33.8 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 19, 2025

თბილისი სევილია ავიაბილეთები 400 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან სევილიაში

ესპანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქი სევილია ტურისტებს უნიკალურ გამოცდილებებს სთავაზობს. აქაურობა ნამდვილ ზღაპრულ ბაღს წააგავს თავისი კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით.

სევილია დიდი ხნის განმავლობაში ბევრი იმპერიის ინტერესის ტერიტორიას წარმოადგენდა. ეს კარგად ემჩნევა ქალაქს, რადგან აქ სხვადასხვა ტიპის არქიტექტურული შენობები შეგხვდებათ. ფაქტობრივად, სევილიაში აღმოსავლეთი და დასავლეთი ხვდება ერთმანეთს – აქ დაგხვდებათ მუხეჯარის ტიპის ნაგებობები – ქრისტიანული და ისლამური არქიტექტურის იდეალური შერწყმა. თბილისი სევილია ფრენები ისტორიულ დროსა და სივრცეში გამოგზაურებთ. თანაც, სევილიის ბარები და კაფეები გართობისა და დასვენებისთვის კარგ ატმოსფეროს ქმნის. ამასთან, ქალაქში კატალონიურ კერძებსაც დააგემოვნებთ და ბევრი ახალი რეცეპტით დაბრუნდებით. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ სევილიის მიმართულებით ფრენებზე ინფორმაციას.

როგორ გავფრინდეთ თბილისიდან სევილიაში?

თბილისიდან სევილიის მიმართულებით მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას. ყველაზე იაფად თბილისი სევილია ავიაბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ 400 ლარიდან ზემოთ. დალა ცხრილის სახით შემოგთავაზებთ სევილიის მიმართულებით ავიარეისების ჩამონათვალს ცხრილის სახით.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
24 ივლისი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 492 -დან
21 ივლისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 573 -დან
6 აგვისტო 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 473 -დან
11 აგვისტო 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 580 -დან
1 აგვისტო 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 585 -დან
10 აგვისტო 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 620 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
4 ოქტომბერი 20258 ოქტომბერი 20253 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 849 -დან
15 ნოემბერი 202523 ნოემბერი 20253 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 943 -დან
2 იანვარი 202615 იანვარი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 086 -დან
6 მარტი 202613 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 628 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
2 ოქტომბერი 202511 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 915 -დან
4 ოქტომბერი 20258 ოქტომბერი 20253 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 849 -დან
15 ნოემბერი 202523 ნოემბერი 20253 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 943 -დან
2 იანვარი 202615 იანვარი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 086 -დან
6 მარტი 202613 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 628 -დან

ინფორმაცია თბილისი სევილია ფრენების შესახებ

თბილისიდან სევილიის მიმართულებით მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას, თუმცა მარტივად ნახავთ თქვენზე მაქსიმალურად მორგებულ ავიარეისებს.

თბილისი სევილია ფრენები შეგვიძლია შემოგთავაზოთ დაბალბიუჯეტური თურქული ავიაკომპანია Pegasus -ის შესრულებით. იგი იაფი ავიარეისების წარმოებაზე ორიენტირდება. თუმცა, გახსოვდეთ, რომ პეგასუსი გადაჯდომას ასრულებს სტამბოლის საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში. თბილისიდან სევილიამდე მგზავრობისას საშუალოდ 1-2 საათის დაყოვნება მოგიწევთ სტამბოლში. საბოლოოდ კი პეგასუსი ჩაფრინდება სევილიის აეროპორტში, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 9 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ყურადღება მიაქციეთ ნებადართული ბარგის სიდიდესაც. პეგასუსი საშუალებას მოგცემთ თავის ეკონომიურ ავიარეისებში მხოლოდ 3 კილო ხელბარგი იქონიოთ თან. თუმცა, სხვა პაკეტების არჩევის შემთხვევაში ჩასაბარებელ ბარგსაც გულისხმობს.

ფრენის დეტალები
მიმართულების დეტალები
ფრენის ხანგრძლივობა
6 სთ
დისტანცია
4333 კმ
აერპორტის კოდი
SVQ
ავიაკომპანიები
Pegasus
სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
ევრო, Euro (€)
ენა
ესპანური
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
60-160$ (50-150€)

ავიაკომპანიები, რომლებიც სევილიაში დაფრინავს

ხშირად დასმული კითხვები თბილისი სევილია ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ თბილისი სევილია ავიაბილეთები ან მომავალში გეგმავთ ესპანეთში მოგზაურობას, გადაავლეთ ხშირად დასმული კითხვების სექციას თვალი. აქ ამოიკითხავთ პრაქტიკულ ინფორმაციას მოგზაურობისათვის.

გაზაფხულის თვეები იდეალურია სევილიაში სამოგზაუროდ. ამ დროს ტემპერატურაც იდეალურია და ზაფხულთან შედარებით ნაკლები ტურისტიცაა, რაც ღირსშესანიშნაობების მონახულებას გაგიმარტივებთ.

სევილია გამორჩეულია თავისი კულტურული და ისტორიული ძეგლებით. აქაური არქიტექტურა კი უნიკალურია.

საქართველოდან სევილიაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

თურქული ავიაკომპანია პეგასუსი სევილიის მიმართულებით ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა მარტივი და სწრაფი პროცესია. თქვენ მხოლოდ მოგიწევთ საძიებო გრაფაში სასურველი ლოკაციის ჩაწერა, საიტი კი თავად შემოგთავაზებთ საუკეთესო ფრენებს. მათი არჩევის შემდეგ კი შეძენის მარტივ პროცედურას გაივლით. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ avia.ge -ს ქოლ-ცენტრსაც ან სულაც, მობრძანდით ჩვენს ოფისში.

იაფი მოგზაურობისათვის აარჩიეთ არატურისტული სეზონები. ამ დროს ფრენებისა და დასარჩენი ადგილების ფასი იკლებს.

სევილიაში მოგზაურობისათვის 3-4 დღე მაინც გათვალეთ რათა მოასწროთ ქალაქის სრულყოფილად დათვალიერება.

სევილიის აეროპორტი (SVQ) ქალაქის ცენტრთან ყველაზე ახლოს, დაახლოებით 9 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა და ფრენებს ნუ დაამთხვევთ მოთხოვნად დღეებს, დასვენებებსა თუ დღესასწაულებს.

სანდოობა, ხარისხი და პროფესიონალი გუნდი – სწორედ ამიტომ გირჩევთ ავიაბილეთების avia.ge -ზე შეძენას. მრავალწლიანი გამოცდილების მეშვეობით avia.ge -მ შეძლო კლიენტებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისების შექმნა. თუ გსურთ ფრენებზე სპეციალური შეთავაზებები სწრაფად მოხვდეს თქვენს ხელში, გირჩევთ მიმართოთ avia.ge -ს.