე; ღამით და დღესასწაულებზე ტარიფი, როგორც წესი, უფრო მაღალია.

ვროცლავის კოპერნიკის აეროპორტი (WRO) ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 10 კილომეტრშია. ცენტრამდე და რკინიგზის მთავარ სადგურამდე ავტობუსის 106 ხაზით მიხვალთ, რომლისთვისაც ჩვეულებრივი MPK-ის ბილეთი გამოდგება. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ტაქსით ან აპლიკაციით გამოძახებული მანქანით.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო პარკები ვროცლავში?

თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებით გადაიღალეთ, ვროცლავში შეგიძლიათ ქალაქის პარკებში განიტვირთოთ. აქაური გამწვანებული სივრცეები კარგი დასვენების საშუალებას მოგცემთ.

ვროცლავის ბოტანიკური ბაღი (Ogród Botaniczny Uniwersytetu Wrocławskiego) – 1811 წელს დაარსებული უნივერსიტეტის ბაღი საკათედრო კუნძულის გვერდით. აქაური წყნარი გარემო, ტბორები და მრავალფეროვანი მცენარეები კარგი დასვენების საშუალებას მოგცემთ.

ვროცლავის აკვაპარკი (Aquapark Wrocław) – წყლის გასართობი ცენტრი აუზებით, ტობოგანებით, ჯაკუზებითა და საუნებით. კარგი არჩევანია წვიმიან დღეს ან ბავშვებთან ერთად დასასვენებლად.

სამხრეთის პარკი (Park Południowy) – ლანდშაფტური პარკი ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ტბორითა და ძველი ხეებით. მცენარეებით გამწვანებულ ამ პარკში ყოველდღიურობას დროებით მოწყდებით და კარგად დაისვენებთ.

ვროცლავის ზოოპარკი (Zoo Wrocław) – 1865 წელს გაიხსნა და პოლონეთის უძველესი მოქმედი ზოოპარკია. მისი მთავარი ატრაქციონია აფრიკარიუმი – ოკეანარიუმი, რომელიც აფრიკის წყლის სამყაროს ეძღვნება. ზოოპარკი განსაკუთრებით კარგი არჩევანია ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას.

იაპონური ბაღი (Ogród Japoński) – შჩიტნიცკის პარკში, საუკუნის დარბაზის მახლობლად მდებარე ბაღი, რომელიც 1913 წელს გამოფენისთვის შეიქმნა. 1997 წლის წყალდიდობის შემდეგ ბაღი აღადგინეს. აქ ნახავთ ტბორებს, ხიდებს, ჩანჩქერს და იაპონურ მცენარეებს.

შჩიტნიცკის პარკი (Park Szczytnicki) – ვროცლავის ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი პარკი საუკუნის დარბაზის გვერდით. აქ არის იაპონური ბაღი, ხის ძველი ეკლესია და სასეირნო ბილიკები – იდეალური ადგილი სიმწვანეში სეირნობისთვის.

გადაწყვიტე მოიწყო საინტერესო მოგზაურობა ვროცლავში? მაშინ იაფი ფრენები ვროცლავში სწორედ შენთვისაა!

ხშირად დასმული კითხვები ვროცლავზე

მინიმუმ 2 დღე გათვალეთ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.

პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ მოგზაურობისათვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადება, იქნება ეს პასპორტი თუ საიდენტიფიკაციო ბარათი. ასევე, წაიღეთ რაც შეიძლება კომფორტული და სეზონისთვის შესაფერისი ტანსაცმელი და შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. უმჯობესი იქნება, თუ წაიღებთ კომფორტულ ზურგჩანთას, რადგან ვროცლავში ბევრი სიარული მოგიწევთ და სასეირნო ადგილებიც ბევრია. ასევე, საჭიროებისამებრ, გირჩევთ წაიღოთ პორტატული დამტენი და ფოტოების გადაღების მოყვარულებს, არ დაგრჩეთ ფოტოაპარატიც. ვროცლავში ხშირად წვიმიანი ამინდებია, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ გექნებათ საწვიმარი ან ქოლგა.

ვროცლავი თავისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობითაა ცნობილი. თანაც, აქ შეგხვდებათ ულამაზესი კაფეები, პატარა მაღაზიები და დასასვენებელი პარკები. რომანტიკული დასვენება თუ გსურთ, დაივიწყეთ ვენეცია და პარიზი. ბევრად უფრო ბიუჯეტურად შეძლებთ, რომ რომანტიკული არდადეგები ვროცლავში გაატაროთ.

ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით ვროცლავი საკმაოდ იაფი მიმართულებაა. აქ შეგიძლიათ იაფად იმოგზაუროთ, დაათვალიეროთ ქალაქის ღირსშესანიშნაობები და ბიუჯეტურად ისადილოთ ან ივახშმოთ რესტორნებსა და კაფეებში.

ვროცლავი ზოგადად უსაფრთხო ქალაქად ითვლება. როგორც ნებისმიერ ტურისტულ ქალაქში, ხალხმრავალ ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყურადღება მიაქციეთ პირად ნივთებს.

ვროცლავში სამოგზაუროდ საუკეთესოა გვიანი გაზაფხული და ზაფხული (მაისი–სექტემბერი), როცა თბილა და ქალაქში ბევრი ღონისძიება იმართება. დეკემბერში კი ბაზრის მოედანზე საშობაო ბაზრობა მოგელით.

WRO – ვროცლავის კოპერნიკის აეროპორტი (Port Lotniczy Wrocław) ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს. ცენტრამდე ავტობუსის 106 ხაზით ან ტაქსით მიხვალთ.

ვროცლავში ფრენებს ნახავთ როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან. თბილისიდან ვროცლავში მხოლოდ გადაჯდომით იმგზავრებთ, ქუთაისიდან კი Wizz Air პირდაპირ რეისებს ასრულებს (განრიგი სეზონის მიხედვით იცვლება – აქტუალური რეისები გადაამოწმეთ avia.ge-ზე).

თბილისიდან ვროცლავში გადაჯდომით ფრენებს გთავაზობენ, მაგალითად, LOT Polish Airlines (ვარშავის გავლით), Lufthansa და Turkish Airlines. ქუთაისიდან პირდაპირ რეისებს ასრულებს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air.

მოგზაურობის მაქსიმალურად ბიუჯეტურად დაგეგმვისათვის, პირველ რიგში აუცილებელია 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები ვროცლავში და დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს. ასევე, საუკეთესო ფასების მისაღებად უნდა გამოიყენოთ ავიაბილეთების საძიებო სისტემა, როგორიცაა avia.ge

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი სხვა მნიშვნელოვან დეტალებს ვროცლავში მოგზაურობის წინ

იაფი ფრენები ვროცლავში პოლონეთის ქალაქი ვროცლავი ტურისტებში სახელგანთქმულია თავისი ისტორიული…

იაფი ავიაბილეთები ვროცლავში ვროცლავი პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია. მას…

პოლონეთი და მისი გამორჩეული ქალაქები ყველაზე სასიამოვნოდ სწორედ თბილ სეზონებზე…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს