ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი სამოგზაუროდ იდეალური ლოკაციაა. აქ ყველაფერი ერთ ადგილას თავმოყრილი დაგხვდებათ – ისტორიული და კულტურული მრავალფეროვნება, გართობის ბევრნაირი სახე და ღირსშესანიშნაობათა მთელი რიგი. აქაური გალერეები და მუზეუმები კი მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმულია. ქალაქი კულინარიული შესაძლებლობებითაც შეძლებს თქვენს გაოცებას. მოკლედ, ბრიუსელში მოგზაურობა მათთვისაა, ვისაც ევროპული მოგზაურობის მოწყობა სურს. ამ ბლოგში კი შემოგთავაზებთ ბრიუსელში ვიზიტისათვის საჭირო ტექნიკურ დეტალებს და გაგაცნობთ ინფორმაციას მისი ღირსშესანიშნაობების, დასარჩენი ადგილების, კერძებისა თუ პარკების შესახებ. გამოგვყევით ბრიუსელში სამოგზაუროდ!
ბრიუსელი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
სად დავრჩეთ ბრიუსელში?
დასარჩენი ადგილი თქვენზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. გირჩევთ, წინასწარ განსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტები – ტურისტულ ადგილას დარჩენას ამჯობინებთ თუ შედარებით მშვიდ ადგილას, ქალაქის ხმაურისაგან შორს. ასევე, მნიშვნელოვანია როგორი მოგზაურობის ტიპს ანიჭებთ უპირატესობას. დაბლა შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ არეას ბრიუსელში მოგზაურობისათვის.
ბრიუსელის ისტორიული ცენტრი
ბრიუსელის ისტორიული ცენტრი (Brussels’ Historic Center) – ეს არეა მათთვისაა, ვინც პირველად აპირებს ქალაქში მოგზაურობას. აქ უამრავი ისტორიული ღირსშესანიშნაობა დაგხვდებათ, შესაბამისად გადაადგილება არ გაგიჭირდებათ.
საბლონის უბანი
საბლონის უბანი (Sablon District) – ეს უბანი კი განსაკუთრებით ხელოვნების მოყვარულებისთვისაა. აქ ნახავთ ბევრ ულამაზეს ქუჩას, მნიშვნელოვან გალერეებსა და ხელოვნების გამოფენებს.
გრან-პლასი
გრან-პლასი (The Grand-Place) – ყველაზე ცნობილი უბანი ბრიუსელში. იგი ქალაქის შუაგულს წარმოადგენს. აქ ყველანაირი ღირსშესანიშნაობა თუ რეკრეაციული ზონა ახლოს გექნებათ.
მაროლეს უბანი
მაროლეს უბანი (Marolles District) – ამ უბანშიიდეალურად იგრძნობთ ბოჰემიურ განწყობას. აქ დაგხვდებათ ვინტაჟური მაღაზიები და ვორქშოფები. ამ არეალში ნამდვილად არ მოიწყენთ.
ევროპული კვარტალი
ევროპული კვარტალი (European Quarter) – ეს უბანი ბევრად უფრო თანამედროვეა წინებთან შედარებით. თანაც, თუ გსურთ ტურისტებისგან გადატვირთულ უბნებს გაერიდოთ და შედარებით მშვიდ გარემოში დაისვენოთ, ევროპულ კვარტალში ამის საშუალება ნამდვილად გექნებათ.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ ბრიუსელში?
ბრიუსელი შემოგთავაზებთ ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების მთელ სერიას. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ კათედრალები, მუზეუმები, არქიტექტურული ძეგლები თუ გალერეები.
ბელგიური ლუდის სამყარო
ლუდის სამყარო არა მხოლოდ ქალაქის ღირსშესანიშნაობა, არამედ ინტერაქტიული მუზეუმიცაა. ლუდის მოყვარულებისათვის აქაურობა ნამდვილი სამოთხეა. იგი ლუდის ყველაზე დიდი ცენტრია სამყაროში.
ავტოსამყარო
ავტოსამყარო (Autoworld) – აქ ნახავთ მანქანების მსოფლიო კოლექციას, უძველესი წარმოებიდან დღევანდელობამდე. თუ გსურთ გრანდიოზულ ავტოსამყაროში ამოყოთ თავი და მომავლის მანქანებიც დაათვალიეროთ, ეწვიეთ ამ ადგილს ბრიუსელში მოგზაურობისას.
შოკო-სთორი
შოკო-სთორი (Choco-Story) – მათთვისაა, ვინც შოკოლადზე გიჟდება და ვილი ვონკას შოკოლადის ქარხანაში მოგზაურობა ერთხელ მაინც ნდომებია. იმოგზაურეთ შოკოლადის სამყაროში და გაიგეთ, თუ როგორ აკეთებდნენ ძველი მაიასა და აცტეკების ცივილიზაციების ხალხი შოკოლადს. ამ პროცესში პროფესიონალი გიდიც იქნება ჩართული და დაგეხმარებათ შოკოლადის სამყარო უკეთ აღმოაჩინოთ.
აფრიკის მუზეუმი
აფრიკის მუზეუმი (AfricaMuseum Brussels) – საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ აფრიკის ისტორიასა და კულტურას ბრიუსელში მოგზაურობისას. აქ ნახავთ აფრიკულ არტეფაქტებს, კულტურული მნიშვნელობის გამოფენებს დაათვალიერებთ და მინი-აფრიკულ ტურს მოუწყობთ საკუთარ თავს.
გრან-პლასი
გრან-პლასი ბრიუსელის მთავარ მოედანსა და ტურისტებისთვის აუცილებლად სანახავ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. აქ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იყრის თავს. გრან-პლასზე მოთავსებული ულამაზესი სამეფო სასახლე თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს. გრან-პლასს თავისი დიდი ისტორია აქვს და აქ ყოფნისას მისი სრულად მოსმენა ერთხელ მაინც აუცილებლად მოგიწევთ. თუ არქიტექტურული საოცრებების ნახვა გიყვართ, იაფი ფრენები ბრიუსელში ნამდვილ სურპრიზებს მოგიწყობთ.
ბელვიუს მუზეუმი
ბელვიუს მუზეუმი (BELvue Museum) – კარგად დაგანახებთ იმას, თუ რატომ ეწოდება ბრიუსელს ევროპის დედაქალაქი. აქ თავმოყრილია ბელგიის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები. ბელვიუს მუზეუმში გაეცნობით ბრიუსელისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ ელემენტებს.
ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმი
ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმი მიეძღვნა ბელგიის დამოუკიდებლობის 50 წლის თავს. აქ ნახავთ 6000-მდე არტეფაქტს, ეგვიპტური და რომაული დროიდან. მუზეუმს უდიდესი კოლექცია აქვს და ევროპის ყველაზე გრანდიოზულ მუზეუმად ითვლება.
ატომიუმი
ატომიუმი მთელი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. საუცხოოა როგორც მისი ექსტერიერი, ასევე აქ მოწყობილი გამოფენები. შენობიდან ბრიუსელის ულამაზესი პანორამული ხედებით ტკბობაც შეგიძლიათ.
არტ-ნუვო და არტ-დეკო სტილი
ბრიუსელის არტ-ნუვო და არტ-დეკო სტილი (Brussels Art Nouveau and Art Deco Pass) – ქალაქს სხვა ევროპული ქალაქებისაგან გამოარჩევს. აუცილებლად შეუერთდრით ტურს, რომელიც ბრიუსელის არქიტექტურულ ძეგლებსა და მათ სტილს დაგათვალიერებინებთ.
წმინდა მიქაელისა და გუდულას ტაძარი
წმინდა მიქაელისა და გუდულას ტაძარი ბრიუსელის კათოლიკური ეკლესიაა, რომელიც თავისი გოთიკური სტილით გამოირჩევა. ტაძარი ბრწყინვალეა თავისი არქიტექტურით, გრანდიოზული სიმაღლითა და სვეტებით.
დაჯავშნე ბრიუსელის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!
ფრენები ბრიუსელში
სად ვჭამოთ ბრიუსელში
ბრიუსელი არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. აქ უამრავ გემრიელ კერძს დააგემოვნებთ. განსაკუთრებით კი ბრიუსელის ტკბილეული მოიგებს თქვენს გულს.
რესტორნები
Batch – ამ რესტორანში ძალიან მყუდრო და კოსმოპოლიტური გარემო დაგხვდებათ. თუ მნიშვნელოვან ვახშამს გეგმავთ, გირჩევთ აუცილებლად დაჯავშნოთ აქ მაგიდა.
Kolya – ამ ფრანგულ რესტორანში განსაკუთრებული გარემო დაგხვდებათ. გარდა ბრწყინვალე კერებისა, აქაურობა მდიდრული ატმოსფეროთიც დაგაჯილდოვებთ.
Maison Vincent – ეს რესტორანი კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ბრიუსელში. იგი ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს და კულინარიული მიგნებებითაც დაიკვეხნის.
სად ვჭამოთ ყველაზე გემრიელი ბელგიური ვაფლი?
ბელგიური ვაფლი რიუსელის სავიზიტო ბარათია. ეს კერძი ყველას თავს შეაყვარებს, მათ შორის მათაც, ვისაც ტკბილეული დიდად არ უყვარს.
Belgian Waffles – ამ პატარა საკონდიტროში ყველაზე გემრიელ ბელგიურ ვაფლებს დააგემოვნებთ.
Waffle Factory – ამ რესტორანში ასევე ნახავთ ბელგიურ ვაფლებს სხვადასხვა ტოპინგებით. არ გაუშვათ შანსი, მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ვაფლების დაგემოვნებისა.
ბარ-რესტორნები საუკეთესო ხედით
Tope -ეს რესტორანი ქალაქის პანორამულ ხედებს შემოგთავაზებთ. დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ აქ მოსვლა და ჭიქა სასმლით სიამოვნება.
Secret Rooftop by Warwick – ეს რესტორანი სასტუმროს სახურავზე მდებარეობს. აქ გადაიხდით შესვლის საფასურს და შეგეძლებათ ქალაქის ულამაზესი სანახაობებით დატკბეთ ჭიქა ღვინოსთან ერთად.
58 Brussels – ამ ბარ-რესტორანში ყოფნისას კი თავი ღრუბლებში გეგონებათ. ქალაქი კი თქვენს ხელისგულზე გადაიშლება.
ახლოდან დანახული ბრიუსელი





სად ვიშოპინგოთ ბრიუსელში?
ბრიუსელში შეგიძლიათ ესტუმროთ მის დიდ შოპინგ ცენტრებს, დაათვალიეროთ მისი ვინტაჟური მაღაზიები ან ბაზრები.
რომელია საუკეთესო საშოპინგო ცენტრი ბრიუსელში?
თუ გსურთ ეწვიოთ ადგილს, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი აუცილებლად ეწვიეთ წმინდა ჰუბერტის გალერეას. გარდა იმისა, რომ გალერეაში უამრავი მაღაზია, კაფე, კინოთეატრიც კი დაგხვდებათ, აქ აუცილებლად მოგნუსხავთ იტალიური სტილით ინსპირირებული არქიტექტურა. გალერეის ჭერი კი შუშისაა და საუცხოო ელფერს სძენს მთელს შენობას.
რომელია საუკეთესო უბანი ბაზრებისათვის?
Sablon and the Marolles – ამ უბნებში შეგეძლებათ ნახოთ ბევრი ბაზარი, ფლი მარკეტები და ვინტაჟური მაღაზიები. აქ შეძლებთ შეიძინოთ სუვენირებიც.
რომელია ყველაზე ცნობილი ქუჩა საშოპინგოდ?
Rue Neuve (Nieuwstraat) – ამ ქუჩაზე დაგხვდებათ უამრავი მაღაზია, მათ შორის მდიდრული სტილის და ცნობილი ბრენდები. ამ ქუჩის გაყოლებაზე აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენთვის სასურველ ტანსაცმელსა თუ აქსესუარებს.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ბრიუსელში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი ბრიუსელი ავიაბილეთები დღესვე!
როდის არის საუკეთესო დრო ბრიუსელში სამოგზაუროდ?
ბრიუსელში მოგზაურობისას უმჯობესია აარჩიოთ გაზაფხულისა ან შემოდგომის თვეები. ამ დროს ამინდი საუკეთესოა, ნაკლები წვიმებით. თანაც, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ნაკლები ტურისტი დაგხვდებათ ბრიუსელში და უფრო თავისუფლად შეძლებთ ღირსშესანიშნაობების მონახულებას. ნაკლები მოთხოვნიდან გამომდინარე კი დასარჩენი ადგილების ფასიც შედარებით იაფდება. ზაფხულის თვეებში კი შეძლებთ ლაშქრობების დაგეგმვას, პარკებში ცხელ ამინდებში გასეირნებასა და ბრიუსელის აყვავებული ბუნებით ტკბობას. მართალია ზამთარი ბრიუსელში წვიმიანია, თუმცა შეძლებთ საშობაო ბაზრების მონახულებასა და ახალი წლისათვის მოწყობილი ქალაქის ქუჩების დათვალიერებას. ზაფხულსა და ზამთარში ბრიუსელში ბევრი ფესტივალი და ღონისძიება იმართება, რომლებზე დასწრებაც დიდი სიამოვნებაა.
არ გადადო. დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება!
როგორ გადავაადგილდეთ ბრიუსელში?
ბრიუსელში გადაადგილება საკმაოდ მარტივია. თქვენი მარშრუტის უკეთ დასაგეგმად კი გიზიარებთ საჭირო ინფორმაციებს.
მეტრო
ბრიუსელის მეტროს 6 ხაზი აქვს. იგი მუშაობს დილის 5:30-დან შუაღამემდე. მეტრო ძალიან სწრაფ-სწრაფად, ყოველ 5-10 წუთში მოგემსახურებათ. შესაბამისად, ძალიან სწრაფად და მარტივად შეძლებთ ქალაქში გადაადგილებას.
ავტობუსი
მართალია ქალაქის უმრავლეს წერტილამდე მეტროთი შეძლებთ გადაადგილებას, თუმცა ავტობუსებიც საკმაოდ ხშირად მოგემსახურებიან, დილის 5:30-დან შუაღამემდე. თუმცა, ქალაქს ჰყავს თავისი ღამის ავტობუსებიც, რომლებიც იმ საათებში მოგემსახურებათ, როცა დღის ავტობუსები დაამთავრებენ მუშაობას. ერთჯერადი ბილეთი დაახლოებით 2 ევრო დაგიჯდებათ.
ტაქსი
პრაღის ტაქსები შედარებით ძვირი ალტერნატივაა, თუმცა ძალიან კომფორტულად და სწრაფად შეძლებთ ასე გადაადგილებას. ტაქსის ტარიფი 2.60 ევროდან იწყება და ყოველ კილომეტრზე ემატება საფასური. თუმცა, თუ ქალაქგარეთ გეგმავთ ტაქსითი მგზავრობას, შედარებით ძვირი დაგიჯდებათ. Uber ყველაზე პოპულარული და სანდო ტაქსის სერვისია ბრიუსელში.
ტრამვაი
ბრიუსელს ტრამვაის 19 ხაზი აქვს. ტრამვაი მოგემსახურებათ დილის 6 საათიდან შუაღამემდე. ტრამვაი გადაადგილების ყველაზე სწრაფი საშუალებაა. ერთი გზა დაახლოებით 2 ევრო დაგიჯდებათ. არ დაგავიწყდეთ ბილეთის ვალიდაცია, რათა არ დაჯარიმდეთ.
ფეხით
ბრიუსელის ღირსშესანიშნაობების უმეტესობის მონახულებას ფეხით შეძლებთ. ქალაქის ცენტრში სეირნობა ძალიან მარტივია და კარგი გამოცდილებაცაა. ხოლო, გარეუბნებში უმჯობესია გადააადგილდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
წყლის ავტობუსი
წყლის ავტობუსი (WaterBus) – გადაადგილების განსაკუთრებით სასიამოვნო საშუალებაა. სენას არხზე შეგიძლიათ გადაადგილდეთ წყლის ავტობუსით. ერთი გზა ზრდასრულ ადამიანს 3.50 ევრომდე დაუჯდება. წყლის ავტობუსით მიიღებთ უნიკალურ გამოცდილებას ქალაქის დასათვალიერებლად. წყლის ავტობუსს სულ 6 გაჩერება აქვს.
რომელია საუკეთესო პარკები ბრიუსელში?
თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებით გადაიღალეთ, ბრიუსელში შეგიძლიათ პარკებში განიტვირთოთ. აქაური გამწვანებული სივრცეები კარგი დასვენების საშუალებას მოგცემთ.
დამოუკიდებლობის ორმოცდაათი წლის აღსანიშნავი პარკი
ეს პარკი მე-19 საუკუნის ბოლოს იღებს სიმბოლურ მნიშვნელობას, როდესაც ლეოპოლდ მეორემ გადაწყვიტა ბრიუსელში მსოფლიო დონის გამოფენა მოეწყო ბელგიის თავისუფლების ორმოცდაათი წლისთავის ნიშნად. დღესაც პარკი ადგილობრივებისთვის დიდ კულტურულ მნიშვნელობას ატარებს.
ბრიუსელის პარკი
ბრიუსელის პარკი ქალაქის ყველაზე დიდი საჯარო პარკია. იგი მდებარეობს ბრიუსელის სამეფო რეზიდენციის მაღლა. პარკი ფაქტობრივად ღირსშესანიშნაობებითაა გარშემორტყმული, ამიტომ თუ გადაიღლებით ბრიუსელის დათვალიერებით, ამ პარკში შეგიძლიათ განიტვირთოთ. სივრცე ადრე სანადიროდ გამოიყენებოდა, დღეს კი ქალაქის ღირსშესანიშნაობა და რეკრეაციული ზონაა.
ელისაბედის პარკი
ელისაბედის პარკი კარგი დასასვენებელი ადგილია. თუ გსურთ, ქალაქის ხმაურს თავი შეაფაროთ, ეს პარკი ამისთვის კარგ შესაძლებლობას მოგცემთ. აქ შეგიძლიათ ბუნებაში გაისეირნოთ ან რამდენიმე წუთით ან საათით დაისვენოთ მისი ხეების ჩრდილში.
ლეოპოლდის პარკი
ლეოპოლდის პარკი ყველაზე ცნობილია ბრიუსელში. აქ შეგიძლიათ განიტვირთოთ ან ქალაქის ულამაზესი ბუნებით დატკბეთ. აქ ევროპული პარლამენტიც მდებარეობს. პარკში ულამაზესი ბაღები დაგხვდებათ. ეს პარკი მე-19 საუკუნეში გაშენდა და ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშანაობას წარმოადგენს.
ბოტანიკური ბაღი
ბრიუსელის ბოტანიკური ბაღი ქალაქის ცალკე ღირსშესანიშნაობას წარმოადენს. გარდა იმისა, რომ აქ უამრავი ლამაზი ბაღი დაგხვდებათ, შეძლებთ გაისეირნოთ უალამზესად მოწყობილ ხეივნებში.
დუდენის პარკი
დუდენის პარკი ქალაქის საჯარო პარკია. პარკის დიდი ტერიტორია და აქ გაშენებული ტყეები კარგ გარემოს შეგიქმნით განსატვირთად და დასასვენებლად.
გადაწყვიტე მოიწყო საინტერესო მოგზაურობა ბრიუსელში? მაშინ იაფი ფრენები ბრიუსელში სწორედ შენთვისაა!
ხშირად დასმული კითხვები ბრიუსელზე
რამდენი დღეა საკმარისი ბრიუსელის მოსანახულებლად?
3 დღე საკმარისია ქალაქის დასათვალიერებლად, მაგრამ თუ აპირებთ რომ შეიძინოთ იაფი ფრენები ბრიუსელში , გირჩევდით ცოტა დიდხანს გაჩერდეთ ქალაქში, რადგან იგი თავს აუცილებლად შეგაყვარებთ და ადრე წამოსვლა დაგენანებათ.
რა უნდა წავიღოთ ბრიუსელში?
პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ მოგზაურობისათვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადება, იქნება ეს პასპორტი თუ საიდენტიფიკაციო ბარათი. ასევე, წაიღეთ რაც შეიძლება კომფორტული და სეზონისთვის შესაფერისი ტანსაცმელი და შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. უმჯობესი იქნება, თუ წაიღებთ კომფორტულ ზურგჩანთას, რადგან ბრიუსელში ბევრი სიარული მოგიწევთ და სასეირნო ადგილებიც ბევრია. ასევე, საჭიროებისამებრ, გირჩევდით წაიღოთ პორტატული დამტენი და ფოტოების გადაღების მოყვარულებს, არ დაგრჩეთ ფოტოაპარატიც. აქ ხშირად წვიმიანი ამინდებია, ამიტომ არ დაგრჩეთ ქოლგა და საწვიმარი.
რით არის გამორჩეული ბრიუსელი?
ბრიუსელში ვიზიტისას არ უნდა გამოგრჩეთ მისი მუზეუმებისა და გალერეების დათვალიერება. აუცილებლად ისეირნეთ მის ქუჩებში და დატკბით ქალაქის საუცხოო არქიტექტურით.
რამდენად ძვირია ბრიუსელი?
ბრიუსელი ევროპის დედაქალაქია – აქ ვიზიტი არც ისე იაფია, თუმცა თუ მოგზაურობას სწორად და ადრიანად დააორგანიზებთ, საკმაოდ ბიუჯეტურად შეძლებთ ქალაქის მონახულებას და დასარჩენი ადგილის დაჯავშნასაც.
რამდენად უსაფრთხოა ბრიუსელში მოგზაურობა?
ბრიუსელში კრიმინალისა და წვრილმანი ხულინგნობების რიცხვი არც ისე დაბალია, თუმცა ტურისტულ ადგილებში თუ იმოგზაურებთ და მოერიდებით ღამით ბნელ ქუჩებში სიარულს, ქალაქში გადაადგილებას მშვიდად და უსაფრთხოდ შეძლებთ.
როდის არის საუკეთესო დრო ბრიუსელში სამოგზაუროდ?
გაზაფხული საუკეთესო დროა ბრიუსელში ვიზიტისთვის, რადგან ამ დროს არც ცუდი ამინდები შეგაწუხებთ და არც ხალხმრავლობა ქალაქში გადაადგილებისას.
რომელია ბრიუსელთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
(BRU) – ბრიუსელის აეროპორტი ყველაზე ახლოს მდებარეობს ქალაქის ცენტრთან.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან ბრიუსელში?
თბილისიდან და ბათუმიდან ბრიუსელში მხოლოდ გადაჯდომით, ქუთაისიდან კი პირდაპირი ავიარეისებით შეძლებთ გამგზავრებას.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან ბრიუსელში?
ქუთაისიდან პირდაპირ ფრენებს ახორციელებს ავიაკომპანია Wizz Air. ბათუმიდან გადაჯდომით ფრენებს შემოგთავაზებთ Turkish Airlines, თბილისიდან კი Pegasus, SkyExpress, Lufthansa და სხვა.
როგორ შევიძინოთ ბრიუსელის იაფი ავიაბილეთები?
მოგზაურობის მაქსიმალურად ბიუჯეტურად დაგეგმვისათვის, პირველ რიგში აუცილებელია 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ ავიაბილეთები და დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს. ასევე, საუკეთესო ფასების მისაღებად უნდა გამოიყენოთ ავიაბილეთების საძიებო სისტემა, როგორიცაა avia.ge
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი სხვა მნიშვნელოვან დეტალებს ბრიუსელში მოგზაურობის წინ