აბუ დაბი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი და სიდიდით მეორე ქალაქია. აქ დაგხვდებათ ეგზოტიკური გარემო, ულამაზესი სანაპიროები და ძალიან მაღალი შენობები. თანამედროვე სამყაროს, კომფორტისა და შოპინგის მოყვარულები აბუ დაბიში ნამდვილად ძალიან ისიამოვნებენ. ქალაქი მზადაა ტურისტებს საუკეთესო გამოცდილებები აჩუქოს. ამ ბლოგში თქვენ ნახავთ აბუ დაბიში სამოგზაუროდ მნიშვნელოვან დეტალებს, გაეცნობით მის პოპულარულ უბნებს, კვების ობიექტებს, საშოპინგო სივრცეებს და მიიღებთ რჩევებს, თუ როგორ დაგეგმოთ აქ მოგზაურობა მარტივად და ბიუჯეტურად. გამოგვყევით ახლო აღმოსავლეთში სამოგზაუროდ!
აბუ დაბი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
საინტერესო ფაქტები
ენა
სახელმწიფო ენა
არაბული
სასმელი
ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)
2.50 AED / $0.60
დროის ზონა
GMT+4
ვალუტა
AED - არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი
د.إ
კვება
ერთი სადილის ღირებულება
40-100 AED / 10-27$
ელექტრობა
Plug type: G
3 pins • 230V
აღმოაჩინე აბუ დაბი
სად დავრჩეთ აბუ დაბიში?
მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დასარჩენი ადგილის მოძიებაა. უბანი, რომელში დარჩენასაც გეგმავთ თქვენს მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს, რათა კომფორტულად გაატაროთ მოგზაურობის დღეები. დაბლა შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ უბანს აბუ დაბიში დასარჩენად.
აბუ დაბის ცენტრი
აბუ დაბის ცენტრი (Downtown Abu Dhabi) – პირველად მოგზაურებისათვის იდეალური არეალია. ქალაქი სწრაფად განვითარდა, მაგრამ თუ გსურთ ნახოთ ამ რევოლუციამდე როგორი ისტორიული წარსული ჰქონდა აბუ დაბის, ამ არეალში უნდა დარჩეთ. აქ ნახავთ ბევრ მაღალი კლასის სასტუმროსა და რესტორანსაც.
კორნიშის სანაპირო
კორნიშის სანაპირო (Corniche Beach) – ერთ-ერთი პოპულარული დასარჩენი ადგილია აბუ დაბიში. აქ უამრავ სასტუმროს ნახავთ, რომელსაც პირდაპირ სანაპიროზე აქვს გასასვლელი, შესაბამისად თქვენი მოგზაურობა ძალიან კომფორტული იქნება.
აბუ დაბის უდაბნო
აბუ დაბის უდაბნო (Desert of Abu Dhabi) – ქალაქის ისტორიულ მხარეს განახებთ. ამ უბანში ნახევარი სივრცე თუ უდაბნოს უკავია, მეორე ნახევარი კულტურულად მოწყობილ სასტუმროებს. თუ სიმშვიდეში დასვენება გსურთ, ამ უბნისკენ უნდა გაგიწიოთ მაშინ გულმა.
იას კუნძული
იას კუნძული (Yas Island) – აეროპორტთან ძალიან ახლოს მდებარეობს. აქ ნახავთ ბევრ მაღალი დონის სასტუმროსა და რესტორანს. ამ უბანში სხვადასხვა გასართობ აქტივობასაც მარტივად იპოვით. აქ დარჩენა რეკომენდებულია ოჯახთან ერთად მოგზაურობის დროსაც.
საადიატის კუნძული
საადიატის კუნძული (Saadiyat Island) – ეს ადგილი ძალიან ცნობილია რადგან აქ ყველაფერს ერთ უბანში ნახავთ იქნება ეს აბუ დაბის კულტურული ღირსშესანიშნაობები, რესტორანები თუ ბარები.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ აბუ დაბიში?
აბუ დაბი როგორც თანამედროვე სანახაობებს, ასევე ისტორიულ და კულტურულ ძეგლებსაც დაგახვედრებთ. აქ მოგზაურობა ყველა მხრივ მრავალფეროვან თავგადასავალს გპირდებათ.
შეიხ ზაიედის გრანდიოზული მეჩეთი
იცოდით, რომ აბუ დაბიში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული მეჩეთი მდებარეობს? შეიხ ზაიედის მეჩეთი (Sheikh Zayed Grand Mosque) არა მხოლოდ რელიგიური დატვირთვითაა საყურადღებო, არამედ მისი არქიტექტურული უნიკალური სტილითაც. იგი გრანდიოზულია, უამრავი თაღითა და სვეტებით გაფორმებული. შენობის ინტერიერიცა და ექსტერიერიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.
ემირატების სასახლე
არაბთა ემირატების სასახლე (Emirates Palace Mandarin Oriental) ის მდიდრული ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ. გარდა იმისა, რომ იგი გრანდიოზულია და აქ სტუმრობა ფაქტობრივად კულტურულ ექსკურსიას ჰგავს, შენობა გაგაოცებთ თავისი არქიტექტურითაც. ისლამური პროპორციები და მკვეთრი ფორმები ნებისმიერ მნახველში აღტაცებას გამოიწვევს.
ალ ჰასანის სასახლე
ალ ჰასანის სასახლე (Qasr Al Hosn) – ემირატების ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ნაგებობაა. იგი ასახავს აბუ დაბის განვითარების ისტორიას მე-18 საუკუნიდან თანამედროვეობამდე. სასახლე წარმოადგენდა დიდ ციხესიმაგრეს, რომელსაც საფორტიფიკაციო ფუნქცია ჰქონდა, დღეს კი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.
ემირატების ავტო-მუზეუმი
ემირატების ავტო-მუზეუმი (Emirates National Auto Museum) – როგორც სახელიც გვეუბნება, მანქანების დიდი კოლექციის მქონე მუზეუმია. აქ 200-მდე ძველი სტილის მანქანა დაგხვდებათ.
ეტიადის თანამედროვე ხელოვნების გალერეა
ეტიადის თანამედროვე ხელოვნების გალერეა (Etihad Modern Art Gallery) – არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ხელოვანების თანამედროვე კოლექციებს ინახავს. ხელოვნების მოყვარულებს აქ ვიზიტი აუცილებლად მოეწონებათ.
აბუ დაბის ლუვრი
აბუ დაბის ლუვრში (Louvre Abu Dhabi) საშუალება გექნებათ მსოფლიოში ცნობილი მხატვრების ნამუშევრები ნახოთ. აბუ დაბის ხელოვნების მუზეუმში დაგხვდებათ ლეონარდო და ვინჩის, მანესა თუ ბელინის ნახატები. ხელოვნების მოყვარულებს აუცილებლად გაუხარებს ეს ინფორმაცია გულს და არასოდეს დაავიწყდებათ აქ განცდილი საუცხოო შეგრძნებები.
ალ-ვატანის სასახლე
ალ-ვატანის სასახლე (Qasr Al Watan) – არაბი ხალხის სულსა და ისტორიას გამოხატავს. ადგილობრივების ცნობით, იგი კულტურული ნაგებობაა. ალ-ვატანის სასახლე სამთავრობო ფუნქციას ასრულებს. მისი არქიტექტურა შთამბეჭდავია.
ემირატების მემკვიდრეობის სოფელი
ემირატების მემკვიდრეობის სოფელი (Emirates Heritage Village) – აბუ დაბის თანამედროვე ატმოსფეროდან ისტორიულ მხარეში გადაგვისვრის. აქ ნახავთ ქალაქის მეორე, არაინდუსტრიულ მხარეს.
ზაიედის ისტორიული ცენტრი
ზაიედის ისტორიული ცენტრი (Zayed Heritage Center) – არაბთა გაერთიანებული ემირატების საფუძველჩამყრელი შეიხი ზაიედის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას ინახავს. აქ აბუ დაბის ისტორიულ არტეფაქტებს, ფოტოებსა და ნამუშევრებს იხილავთ.
ალ კარამას ოაზისები
ალ კარამას ოაზისები (Wahat Al Karama) – არაბთა ემირატების ეროვნული გმირების საპატივსაცემო მონუმენტია. ეს ადგილი ისტორიის მოყვარულებს აუცილებლად მოეწონებათ. მონუმენტი ძალიან საინტერესო არქიტექტურული სტილისაა და აუცილებლად მიიქცევს მნახველების ყურადღებას.
ფრენები აბუ დაბიში
სად ვჭამოთ აბუ დაბიში?
აბუ დაბი არც კულინარიის მოყვარულებს გაგიცრუებთ იმედებს. აქაური კაფეები და რესტორნები უმაღლესი ხარისხის მომსახურებას გპირდებათ. განსაკუთრებით აქაური უგემრიელესი დესერტები დაგამახსოვრებთ თავს.
პოპულარული რესტორნები აბუ დაბიში
აბუ დაბი ცნობილია თავისი უმაღლესი დონის რესტორნებით. აქ ნამდვილად განსაკუთრებული მომსახურება და მაღალი კლასის კულინარია დაგხვდებათ.
COYA Abu Dhabi – ეს რესტორანი გთავაზობთ ძალიან მრავალფეროვან მენიუს, აქ ყველანაირი ტიპის კერძს ნახავთ- იქნება ეს ხორციანი საჭმელი, თუ ვეგეტარიანული მენიუ.
Al Khayma Heritage Restaurant Abu Dhabi – ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანია აბუ დაბიში. აქ დაგხვდებათ ადგილობრივი სამზარეულო, სუფები, ზღვის პროდუქტების კერძები და შეგეძლებათ სასმელების დაგემოვნებაც.
სად ვჭამოთ საუკეთესო ტკბილეული აბუ დაბიში?
აბუ დაბი ტკბილეულის დაგემოვნების გარეშე არ უნდა დატოვოთ. ტკბილეულის რამდენიმე მაღაზიას ჩვენც შემოგთავაზებთ.
LADURÉE Abu Dhabi Mall Store – აქ შეგიძლიათ ამოირჩიოთ უდიდესი ალტერნატივიდან რამდენიმე და აღმოსავლური ტკბილეულის გემო გაიგოთ.
B Laban Abu Dhabi – აქ უამრავ ტკბილეულს ნახავთ, მრავალფეროვან დესერტებს, ნაყინებს და სხვა.
რესტორნები ლამაზი ხედით
სად ვჭამოთ Lugaymat აბუ დაბიში?
Lugaymat (ლუკაიმატი) აბუ დაბის ცნობილი ტრადიციული დესერტია. იგი წარმოადგენს ცომის პატარა შემწვარ ბურთულებს, რომლებსაც ფინიკის სიროფით ან თაფლით და სეზამით მიირთმევენ. მისი დაგემოვნება სწრაფი კვების ობიექტებშიც შეგიძლიათ.
Luqaimat and Chebab Muroor Street – ეს ერთ-ერთი პოპულარული ადგილია აბუ დაბის ტრადიციული კერძების დასაგემოვნებლად. აქ შეგიძლიათ ლუკაიმატი და ჩებაბი (ემირატული ბლინები) შეუკვეთოთ და საუკეთესო გემოს ელოდოთ.
Al Khayma Heritage Restaurant Abu Dhabi – ამ ცნობილ რესტორანში კი აუცილებლად მაღალ დონეზე მომზადებულ Lugaymat -ს შემოგთავაზებენ. არ დაგავიწყდეთ მისი შეკვეთა აქ სტუმრობის შემთხვევაში.
ახლოდან დანახული აბუ დაბი





სად ვიშოპინგოთ აბუ დაბიში?
აბუ დაბი ნამდვილად თანამედროვე საშოპინგო ქალაქია. აქ უზარმაზარი მოლები, მაღაზიები და ბაზრები დაგხვდებათ.
მოლები
Abu Dhabi Mall (აბუ დაბის მოლი) – აქ 200-ზე მეტ მაღაზიას ნახავთ. ამ მოლს ყოველდღიურად 40 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს. გარდა მაღაზიებისა, აქ კაფეებიც დაგხვდებათ, სადაც შოპინგისგან შესვენებას შეძლებთ.
Deerfields Mall (დერფილდის მოლი) – ამ მოლში ასევე ასეულობით მაღაზია დაგხვდებათ. აქ ბევრი კაფე და გასართობი სივრცეა, ამიტომ დღეს საინტერესოდ გაიყვანთ.
Marina Mall (მარინა მოლი) – აბუ დაბის ღირსშესანიშნაობადაც კი ითვლება. აქ ყველა ტიპის მაღაზიას ნახავთ, იქნება ეს აუთლეტი თუ ცნობილი ბრენდები. მარინა მოლი მართლაც დამსახურებულად ითვლება გრანდიოზულ კომპლექტად აბუ დაბის ისტორიაში.
იაფია აბუ დაბიში შოპინგი?
აბუ დაბიში შოპინგი სხვა ქალაქებთან შედარებით შეიძლება ითქვას, რომ იაფია. აქ ძალიან ბიუჯეტურად ნახავთ ძვირადღირებულ პროდუქციას, მაგალითად ელექტრონიკას, სამკაულებს და სხვა. ასევე, საკმაოდ მისაღებ ფასად შეიძენთ ცნობილი ბრენდების ტანსაცმელსაც. თუმცა, უნდა ითქვას, რომ აქაური მოლები ძალიან შემყოლია და თუ ბევრი ნივთი შემოგეყიდათ, ბიუჯეტს უნდა მოუფრთხილდეთ – საბოლოო ჯამში, მაინც თქვენზეა არჩევანი, როგორ გადაანაწილებთ სამოგზაურო თანხას შოპინგის დროს.
ბაზრები
Mina Market (მინას ბაზარი) – აქ აბუ დაბის ზღვის პროდუქციას ნახავთ. შეგიძლიათ შეიძინოთ თევზი.
Al Ain Central Market, Souk Al Qaws and Souk Al Bawadi (ცენტრალური ბაზარი) – ამ ბაზარში კი ყველაფერს ნახავთ, დაწყებული ტანსაცმლიდან და ქსოვილებიდან, სუვენირებითა და ავეჯით დამთავრებული.
Al Ain Souk (აინის ბაზარი) – აქ კი შეგიძლიათ დააკვირდეთ როგორ არჩევენ ადგილობრივები პროდუქტებს. ლოკალური გამოცდილების მისაღებად აუცილებლად ეწვიეთ ამ პროდუქტების ბაზარს.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი აბუ დაბიში? მაშინ დაჯავშნე თბილისი აბუ დაბი ავიაბილეთები ახლავე!
როდის არის საუკეთესო დრო აბუ დაბიში სამოგზაუროდ?
ნოემბრიდან მარტამდე საუკეთესო პერიოდია აბუ დაბიში სამოგზაუროდ. ამ დროს ქალაქში შედარებით ნაკლები ტურისტია, ამინდები კი ყველაზე ნეიტრალური. ზამთრის თვეებში იდეალურად შეძლებთ დასვენებას, აბუ დაბის შოპინგ ცენტრების მოვლასა თუ მის სანაპიროებზე რუჯის მიღებას. ზამთრის ბოლოს შესაძლოა რამადანის თვესაც დაემთხვეთ – მისი თარიღები მთვარის კალენდრის მიხედვით ყოველწლიურად იცვლება (2027 წელს რამადანი თებერვლის დასაწყისში იწყება). რამადანის დასრულებას ეიდ ალ-ფიტრის დღესასწაულით აღნიშნავენ, ამ დროს კი ქალაქი სადღესასწაულოდ ირთვება. თუ ამ გამოცდილების მიღება გსურთ, მოგზაურობამდე ზუსტი თარიღები გადაამოწმეთ.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ აბუ დაბიში?
აბუ დაბიში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქაური საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძალიან მოწესრიგებულია და პოპულარულია კერძო მომსახურებაც, იქნება ეს ტაქსი თუ პირადი მანქანის დაქირავება.
მანქანის ქირაობა
მანქანის ქირაობა პოპულარული პრაქტიკაა აბუ დაბიში. წარმოიდგინეთ, მთელი 24 საათის განმავლობაში აბუ დაბის ღირსშესანიშნაობების პირადი მანქანით შემოვლა. თანაც, აქ საპარკინგო სისტემა ძალიან გამართულია, შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაცია Mawaqif. პარკინგი დაახლოებით 2-3 AED ანუ 50 ცენტი ღირს.
ტაქსი
ტაქსი აბუ დაბის ყველაზე პოპულარული გადასაადგილებელი საშუალებაა. ყურადღება მიაქციეთ, რომ მანქანას აუცილებლად ჰქონდეს ყვითელი ტაქსის ნიშანი. აბუ დაბიში ყველაფერი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან, ამიტომ ტაქსის ფასები არც თუ ისე მაღალია. ცნობილი კომპანიებია Uber და Careem.
ველოსიპედები
ველოსიპედებით სიარული ასევე ცნობილი პრაქტიკაა აბუ დაბიში. აქ 50-მდე ველო ტრასაა, თავად ველოსიპედებს კი ძალიან მარტივად იქირავებთ. თანაც, ველოსიპედით აბუ დაბის შემოვლა ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იქნება.
ავტობუსი
აბუ დაბის ავტობუსები ძალიან მოწესრიგებულია და ზუსტად თავის დროზე დადის. შეგიძლიათ სადგურზე დაახლოებით 2$-ად (10AED) შეიძინოთ ბარათი, რომელიც ყოველ მგზავრობაზე დამატებით თანხას ჩამოგაჭრით, დაახლოებით 50 ცენტს (2AED). ან შეგიძლიათ 30 AED-ად შეიძინოთ ავტობუსების ერთ კვირიანი ბარათი.
ფეხით
აბუ დაბი ნამდვილად მიეკუთვნება იმ ქალაქების რიცხვს, რომელიც შეგიძლიათ ფეხით შემოიაროთ. აქაურობა უსაფრთხო და სუფთაა. თანაც, ღირსშესანიშნაობები ერთმანეთთან საკმაოდ ახლო რადიუსში მდებარეობს, ამიტომ არ გაგიჭირდებათ ფეხით სიარული.
რომელია საუკეთესო სანაპიროები აბუ დაბიში?
აბუ დაბი სანაპიროებითაა ცნობილი. აქ იდეალურად შეძლებთ დასვენებას. ქალაქის სუფთა წყალი და მოწესრიგებული სანაპიროები ჰარმონიულ და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის.
კორნიშის სანაპირო
კორნიშის სანაპირო (Corniche Beach) – აბუ დაბის ცნობილი სანაპირო, რომელიც მოწესრიგებული და სუფთაა. აქ დაგხვდებათ გასართობი სივრცეები და კაფე-ბარები.
სადიატის სანაპირო
სადიატის სანაპირო (Kai Beach Saadiyat) – ქვიშიანი სანაპირო ზოლი. შესანიშნავი გარემოა დასასვენებლად და რუჯის მისაღებად.
მამშას სანაპირო
მამშას სანაპირო (Mamsha Beach) – პოპულარული სანაპირო აბუ დაბიში. სანაპიროზე დაგხვდებათ რესტორნებიც. აქ დღისითა თუ ღამით იდეალურად შეძლებთ დროის გატარებას.
აბუ დაბის სანაპირო
აბუ დაბის სანაპირო (Abu Dhabi Beach) – ყველაზე ცნობილი სანაპირო. წყალი აქ კამკამაა, ხოლო ქვიშა კი სუფთა და დასასვენებლად თუ სასეირნოდ იდეალური.
იას სანაპირო
იას სანაპირო (Yas Beach) – გამწვანებული სანაპირო პავილიონი. აქ დაგხვდებათ უამრავი რესტორანი და კაფეც.
ალ შატის სანაპირო
ალ შატის სანაპირო (Al Shati Beach) – გამწვანებული ქვიშიანი სანაპირო. პალმის ხეების ჩრდილში შეძლებთ მოსვენებას. აქ ქვიან ადგილებსაც ნახავთ დასასვენებლად და ლამაზი ხედებისთვის.
რომელია საუკეთესო პარკები აბუ დაბიში?
აბუ დაბი ერთი მხრივ თუ უამრავ ღირსშესანიშნაობას შემოგთავაზებთ და ქალაქური ცხოვრების ტიპს განახებთ, მეორე მხრივ საინტერესოა მისი დასასვენებელი სივრცეები, განსაკუთრებით პარკები, ზოოპარკები თუ აკვაპარკები.
აბუ დაბის წყლის სამყარო
აბუ დაბის წყლის სამყარო (SeaWorld Abu Dhabi) – ეს წყლის პარკი მსოფლიოში უნიკალურია მისი აქტივობების დამსახურებით. ტურისტებს განსაკუთრებით მოსწონთ აქ სხვადასხვა მუზეუმისებრი სივრცეების დათვალიერება, სადაც ბევრ ინფორმაციას გაიგებთ წყლის სამყაროზე.
ხალიფას ბაღი
ხალიფას ბაღი (Khalifa Park) – ამ უზარმაზარ ბაღში საათობით შეგიძლიათ სეირნობა. აქაურობა ულამაზესადაა მოწყობილი, ბუჩქების ბილიკებითა თუ სხვადასხვა გამწვანებებით.
იას კუნძულის პარკი
იას კუნძულის პარკი (Warner Bros. World™ Yas Island, Abu Dhabi) – იდეალური გარემოა გართობისა და დასვენებისთვის. აქ ნახავთ ატრაქციონებს, საქანელებს და სხვა გასართობ აქტივობებსაც მარტივად იპოვით.
ემირატების პარკი
ემირატების პარკი (Umm Al Emarat Park) – საჯარო სივრცე აბუ დაბიში. აქ პალმის ხეებს შორის მოწყობილ ბილიკებზე შეძლებთ სეირნობას. მშვიდი გარემოა დასვენებისა და განტვირთვისათვის.
ემირატების ზოოპარკი
ემირატების ზოოპარკი (Emirates Park Zoo and Resort) – იდეალური გარემოა ბავშვებთან ერთად სასეირნოდ. გარდა იმისა, რომ აქ ცხოველებს ნახავთ, პარკში სასიამოვნო და სუფთა ატმოსფეროა.
მემკვიდრეობის პარკი
მემკვიდრეობის პარკი (Heritage Park) – კიდევ უფრო მშვიდ ატმოსფეროს შემოგთავაზებთ. ამ პარკში გადაგეშლებათ აბუ დაბის ლამაზი ხედები, ნახავთ საინტერესო ქვის კონსტრუქციებს და შეგეძლებათ მშვიდ გარემოში სეირნობა.
გადაწყვიტე აბუ დაბიში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზება აბუ დაბის ავიაბილეთებზე.
ხშირად დასმული კითხვები აბუ დაბიზე
რამდენი დღეა საკმარისი აბუ დაბის მოსანახულებლად?
მინიმუმ 4 დღე გათვალეთ ქალაქში ყოფნისათვის.
რა უნდა წავიღოთ აბუ დაბიში?
პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. აქ ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. არ დაგავიწყდეთ, რომ მზისგან დამცავიც უნდა გქონდეთ თან და საცურაო კოსტიუმებიც.
რით არის გამორჩეული აბუ დაბი?
ქალაქი ცნობილია თავისი სანაპიროებით, ულამაზესი შენობებითა და კულტურული ძეგლებით.
რამდენად ძვირია აბუ დაბიში მოგზაურობა?
აბუ დაბიში მოგზაურობა ძალიან იაფი არაა, თუმცა შეგიძლიათ წინასწარ დაგეგმოთ და გაწეროთ ხარჯები. მაგალითად, თუ სასტუმროს შედარებით იაფად დაჯავშნით, კვება არცთუ ისე ძვირი დაგიჯდებათ. ავიაბილეთებს იაფად ნახავთ Avia.Ge – ზე, ტრანსპორტირებასა და შენაძენებზე კი მოგზაურობის პერიოდშივე გაანაწილებთ ბიუჯეტს.
რამდენად უსაფრთხოა აბუ დაბიში მოგზაურობა?
აბუ დაბი საკმაოდ უსაფრთხო მიმართულებაა, აქაურობა მოწესრიგებულია, შესაბამისად მოგზაურობის დროს არ შეგეშინდეთ.
როდისაა საუკეთესო დრო აბუ დაბიში სამოგზაუროდ?
გირჩევდით, ფრენები აბუ დაბიში შეიძინოთ ნოემბრიდან მარტის თვის შუალედში. ამ დროს ამინდებიც საუკეთესოა და ყველაზე კომფორტულადაც შეძლებთ დასვენებას.
რომელია აბუ დაბისთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
AUH -აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 25 კილომეტრში მდებარეობს.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან აბუ დაბიში?
აბუ დაბიში გაფრენას საქართველოს სამივე აეროპორტიდან შეძლებთ. თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ნახავთ, ქუთაისიდან და ბათუმიდან კი ამჟამად მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან აბუ დაბიში?
თბილისიდან პირდაპირ ფრენებს გთავაზობთ ავიაკომპანია Air Arabia, გადაჯდომით კი დაფრინავენ შემდეგი ავიაკომპანიები: Qatar Airways, Turkish Airlines, Pegasus და სხვა. ქუთაისიდან Wizz Air-ის პირდაპირი რეისები ამჟამად არ სრულდება, ამიტომ ქუთაისიდან და ბათუმიდან გადაჯდომით იმგზავრებთ – მაგალითად, ბათუმიდან გადაჯდომით შემოგთავაზებთ Turkish Airlines-ისა და Pegasus-ის ფრენებს.
როგორ შევიძინოთ აბუ დაბის ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ავიაბილეთების ყველაზე კარგ ფასში სანახავად გამოიყენეთ საძიებო სისტემა Avia.ge .
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას აბუ დაბიში მოგზაურობის წინ














