თბილისი ვროცლავი ავიაბილეთები 348 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ვროცლავში

პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქი ვროცლავი მთელი ევროპის უმნიშვნელოვანესი ადგილია. პოლონეთმა მძიმე ისტორია გამოიარა მე-20 საუკუნეში, მსოფლიო ომის ეპოქაში და ეს მისი ქალაქების კულტურულ თავისებურებებში აისახება.

ვროცლავი ტიპური პოლონური ქალაქია, თავისი ფერადი შენობებით, პატარა უბნებით, ქვით მოკირწყლული ქუჩებითა და მონუმენტებით. ქალაქში ნახავთ მნიშვნელოვან მუზეუმებსა და უცხო არქიტექტურის შენობა-ნაგებობებს. ვროცლავის ხიდები ქალაქის ცალკეული ღირსშესანიშნაობებია. აქაურობა ფეხით სასეირნოდ და ისტორიის კარგად შესასწავლად ძალიან კარგი ლოკაციაა. თანაც, მშვიდი ატმოსფერო და მყუდრო გარემო დასვენებისათვის იდეალურ წინაპირობებს შეგიქმნით. მოკლედ, თუ ისტორიულ სამყაროში წყნარად მოგზაურობის იდეა გხიბლავთ, თბილისი ვროცლავი ავიაბილეთები ნამდვილად თქვენთვისაა.

როგორ გავემგზავროთ თბილისიდან ვროცლავში?

თბილისიდან ვროცლავში პირდაპირი რეისი არ არის, ამიტომ გაფრენას მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ, მაგალითად, ვარშავაში ან მიუნხენში. გადაჯდომის ადგილი და ხანგრძლივობა ავიაკომპანიასა და რეისებზეა დამოკიდებული. ყველაზე იაფად თბილისი ვროცლავი ავიაბილეთები შეგიძლიათ 348 ლარიდან შეიძინოთ. დაბლა კი იხილავთ იაფი ფრენების ცხრილს ვროცლავის მიმართულებით.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრების თარიღიგადაჯდომებიავიაბილეთების მოძებნა
8 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 304 -დან
17 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 360 -დან
10 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 367 -დან
15 დეკემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 386 -დან
7 დეკემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 407 -დან
29 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 447 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
28 დეკემბერი 20266 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 482 -დან
14 მარტი 202720 მარტი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 636 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
17 დეკემბერი 202621 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 909 -დან
19 დეკემბერი 202621 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 154 -დან
28 დეკემბერი 20266 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 482 -დან
14 მარტი 202720 მარტი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 636 -დან

მნიშვნელოვანი ინფორმაცია თბილისი ვროცლავი ფრენების შესახებ

თბილისი ვროცლავი ფრენები შეგიძლიათ ნახოთ მხოლოდ გადაჯდომით. შემოგთავაზებთ პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ისა და გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს ავიაბილეთებს. LOT-ის რეისებზე გადაჯდომა ვარშავის შოპენის აეროპორტში ხდება, Lufthansa-ს რეისებზე კი მიუნხენის ფრანც იოზეფ შტრაუსის აეროპორტში. LOT პოლონეთის ეროვნული ავიაკომპანიაა, Lufthansa კი გერმანიის უმსხვილესი ავიაკომპანია; ორივე სრული მომსახურების ავიაკომპანიაა და Star Alliance-ის წევრია. ვროცლავის კოპერნიკის აეროპორტი (WRO) ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 10 კმ-შია.

ბარგის პირობები არჩეული ტარიფის მიხედვით გადაამოწმეთ. ავიაბილეთების არჩევას თქვენი პრეფერენციების მიხედვით ძალიან მარტივად შეძლებთ. დააკვირდით გადაჯდომის ხანგრძლივობასაც.

რეისის შერჩევა

პირდაპირი რეისის ხელმისაწვდომობა, გამგზავრების დღეები და გადაჯდომების რაოდენობა კონკრეტული თარიღისთვის გადაამოწმეთ. განრიგი სეზონის მიხედვით იცვლება. ცხრილებში შეადარეთ მგზავრობის სრული დრო, ჩამოფრენის თარიღი და გამგზავრებისა და ჩამოსვლის აეროპორტების ზუსტი კოდები.

ბარგი და ავიაბილეთის სრული ღირებულება

ბარგის ნორმა არჩეულ ტარიფსა და რეისზეა დამოკიდებული. ცალ-ცალკე გადაამოწმეთ პატარა პირადი ჩანთის, სალონში შესატანი ჩემოდნისა და ჩასაბარებელი ბარგის პირობები. საჭირო ბარგის დამატების საფასური საბოლოო ღირებულებაში გაითვალისწინეთ. Lufthansa-ს Economy Light ტარიფში უფასო ჩასაბარებელი ბარგი ავტომატურად არ შედის; 23 კგ ბარგის დამატების ფასი კონკრეტულ რეისზე შეამოწმეთ. Lufthansa-ს ბარგის ოფიციალური პირობები.

თუ გადაჯდომით მგზავრობთ, შეამოწმეთ, ყველა მონაკვეთი ერთ ავიაბილეთშია თუ ცალკე ჯავშნებად. ცალკე ავიაბილეთებისას გაითვალისწინეთ ბარგის ხელახლა ჩაბარება, შესაძლო აეროპორტის შეცვლა და დამატებითი დრო. რეისის ცვლილებისა და დაბრუნების პირობები გადახდამდე წაიკითხეთ.

სამგზავრო დოკუმენტები და ტრანზიტი

საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტით მოკლე ვიზიტისას გაითვალისწინეთ შენგენის სივრცეში ყოფნის საერთო ლიმიტი: მაქსიმუმ 90 დღე ნებისმიერ 180 დღეში. სხვა მოქალაქეობის, პასპორტის ტიპის, მუშაობის ან სწავლის შემთხვევაში პირობები ცალკე გადაამოწმეთ. შეამოწმეთ პასპორტის მოქმედების ვადა და საჭიროებისას მოამზადეთ ვიზიტის მიზნის, განთავსებისა და დაბრუნების დამადასტურებელი საბუთები. გადაჯდომისას შეამოწმეთ სატრანზიტო ქვეყნის წესები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცალკე ავიაბილეთებით მგზავრობთ, აეროპორტს ცვლით ან ბარგი ხელახლა უნდა ჩააბაროთ. შესვლის პირობების ოფიციალური ინფორმაცია.

ფრენის დეტალები
მიმართულების დეტალები
ფრენის ხანგრძლივობა
დაახლოებით 6 სთ-დან (გადაჯდომით)
დისტანცია
2381 კმ
აერპორტის კოდი
WRO
ავიაკომპანიები
LOT, Lufthansa
სამოგზაურო დოკუმენტაცია
ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტი; საქართველოს მოქალაქის მოკლე ვიზიტისთვის 90/180 დღის ლიმიტი. შესვლისა და ტრანზიტის პირობები წინასწარ გადაამოწმეთ.
ვალუტა
PLN - Polish Zloty (zł)
ენა
პოლონური
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
163 zł (40$)

ავიაკომპანიები, რომლებიც ვროცლავში დაფრინავს

ხშირად დასმული კითხვები თბილისი ვროცლავი ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ თბილისი ვროცლავი ავიაბილეთები ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, აუცილებლად გაეცანით ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ ამოიკითხავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც მოგზაურობის დაგეგმვას გაგიმარტივებთ.

აგვისტო საუკეთესო დროა ვროცლავში სამოგზაუროდ. ამ დროს ყველაზე კარგი ტემპერატურაა ქალაქში.

ვროცლავი თავისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობითაა ცნობილი. თანაც, აქ შეგხვდებათ ულამაზესი კაფეები, პატარა მაღაზიები და დასასვენებელი პარკები. რომანტიკული დასვენება თუ გსურთ, დაივიწყეთ ვენეცია და პარიზი. ბევრად უფრო ბიუჯეტურად შეძლებთ, რომ რომანტიკული არდადეგები ვროცლავში გაატაროთ.

არა, თბილისიდან ვროცლავში პირდაპირი რეისი არ არის. ფრენას გადაჯდომით ნახავთ, მაგალითად, ვარშავაში (LOT Polish Airlines) ან მიუნხენში (Lufthansa).

ყველაზე დაბალი ფასი კონკრეტულ თარიღსა და ტარიფზეა დამოკიდებული. შეადარეთ რამდენიმე ავიაკომპანიის შეთავაზება ბარგის, გადაჯდომის ხანგრძლივობისა და დამატებითი მომსახურებების გათვალისწინებით. საბოლოო ღირებულება გადახდამდე გადაამოწმეთ.

avia.ge ავიაბილეთების შეძენის რამდენიმე გზას გთავაზობთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ფრენები ონლაინ, ჩვენი საიტის გამოყენებით. ამისთვის მოგიწევთ უბრალოდ საძიებო ველში ჩაწეროთ სასურველი მიმართულება და აარჩიოთ ავიარეისები. ასევე, შეძლებთ დისტანციურად, ჩვენი ქოლ-ცენტრის დახმარებითაც ფრენების არჩევას ან avia.ge-ის ოფისში ჩვენი პროფესიონალი გუნდის მეშვეობით.

იაფი მოგზაურობისათვის ნაკლებად პოპულარულ სეზონებს გირჩევდით. ამ დროს, როგორც წესი, იაფდება ფრენებიცა და დასარჩენი ადგილებიც.

მინიმუმ 2 დღე გათვალეთ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.

ვროცლავის კოპერნიკის აეროპორტი (WRO) ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, 1-2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა. ამასთან, უმჯობესი იქნება თუ ფრენებს არ დაამთხვევთ დასვენების ან სადღესასწაულო დღეებს.

მომხმარებლის კმაყოფილება, პროფესიონალური მომსახურება და მრავალწლიანი გამოცდილება – ეს ის მიზეზებია, რაც avia.ge-ის უცვლელ წარმატებას განაპირობებს ბაზარზე. ჩვენი გუნდის მეშვეობით მიიღებთ საუკეთესო მომსახურებას როგორც ონლაინ, დისტანციურად, ასევე ოფისში.