მილანი ჩრდილოეთ იტალიის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. აქაური იტალიური უბნები, გოთიკური ტიპის არქიტექტურა, თანამედროვეობას შერწყმული ძველი შენობები დასვენებისათვის იდეალურ წინაპირობებს ქმნის. ქალაქს ყოველწლიურად 8 მილიონი მნახველი ჰყავს. ტურისტების აღფრთოვანების ცალკე მიზეზი ლეონარდო და ვინჩის “უკანასკნელი ვახშამი” , “საიდუმლო სერობა” და მილანის მუზეუმების მსოფლიო დონის კოლექციაცაა. ქალაქი იდეალურია შოპინგისა და დასვენებისთვისაც. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ მილანის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, გაგაცნობთ დასარჩენ უბნებს, ღირსშესანიშნაობებს, მილანის ცნობილ რესტორნებსა და რეკრეაციულ სივრცეებს. გამოგვყევით ჩრდილოეთ იტალიის აღმოსაჩენად.
მილანი – მარტივი გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
სად დავრჩეთ მილანში?
მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დასარჩენი ადგილის დაგეგმვაა. ის უბანი, რომელში დარჩენასაც აპირებთ, თქვენს პრეფერენციებზე მორგებული უნდა იყოს – უნდა ემთხვეოდეს თქვენს ბიუჯეტს და ტრანსპორტითაც მარტივად მისადგომი უნდა იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ მილანის ცნობილ დასარჩენ არეალებს, სადაც უამრავ კარგ სასტუმროს ნახავთ და მაქსიმალურად კომფორტულად შეძლებთ დასვენებას.
დუომო, ისტორიული ცენტრი
დუომო, ისტორიული ცენტრი ( Duomo/Centro Storico) – პირველად მოგზაურებს გირჩევდით ამ უბანში დაბინავებას. გარდა იმისა, რომ ქალაქის შუაგულში იქნებით, აქ უამრავ კარგ სასტუმროსაც ნახავთ.
იზოლა
იზოლა (Isola) – აქ დარჩენა რეკომენდირებულია ბიუჯეტურად მოგზაურობის მსურველთათვის. ამ უბანში ნახავთ გამწვანებულ არეალებსა და სასეირნოდ მოსახერხებელ ადგილებს. ბრერა ცენტრისაგან შედარებით მოშორებით მდებარეობს.
ტორტონას ტერიტორია
ტორტონას ტერიტორია (Zona Tortona) – ეს უბანი შოპინგისათვის იდეალურია. აქ უამრავი ცნობილი ბრენდის მაღაზია მდებარეობს. ტორტონას ტერიტორია მეტროთი ძალიან მარტივად მისადგომია, 20 წუთი სჭირდება ქალაქის ცენტიდან მისვლას.
ბრერა
ბრერა (Brera) – ესეც მილანის ისტორიული ცენტრია. ბრერა იდეალური უბანია მათთვის, ვისაც ღირსშესანიშნაობებთან ახლოს ყოფნა სურს და ტურისტულ პიკში ცხოვრებისაგან თავის არიდება ურჩევნია. ბრერა ხელოვნების მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ, აქ ბევრ გალერეასა და მუზეუმს ნახავთ.
ნავიგლი
ნავიგლი (Navigli) – ეს ადგილი ყველაზე რომანტიკული უბანია მილანში. იგი დიდი არხის გაყოლებაზე მდებარეობს. აქ უამრავი კაფე და რესტორანია და ღამის ცხოვრებაც ქუხს.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ მილანში?
მილანი მსოფლიო დონის მუზეუმებს, ხელოვნების ნიმუშებს, ტაძრებს, გრანდიოზულ შენობებსა და საშოპინგო სივრცეებს შემოგთავაზებთ. ერთად აღმოვაჩინოთ მილანის ღირსშესანიშნაობები.
მილანის საკათედრო ტაძარი
მილანის საკათედრო ტაძარი (დუომო) მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ტაძარია. მისი მრავალრიცხოვანი სვეტების გრანდიოზულობა აუცილებლად გააოცებს ყველა მნახველს. ტაძარი გაფორმებულია წმინდანებისა და წინასწარმეტყველების ქანდაკებებით. მას ამშვენებს ცისკენ მიმართული შუბების მთელი რიგი, ყველაზე დიდი მათგან ღვთისმშობლის შუბია. დუომოს ტაძარი მილანის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
მშვიდობის თაღი
ეს თაღი იმის გარდა რომ ულამაზესია, დიდ ისტორიულ პროცესსაც ინახავს. იგი ნაპოლეონის დაკვეთით აშენდა. მისი არქიტექტურული სტილი უნიკალური და საუცხოოა. დღეს მშვიდობის თაღი მილანის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
სანტა-მარია-დელე-გრაციეს ტაძარი
სანტა-მარია-დელე-გრაციეს ტაძარი შუასაუკუნეების ისტორიული და კულტურული ძეგლია. იგი სფორცების საგვარეულოს მიერ აშენდა. თავიდან მონასტერი აიგო და შემდეგ ეკლესიაც. ტაძარში ნახავთ ლეონარდო და ვინჩის შედევრს, საიდუმლო სერობას.
ლა სკალა
ლა სკალას ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა მილანის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. იგი მე-18 საუკუნის კულტურული ძეგლია. ლა სკალას შენობას აქვს მუზეუმიც, სადაც ნახატები, კოსტუმები და სხვა ინფორმაცია ინახება ოპერის შენობის ისტორიის შესახებ.
მილანის მონუმენტური სასაფლაო
მონუმენტური სასაფლაო მე-19 საუკუნეში გაიხსნა. იგი წარმოადგენს ისტორიული შენობებისა და ნანგრევების ერთიანობას. აქ გასეირნება დროში მოგზაურობას წააგავს. ამ ტერიტორიაზე ბერძნული ნაგებობების ნაწილსაც ნახავთ.
ბოსხისა და სტეფანოს სახლ-მუზეუმი
ეს მუზეუმი იტალიელი ხელოვანი წყვილის 300-მდე ნამუშევარს ინახავს. სახლ-მუზეუმი არა მხოლოდ წყვილის, არამედ მილანური ხელოვნების მე-20 საუკუნის ისტორიასაც კარგად აღწერს. აქაურობა ულამაზესი და მყუდროა.
ბრერას სამხატვრო გალერეა
ბრერას სამხატვრო გალარეა მილანის უდიდეს გალერეას წარმოადგენს. აქ ისეთი ცნობილი მხატვრების ტილოებია გამოფენილი, როგორებიც იყვნენ ტინტორენტო, კარავაჯო, რაფაელი და სხვა. მილანში ყოფნა საშუალებას მოგცემთ, მსოფლიო მასშტაბის ხელოვნების ნიმუშები საკუთარი თვალით იხილოთ და დატკბეთ.
სფორცას კოშკი
სფორცას კოშკი შუასაუკუნეების საფორტიფიკაციო ნაგებობაა. იგი რამდენჯერმე იქნა კონსტრუირებული და შენობის სიდიდეც დროთა განმავლობაში იზრდებოდა. სფორცას სასახლე მილანის დუკას, ფრანჩესკო სფორცას მიერ აშენდა. იგი ისტორიულ ნაგებობას წარმოადგენს.
სან სიროს სტადიონი
სან სიროს სტადიონი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სტადიონს წარმოადგენს. მან ისტორიის განმავლობაში მნიშვნელოვან ღონისძიებებს უმასპინძლა. დღეს აქ ნახავთ მუზეუმსაც. ფეხბურთის მოყვარულებისთვის აქ ტური ნამდვილი სამოთხე იქნება.
საიდუმლო სერობა
საიდუმლო სერობა ლეონარდო და ვინჩის ბრწყინვალე ნამუშევარია. მას სანტა მარია დელა გრაზიეს ტაძარში ნახავთ. მილანში სტუმრობისას შეგიძლიათ საიდუმლო სერობა ექსპერტ გიდებთან ერთად მოინახულოთ და უკეთ გაეცნოთ თავად ნახატისა თუ მხატვრის ისტორიას.
სან ლორენცოს ბაზილიკა
სან ლორენცოს ბაზილიკა მილანის რომაულ-კათოლიკური ეკლესიაა. იგი საბოლოოდ მე-18 საუკუნეში აშენდა. დღეს ბაზილიკა ერთ-ერთ უძველეს ტაძარს წარმოადგენს მილანში – მისი კონსტრუირება გვიან შუასაუკუნეებსა და ადრეულ რენესანსის ეპოქებში მიმდინარეობდა, ამიტომ ტაძრის არქიტექტურა დახვეწილი და მდიდრულია.
დაჯავშნე მილანის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური ფასები!
ფრენები მილანში
სად ვჭამოთ მილანში?
მილანი არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანს გააკვირვებს იტალიური კულინარია, იქნება ეს მთავარი კერძები თუ დესერტები.
რესტორნები მილანში
Langosteria – ეს რესტორანი ადგილობრივების რეკომენდაციით ყველაზე გემრიელ ზღვის პროდუქტებს შემოგთავაზებთ. მისი გარემოც ხმელთაშუაზღვის კულტურითაა ინსპირირებული.
Trippa – ეს მილანის ყველაზე ცნობილი შეფის რესტორანია. გარდა თბილი გარემოსა და უგემრიელესი კერძებისა, რესტორანი ადგილობრივებს იმიტომაც უყვართ, რომ შეფი სეზონის მიხედვით ცვლის მენიუს და მხოლოდ ცოცხალ გემოებს იყენებს თავის კერძებში.
Ristorante Da Giacomo – ეს რესტორანი კი თავისი კლასიკური გარემოთი გამოირჩევა. იგი მე-20 საუკუნეში გაიხსნა და დღემდე პოპულარულია ზღვის კერძების დიდი არჩევანით.
სად დავლევთ ყველაზე გემრიელ ყავას მილანში?
მილანში ძალიან პოპულარულია კაფეების კულტურა. ადგილობრივები ხშირად დადიან აქაურ კაფეებში და აგემოვნებენ სხვადასხვა ყავას. იტალიური ყავის დაგემოვნება არ უნდა გამოგეპაროთ.
Pasticceria Marchesi – ეს კაფე მილანის ცენტრში, ვიტორიო ემანუელე მეორის გალერეაში მდებარეობს. აქ შეძლებთ იტალიური ტკბილეულისა და უგემრიელესი ყავის მირთმევას.
Orsonero Coffee – ამ კაფეში ვიზიტისთანავე იგრძნობთ იტალიური ყავის სურნელს და შეგეძლებათ მრავალფეროვანი მენიუდან თქვენთვის მაქსიმალურად სასიამოვნო ყავის არჩევა.
Camparino (Zucca) Cafe – ეს კაფეც ვიტორიო ემანუელე მეორის გალერეაში მდებარეობს და მილანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაფეა. იგი მე-19 საუკუნიდან ფუნქციონირებს.
სად ვჭამოთ საუკეთესო პიცა მილანში?
იტალია დამსახურებულადაა პიცის სამშობლო. აქ პიცას 10-20 ევროს ფარგლებში ნახავთ. რამდენიმე ცნობილ პიცერიას შემოგთავაზებთ.
Piz – აქ შეგიძლიათ სხვადასხვა სახეობის პიცა დააგემოვნოთ. პიცერია იმდენად შეგაყვარებთ თავს, შეიძლება რამდენჯერმეც კი ესტუმროთ.
Nàpiz’ Milano – ეს შედარებით მაღალი კლასის პიცერიაა, რომელიც მაღალი დონის ინგრედიენტებს იყენებს პიცის მოსამზადებლად.
Maruzzella – აქ ტრადიციულ იტალიურ პიცას დააგემოვნებთ. მისი დაბრაწული კანი და უამრავი ყველი ნებისმიერ ტურისტს აღაფრთოვანებს.
სად შევჭამთ ყველაზე გემრიელ იტალიურ კერძებს?
28 Posti – ეს რესტორანი ადგილობრივი კერძების თანამედროვე ვარიანტებს შემოგთავაზებთ. აქ ნახავთ როგორც ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს, ასევე დააგემოვნებთ უგემრიელეს იტალიურ ღვინოსაც.
Il Kaimano – ამ ადგილს მილანის მოსახლეობა დიდ რეკომენდაციას უწევს. აქ გასინჯავთ რიზოტოს, პიცასა და სხვა უგემრიელეს იტალიურ კერძებს. თანაც, იგი ტურისტებისთვის მახეს არ წარმოადგენს და ფასები ძალიან მისაღებია.
Ratanà – ეს რესტორანი ორიენტირებულია მილანური კერძების პოპულარიზაციაზე. რესტორნის შეფი რიზოტოს საკუთარ ვარიანტს შემოგთავაზებთ. მენიუ ყოველსეზონურად იცვლება და მასში გამოყენებულია მხოლოდ სეზონური პროდუქტები, რაც ჯანსაღი საკვებისა და გემოების საწინდარია.
სად დავლიოთ ყველაზე გემრიელი აპეროლი მილანში?
აპეროლი იტალიური ალკოჰოლური სასმელია. მას მილანის ბევრ ბარში ნახავთ.
Terrazza Aperol – ეს ბარი ვიტორიო ემანუელე მეორის გალერეაში მდებარეობს, მეორე სართულზე. შეგიძლიათ მიაკითხოთ მას დილის 11-დან საღამოს 11 საათამდე.
N’Ombra de Vin – ბრერას ისტორიულ უბანში კი ამ ბარს გირჩევდით. აქ აპეროლის გარდა იტალიურ ცნობილ ღვინოებსაც ნახავთ მენიუში.
მილანის სწრაფი კვება
მილანის სწრაფი კვების ობიექტებში შედის არა მხოლოდ მსოფლიოში ცნობილი Mcdonald’s, არამედ ადგილობრივი წარმოების პროდუქტები. მაგალითად, აქ სწრაფი კვების ობიექტებად ნახავთ პატარა ბისტროებს, საკონდიტროებს, პიცერიებს, რომლებიც პიცის ნაჭრებს ყიდიან ან სენდვიჩისა თუ ბურგერების ბარებს.
ახლოდან დანახული მილანი





სად ვიშოპინგოთ მილანში?
მილანი შოპინგის ქალაქია. ბევრი ტურისტი აქ მსოფლიო ბრენდების დასათვალიერებლად ჩამოდის. მილანის საშოპინგო ცენტრები ცალკე ღირსშესანიშნაობებია.
რომელია ყველაზე ცნობილი საშოპინგო ცენტრი მილანში?
ვიტორიო ემანუელე მეორის გალერეა (Galleria Vittorio Emanuele II) – მე19 საუკუნის შენობაა. იგი იტალიის პირველი მეფის სახელზე იქნა აშენებული. გალერეა მილანის უდიდესი საშოპინგო ცენტრი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. გალერეა მომხიბვლელია თავისი შუშის უდიდესი გუმბათისებრი სახურავით. მილანში ყოფნისას გალერეას აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ამ გალერეაში ვიზიტით ნამდვილ ესპანურ სულს შეიგრძნობთ და მიხვდებით მილანელების მთავარი გატაცების მაგიურობას. გალერეაში ნახავთ უძველეს მაღაზიებს, კაფეებსა და რესტორნებს. შეიძლება ითქვას, რომ აქ ვიზიტისათვის ცალკე დღეც კი შეიძლება გამოყოთ.
მილანის მარკეტები
სინიგალიის ფლი მარკეტი (Fiera Di Sinigaglia) – ეს ფლი მარკეტი მილანის არხის გარშემო ეწყობა. აქ უამრავი ტიპის ნივთს აღმოაჩენთ. კარგ ამინდში ამ ადგილას გასეირნება განწყობას გამოგიკეთებთ.
ძველი წიგნების მოედანი ( Vecchi Libri In Piazza) – თუ წიგნების მოყვარული ან ძველი ნივთების კოლექციონერი ხართ, აუცილებლად გირჩევდით ამ ბაზარში გასეირნებას. წიგნების ბაზარში ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა დასადგურებული.
მილანის ცენტრალური ბაზარი (Mercato Centrale Milano) – ეს კი საჭმელების ბაზარია. აქ ნახავთ უამრავ პროდუქტს, კვების ობიექტებს, დააგემოვნებთ ადგილობრივ სთრით ფუდს.
რომელია ყველაზე ცნობილი საშოპინგო უბანი მილანში?
მონტენაპოლეონე (Via Montenapoleone) – მილანის ყველაზე ცნობილი ქუჩაა შოპინგისათვის. აქ ნახავთ მდიდრულ ბრენდებს, მაღაზიებს, მაღალი კლასის შენობებს. აქაური ატმოსფეროც კი შოპინგის სუნითაა გაჟღენთილი, ამიტომ მომზადებულები წადით ამ ქუჩაზე სასეირნოდ, რადგან შეიძლება ცდუნებას ვერ გაუძლოთ.
ოქროს ოთხკუთხედი (quadrilatero d’oro) – იგივე შეიძლება ითქვას ამ უბანზეც. იგი მილანის ცენტრში მდებარეობს და უამრავ ბრენდს მასპინძლობს.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი მილანში? მაშინ დაჯავშნე თბილისი მილანი ავიაბილეთები ახლავე!
როდის არის საუკეთესო დრო მილანში სამოგზაუროდ?
მილანში წასასვლელად იდეალური დრო გაზაფხული-შემოდგომა ან ადრეული ზაფხულია. ამ დროს ქალაქში ნაკლები ტურისტია და შედარებით მარტივად შეძლებთ ღირსშესანიშნაობების მონახულებას. თანაც, ამ დროს ამინდებიც იდეალურია და ნაკლები მოთხოვნიდან გამომდინარე, დასარჩენი ადგილებიც შედარებით იაფდება. გახსოვდეთ ისიც, რომ აპრილში ქალაქში იგეგმება მოდის კვირეულები და სხვადასხვა გამოფენები. ზოგიერთ მათგანზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით შეიძლება, თუმცა ბევრი პუბლიკისათვის ღიაა.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ მილანში?
მილანში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და ქალაქის ხედებით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საკმაოდ გამართული სისტემით ფუნქციონირებს.
ტრამვაი და ავტობუსი
მილანში ტრამვაის, ავტობუსისა და ტროლეიბუსის გაერთიანებული სისტემაა. მათ 120-ზე მეტი ხაზი აქვთ. პიკის საათებში ისინი ყოველ 3 წუთში დადიან, დანარჩენ დროს კი ყოველ 6 წუთში. ღამის ტრამვაი და ავტობუსები ტურისტებისთვის განსაკუთრებით კომფორტულია. რამდენიმე სახის ბილეთი არსებობს:
- ერთჯერადი ბილეთი, რომელიც აქტიურია 90 წუთის განმავლობაში და ღირს €2,20
- 24 საათიანი ბილეთი €7,60
- 3 დღიანი ბილეთი €13
- 10 დღიანი ბილეთი €19,50
ფეხით
მილანი ნამდვილად არის ის ქალაქი, სადაც ფეხით სეირნობისას ტკბობა შეგიძლიათ. გირჩევთ, მოგზაურობის დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ და მილანის ისტორიულ ქუჩებში რაც შეიძლება მეტი იაროთ. აქაური ტაძრები, იტალიური არქიტექტურა და მუზეუმები ფეხით შემოვლისათვის იდეალურია.
მეტრო
მილანის მეტროს 5 ხაზი და 100-ზე მეტი სადგური აქვს. ქალაქის ღირსშესანიშნაობებამდე სიარულს მეტროთი მარტივად შეძლებთ. მეტროს ხაზები სხვადასხვა ნომრებითა და ფერებითაა გამოყოფილი, ამიტომ ნავიგაცია ძალიან მარტივია. თანაც, მეტრო დილის 5:30-დან საღამოს 12:30-მდე მუშაობს, თუმცა სხვადასხვა ხაზებს მუშაობის განსხვავებული საათები აქვთ და გირჩევთ გამგზავრებამდე გადაამოწმოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ მილანის სატრანსპორტო სისტემის აპლიკაციაც – ATM Milano Official App.
რომელია საუკეთესო პარკები მილანში?
მილანი ბევრ დასასვენებელ სივრცეს შემოგთავაზებთ. აქაური პარკები მშვიდი და კეთილმოწყობილია. თუ გადაიღალეთ მოგზაურობისას ან უბრალოდ სიმწვანეში სეირნობა მოგინდათ, მაშინ მილანის პარკებს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
სემპიონეს პარკი
სემპიონეს პარკი (Parco Sempione) – ეს პარკი სფორცების კოშკთან ახლოს მდებარეობს. აქაური სიმწვანე დაღლილობისა და ხმაურისაგან გაქცევის იდეალური საშუალებაა.
სამოქალაქო აკვარიუმი
სამოქალაქო აკვარიუმი (Acquario civico) – ნამდვილად იმსახურებს ვიზიტს, თუ გსურთ რამე სახალისო აქტივობა და ყურადღების გადატანა ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისაგან.
სათავგადასავლო პარკი
სათავგადასავლო პარკი ( Parco Avventura Corvetto) – მათთვისაა, ვისაც დასვენება და გართობა ერთდროულად სურს. ამ პარკში შეძლებთ როგორც სეირნობას, ასევე სხვადასხვა სათამაშო აქტივობით დაკავებასაც.
ვიტორიოს პარკი
ვიტორიოს პარკი (Vittorio Formentano Park) – მილანის ქალაქის ცენტრში იხილავთ ამ პარკს. აქ ნახავთ იტალიის მეფის ვიტორიო ემანუელე მეორის ძეგლსაც.
ბრერას ბოტანიკური ბაღი
ბრერას ბოტანიკური ბაღი (Orto Botanico di Brera) – ეს ბაღი იდეალურად გაფორმებულია, აქ ნახავთ უამრავ მცენას, ლამაზად მოწყობილ ბაღებსა და ხეივნებს.
გუასტალას ბაღები
გუასტალას ბაღები (Giardini della Guastalla) – ეს ბაღი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც მშვიდად დასვენება და განტვირთვა სურს.
გადაწყვიტე მილანში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზება და დაჯავშნე იაფი ფრენები მილანში.
ხშირად დასმული კითხვები მილანზე
რამდენი დღეა საკმარისი მილანის მოსანახულებლად?
2-3 დღე საკმარისია მილანის მთავარი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.
რა უნდა წავიღოთ მილანში?
პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. მილანში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია.
რით არის გამორჩეული მილანი?
მილანი ცნობილია თავისი არქიტექტურით, საშოპინგო ცენტრებითა და ტაძრებით.
რამდენად ძვირია მილანი?
მილანი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ქალაქია, შესაბამისად აქაურობა შედარებით ძვირია სამოგზაუროდ, თუმცა შეგიძლიათ დაზოგოთ და გადაანაწილოთ მოგზაურობის ხარჯები.
რამდენად უსაფრთხოა მილანში მოგზაურობა?
მილანი საკმაოდ უსაფრთხო ადგილია ტურისტებისთვის, თუმცა აუცილებლად ფრთხილად იყავით პერსონალურ ნივთებთან. ხალხმრავალ ადგილებში შეიძლება მცირე ჯიბის ქურდობებს შეესწროთ, თუმცა დანაშაულების დონით მილანი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია.
როდისაა საუკეთესო დრო მილანში სამოგზაუროდ?
მილანისთვის საუკეთესო დრო გვიანი გაზაფხული ან ადრეული შემოდგომაა, ამ დროს ქალაქში იდეალური ტემპერატურაა.
რომელია მილანთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
LIN – მილანის ლინატეს აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 6 კილომეტრში მდებარეობს. მილანის მალპენსას აეროპორტი (MXP) – 41, ხოლო ბერგამოს აეროპორტი (BGY) – 45 კილომეტრის დაშორებითაა ქალაქის ცენტრიდან.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან მილანში?
მილანისკენ მიმავალი ავიარეისები შეგიძლიათ ნახოთ როგორც თბილისიდან, ასევე ბათუმიდან და ქუთაისიდან. შეგიძლიათ შეიძინოთ პირდაპირი ფრენები თბილისიდან ან ქუთაისიდან და გადაჯდომით ფრენები ბათუმიდან.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან მილანში?
თბილისიდან პირდაპირი ავიარეისებით დაფრინავს Georgian Airways. გადაჯდომით ფრენებისთვის კი შემოგთავაზებთ Pegasus-ის, Austrian Airlines-ის, Ajet-ის, Lot-ის ბილეთებს. ქუთაისიდან მილანში პირდაპირი რეისები ეწყობა ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ. ბათუმიდან კი შემოგთავაზებთ Turkish Airlines -ის ავიარეისებს გადაჯდომით.
როგორ შევიძინოთ მილანის ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. საუკეთესო ფასების მისაღებად კი უნდა გამოიყენოთ საძიებო პლატფორმა Avia.ge .
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას მილანში მოგზაურობის წინ